x
image
K.P.
5 ყველაზე საშინელი და სასტიკი სასჯელი
imageადამიანები საუკუნეების მანძილზე დიდ სისასტიკეს ავლენდნენ და ხშირად ამას სწორედ კანონის სახელით ხსნიდნენ. წარმოგიდგენთ 5 ყველაზე საშინელ სასჯელს:image







1. ალბათ ვერ წარმოდგენთ, თუ ადამიანის სიკვდილი ისეთი უწყინარი ცხოველის საშუალებითაც შეიძლება, როგორიც ცხვარია. დამნაშავეს აბამდნენ და ფეხის გულებზე სპეციალურ სითხეს უსვამდნენ. ამ სითხის ლოკვა ცხვარს ძალიან მოსწონდა. ცხარს ხორკლიან ენას იმდენ ხანს ასმევინებდნენ, სანამ, დამნაშავეს ღუტუნისგან გული არ გაუსკდებოდა.

image2.ეს ესპანური ვირია, რომელსაც ხის ცხენსაც უწოდებდნენ.


წამების ეს მეთოდი არამარტო ევროპაში, არამედ ამერიკაშიც (XVIII ს) გამოიყენებოდა. ის წარმოადგენდა სამკუთხა ფორმის ხის გრძელ ნაჭერს, რომელსაც ზედა მხარეს ბასრი კუთხე ჰქონდა. შიშველ მსხვერპლს მასზე სვამდნენ და ფეხებზე სიმძიმეებს აბამდნენ. აგონიის დადგომის მომენტი დამოკიდებული იყო იმაზე, ჯალათი რამდენად მძიმე ნაჭრებს შეაბამდა. წყაროები გვიამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში წონის გადაჭარბების გამო ბრალდებულის სხეული შუაზე იპობოდა.

image3.წამების ამ ხერხს გატყავება ეწოდება. დამნაშავის კანს ნელ-ნელა აცლიდნენ სხეულს ბასრი დანით. მაქსიმალურად ცდილობდნენ კანი ხელუხლებელი ყოფილიყო.

image4.ეს ხელსაწყო კი თავის მსრესავი გახლავთ. ნიკაპი მაგიდას ეყრდნობოდა, თავის ქალა კი გუმბათოვან სახურავში თავსდებოდა. ჯალათი კი ხრახნს ატრიალებდა, ჯერ კბილები იმსხვრეოდა, შემდეგ ყბა ნაკუწდებოდა და ბოლოს თვალები ვარდებოდა ბუდიდან, ამ ყველაფერს კი ტვინის ყურებიდან გამოჟონვა აგვირგვინებდა.

image5. შემდეგი წამების მეთოდი კი ადამიანის მოხარშვაა. ბრალდებულს აშიშვლებდნენ და სითხით (ქონი, ზეთი, მჟავა, წყალი) სავსე დიდ ქვაბში სვამდნენ, შემდეგ კი აცხელებდნენ. ეს სითხე შეიძლებოდა ყოფილიყო და ა.შ. ზოგჯერ ჯალათი დამნაშავეს თოკს მოაბამდა და პერიოდულად ზევით სწევდა, შემდეგ კი უკან აბრუნებდა. ამ გზით სიკვდილის დადგომის მომენტი უფრო შორს გადაიწევდა ხოლმე. გასაკვირია და ეს მეთოდი თანამედროვე ეპოქაში გამოიყენეს უზბეკეთში. პოლიტიკური დისიდენტი მუზაფარ ავაზოვი 2002 წელს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცოცხლად მოხარშეს.


1
2440
7-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2440
  
2013, 25 თებერვალი, 23:50
ცუდად ვარ :Dდ
0 1 1