x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სიტყვები,რომლის მნიშვნელობა ზოგჯერ საჭიროა ვიცოდეთ


image
ბავშვობაში ბევრჯერ გამიგია რომელიმე სიტყვა ტელევიზორში ან ფართო საზოგადოებაში, რომლის მნიშვნელობა არც კი ვიცოდი, რის გამოც თავი უხერხულად მიგრძვნია და დისკუსია თითქმის არ შემდგარა, ამიტომ დაიმახსოვრეთ თუ რომელიმე სიტყვა უცხო იქნება თქვენთვის და ეცადეთ თავი ჩემზე კომფორტულად იგრძნოთ ამა თუ იმ სიტუაციაში:
1)შოვინიზმი-სხვა ერების მოძულე
2)იმპერიალიზმი-სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს სხვა სა...ხელმწიფოების დაპყრობას...მაგალითად:რუსეთს სურდა მოეხდინა ჩვენი სახელმწიფოს იმპერიალიზმი 2008 წელს
3)ფატალიზმი-ბედისწერის არსებობის, წინასწარ არსებული ბედის რწმენა
მე მაგალითად მჯერავს ფატალიზმის
4)ფუნდამენტალიზმი-რელიგიური პოზიცია, რომელიც მოცემული რელიგიის მცნებების უპირობო მხარდაჭერას მოითხოვს და მათ პირდაპირ რეალიზაციას ისახავს მიზნად. მაგალითად საქართველოში არის ფუნდამენტალიზმი
5)ქარიზმა-ადამიანი, რომელიც დაჯილდოებულია ზებუნებრივი ნიჭით..შეუძლია თავისი საუბრით ყველა მოხიბლოს და იცის სად როგორ მოიქცეს...მაგალითად ჩვენი პრეზიდენტი იყო ქარიზმატული სანამ მანამ:))
6)ნარცისიზმი-ადამიანი, რომელიც თავის თავზე არის უზომოდ შეყვარებული....თითქმის იგივეა სიტყვა პედანტი...აბა რამდენი ხართ ესეთი?
7)ნოტაცია-შენიშვნა რაიმეზე, საყვედური, დარიგება...მაგალითად საუბრისას-სახლში ნოტაციებს მიკითხავენ
8)მაჟოტარული-უმრავლესობაზე დაყრდნობილი...მაგალითად მაჟორიტარული არჩევნები-უმრავლესობაზე დაყრდნობილი არჩევნები...
9)ჯიჰადი-რწმენის გავრცელების და განმტკიცების მიზნით ნებისმიერი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ისლამით გათვალისწინებული წესები, რომელიც ითვალისწინებს სხვა რელიგიის მიმდევრების წინააღმდეგ ომის გამოცხადებასაც
10)ქსენოფობია-გადაჭარბებული შიში
ვრცლად

8
2539
5-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
2539
  
2021, 10 იანვარი, 0:46
ჯიჰადი ისლამის მიხედვით (მოგეხსენებათ ეს ისლამური სიტყვაა) ნიშნავს შენი რელიგიური ერის და ქვეყნის (საკუთრების, უფლებების, ოჯახის, ხალხის, რელიგიური ადგილების და ძეგლების) დასაცავად ბრძოლას, შესაბამისად იმ შემთხვევაშიც როცა გავიწროებენ და ძალადობენ შემზე და შენს ერზე. ამასთანავე ჯიჰადი ისლამის მიხედვით დაშვებულია შენს რელიგიურ ერში კერპთაყვანისმცემლობის აღსაკვეთად (რაც ითვალისწინებდა კერპების და სალოცავების დანგრევაზ.. თუ იცით შუამავალი იბრაჰიმის ისტორია უფრო გასაგები იქნება) და მათ სწორ გზაზე დასაყენებლად. ასევე ჯიჰადს აქვს თავისი წესები და ზვარი. მათ შორისაა ბავშვების და ასაკოვნების ხელშეუხებლობა.
ჯიჰადის, როგორც ომის გაგება, აშკარად ჩანს 2: 193-ე მუხლში: "ებრძოლეთ მათ, სანამ არ განხორციელდება ფიგნას (ცდუნება, განსაცდელი; აჯანყება, სამოქალაქო დაპირისპირება, კონფლიქტი) დევნა და რელიგია მხოლოდ ღმერთისთვის არ იქნება". სხვა მონაკვეთში, ყურანში ნათქვამია: ”ღვთის გზაზე იბრძოლეთ მათ წინააღმდეგ, ვინც თქვენს წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ნუ გადაცდებით ზღვარს. ღმერთს არ უყვარს ცოდვილები.”
გთხოვთ მოიძიეთ პირველადი და სანდო წყაროები და ნუ ავრცელებთ ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. მადლობა დიდი.
2019, 6 ნოემბერი, 12:32
:))) კონსერვატორულ-სოციალურ-არატოლერამტული მიმართულებაა ფუნდამენტალიზმი და ჩვენს ეპოქაში ახასიათებს უფრო ისლამურ რელიგიას ,ძველი ტრადიციების პირდაპირად აღმქმელს, ნოვაციის და პროგრესის მოწინააღმდეგეს, არატოლერანტულს და შესაბამისად აგრესიულს.საქარტველოში ფუნდამენტალიზმი არ არის არანაირად ))))))))))))))) მნიშვნელობა გაარკვიეთ - მერე წერეთ!
2013, 30 აგვისტო, 11:25
გამიხარდა ესე უცებ რომ ვიპოვე ჩემთვის საინტერესო ტერმინის განმარტება და მადლობა ამისათვის, მაგრამ თუ არ მიწყენთ, ჯიჰადთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ; პირველ რიგში მიზანი არ ამართლებს საშვალებას ამ რელიგიურ მიმდევრობაში ("ნებისმიერი საშუალებების გამოყენებასთან.....") და მითუმეტეს სხვა რელიგიური აღმსარებლობის მიმართ ომის გამოცხადება და რაც ყველაზე მთავარია სისხლის დაღვრა არ არის მიღებული საქციელი. არ ვიცი სიდან მოიძიეთ ეს განმარტება მაგრამ ფაქტია რომ სიტყვა "ჯიჰადის" შინაარსის განმარტება არ შეესაბამება სიმართლეს და ეს აზრი იმის გამო არის დამკვიდრებული რომ ვიღაც-ვიღაცეები რომლებიც საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისა და გამდიდრებისათვის იბრძოდნენ გადააქციეს მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად ეს რელიგია, ისევე როგორც ერთ დროს რომის პაპები იქცეოდნენ ( გაიხსენეთ ისტორიული მოთხრობა "ბალთაზარ კოსა" და "ინდულგენციების" მაშინდელი დამკვიდრებული ორაქტიკა) . . . .
2013, 18 თებერვალი, 10:38
:)))დავდებ კიდე მერე სხვა აკტუალურ სიტყვებსაც მთავარია ბევრმა მოიწონოს და ნახოს...
2013, 18 თებერვალი, 10:37
ზოგჯერ ბავშვობაში რაღაც სიტყვას რომ გავიგონებდი და არ ვიცოდი მნიშვნელობა მაგრად "ტეხავდა".
2013, 18 თებერვალი, 10:36
გაიხარე
2013, 18 თებერვალი, 10:35
სტატია
2013, 18 თებერვალი, 10:35
კარგი სტარიაა
0 1 8