x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ქიშმიშიანი და ნიგვზიანი კექსი

ალბათ, ბევრ ჩვეთაგანს უყვარს ტკბილეული, ნამცხვრები და ცომეული. მინდა შეგთავაზოთ, ერთ-ერთი უგემრიელესი კექსის რეცეპტი.. რომელიც, სამარხვოცაა და ასევე ძალიან ადვილი გასაკეთებელი.. თანაც, არ დაგჭირდებათ ბევრი ფულის დახარჯვა პროდუქტებზე დ ა.შ.



8 ულუფა
პროდუქტები:
2 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა ზეთი
1 ჭიქა ქიშმიში
1 ჭიქა ნიგოზი
2 ჭიქა ვაშლის ნახარში
1 ჩ.კ. სოდა
4 ჭიქა ფქვილი
1 ჩ.კ. დარიჩინი
1 ს.კ. 3%-იანი ძმარი
მარილი



1) შაქარი და ზეთი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ მარილი, ქიშმიში, წვრილად დაჭრილი ნიგოზი, ვაშლის ნახარში, სოდა და კარგად აურიეთ (ათქვიფეთ).

2) ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, დარიჩინი და ძმარი.

3) ცომი მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში. ღუმელში აცხვეთ 200 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურაზე 50-55 წუთი. შემდეგ, გამოიღეთ და შესაოწმებლად გამოცხვა თუ არა კექსი, ასანთის ღერი ჩაარჭეთ შუაში ბოლომდე და უკანვე ამოიღეთ. თუ, ასანთზე გამოუმცხვარი ცომის ნაწილი შეამჩნიეთ მაშინ გაზზე, პატარა ცეცხლზე დადგით 10 წუთის მანძილზე. თუ, არა და მაშინ მის გაციებას დაელოდეთ, შემდეგ დაჭერით და გემრიელად მიირთვით.

image

0
389
შეფასება არ არის
ავტორი:Alone Girl
Alone Girl
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0