x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბათუმში ზაფხულობით ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

imageზაფხული მიაბარეთ წარსულს. უკვე ისე გემოზე აცივდა რომ ზაფხული მოგონება-ც შეიძლება. კონკრეტულად კი იმ სასაცილო სიტუაციების, რომლებიც ასე ბლომად ხდება მაშინ როცა უცხო ქალაქში ჩადიხარ და ერთად-ერთი საშუალება რაღაცის გაგებისა გამვლელის გაჩერება და კითხვის დასმაა.
ბევრჯერ გავუჩერებივარ ქუჩაში და ათასი რაღაც უკითხავთ. ხოდა ახლა მინდა ის, მეტნაკლებად დასამახსოვრებელი კითხვა გავიხსენო რაც გონებაში ჩამრჩა. თან უმეტესობა რატომღაც "უი"-თი იწყებოდა. ხოდა მეც ასე დავიწყებ მათ ჩამოთვლას. ესეც ისეთივე სულელური ჩამონათვალია როგორიც "შენც" იყო. უბრალოდ, უსაქმურობის გამო ;)


მაშ ასე, ყველაზე მეტად დამამახსოვრებელი კითხვები :


.უი, აქ სულ წვიმს !?

.უი, სახეზე მაგარი გარუჯული ვარ!?


.უი, წყალი ცივია!?


.უი, დღეს რა რიცხვია!?


.უი, „ბათუმი ველოს“ ქირაობა როგორ უნდა ხომ არ იცი!?


.უი, რამდენი უცხოელია, რაა ეს!?


. უი, რა პატარა ყოფილა ეგ „ალი და ნინო“!?


.უი, პიაცა ესაა? და აქ იმართებოდა კონცერტები!?


.უი, ლიტ-კაფესთან როგორ მივალ!?


.უი, ეგაა ის „აკროპოლისი“?. არადა რა დიდი ჩანდა ტელევიზორში!?


.უი, აბა სუფთაა ზღვაო!?


.უი, ეგ ორი აჭარული ხაჭაპურის საფასურია თუ ბინის ქირა!?


.უი, აბა რუსთავი 2 მზეს და სიცხეს რომ აცხადებდა !?


.უი, აბა „ხაზეიკამ“ რომ თქვა თქვენს მეტი ოთახში არავინ იქნებაო!?


.უი, ჩვენ რომ ხინკალი შეგიკვეთეთ დღეს იქნება !?


.უი, ზღვაზე როგორ გავალთ!?


.უი, ყურში წყალი რომ ჩაგივა ცალ ფეხზე უნდა იხტუნო ხო!?


.უი, შენ ცოლი გყავს ხო!?


.უი, დღეს კლუბში მოდიხარ!?


.უი, აბა „ამომყევი, მხოლოდ ნახატებს დაგათვალიერებინებ და მეტი არაფერიო“!?


.უი, ეს ჩვენს შორის დარჩეს ხო!?


.უი, აბა ლეღვის ფოთლის ნახარში კარგიაო!?


ეს ისაა რაც ხშირად მესმოდა. იყო სხვა უფრო სასაცილო კითხვებიც „ ის ძეგლი მართლა დადის?“ და „ძიკი პლაჟზე ამ კუპალნიკით ხომ არ ტეხავს?“ მსგავსი. მაგრამ ესენი უფრო ხშირად ისმებოდა. ეჰ, კარგი იყო ზაფხული. ვაა, უკვე ვიგონებთ. ანუ მოვიდა ზამთარი!?



http://www.mtvarisklubi.com/

2
136
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:da-vid
da-vid
136
  
2012, 17 ივლისი, 15:10
შინაარსობრივად ყველა კითხვას მიესადაგება და მაგიტომაც იწყებენ "უი"-თი :)
2012, 10 ივლისი, 16:00
ეს ყველა კითხვაზე "უი" რაღაა? XD
0 1 2