x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
აგრესია (ფროიდის მიხედვით)

ფროიდის მიხედვით აგრესიის წარმომშობი მიზეზი ეროტიკული უკმარისობა და სექსუალური ცხოვრების უარებია. ადამიანი ადამიანისთვის მუდმივად არის ცდუნების ობიექტი, რომ აქციოს იგი საკუთარი აგრესიის დაკმაყოფილების საშუალებად. აგრესია შესაძლებელია იყოს გარეთ მიმართული ან შიგნით მიმართული. ადამიანი რაც უფრო ზღუდავს გარეთ მიმართულ აგრესიას, მით უფრო მომთხოვნი ხდება საკუთარი სუპერ-ეგოს მიმართ. ფროიდის მიხედვით გარეთ მიმართული აგრესია სადიზმია, რომელიც კაცებს უფრო ახასიათებთ, ხოლო შიგნით მიმართული აგრესია-მაზოხიზმი, რომელიც ქალებს მეტად ახასიათებთ კაცებთან შედარებით. ფროიდის ამ მოსაზრების გასამართლებლად შემიძლია მოვიყვანო ის მაგალითი, რომ ომებში თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა კაცია. კვლევების მიხედვით დეპრესია ქალებს მეტად ახასიათებთ, რაც შიგნით მიმართული დესტრუქციული ლტოლვების შედეგად შეიძლება განვიხილოთ. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ შიგნით მიმართული აგრესია საშიშია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის და იგი ხელს უწყობს თვითგანადგურების პროცესს.

მივყავართ თუ არა აგრესიის გამოხატვას ბედნიერებამდე? ფროიდის მიხედვიტ ადამიანს ლტოლვების ორი კატეგორია სექსუალური და დესტრუქციული(აგრესიული) ლტოლვები წარმართავს. სექსუალური ლტოლვების დაკმაყოფილება იწვევს “ბედნიერებას''. ბედნიერება ფროიდს გამოყენებული აქვს, როგორც ჰომეოსტაზის, წონასწორობის აღდგენა. აღმოცენებული ლტოლვა არღვევს ფსიქიკური წონასწორობის პრინციპს და მხოლოდ დაკმაყოფილების შემთხვევაში ხდება წონასწორობის აღდგენა. შესაბამისად დესტრუქციული ლტოლვების გამოხატვას უნდა მივყავდეთ წონასწორობის აღდგენამდე, ანუ ბედნიერებამდე. მაგალითისთვის მოვიყვან ჩაკ პალაკინის წიგნს “მოჩხუბართა კლუბი". სიუჟეტის მიხედვით პერსონაჟები ფსიქოლოგიური სეანსების ნაცვლად შვებას მიწისქვეშსა ჩხუბებში პოულობენ.

რა საშუალებებით ხდება აგრესიის მართვა? ფროიდის მიხედვით ადამიანს თავად აქვს შიგნით მაკონტროლებელი ორგანო-“სუპერ-მე'', სწორედ მას მიეწერება სინდისის ფუნქციები და დანაშაულის გრძნობა რომელიც აღმოცენდება სოციალურად არასასურველი ქცევის ჩადენის შემდეგ. დანაშაულის გრძნობასთან ერთად ჩნდება დასჯის მოთხოვნილება. ყველაზე შესაფერისი იქნება თუ მას სიყვარულის დაკარგვის შიშს ვუწოდებთ. როდესაც ადამიანი კარგავს მფარველის (ღმერთი...) სიყვარულს, იგი დაუცველად გრძნობს თავს სხვა და სხვა საფრთხის წინაშე. ადამიანები მუდმივად აძლევენ თავს დანაშსაულის ჩადენის უფლებას თუ ამის შესახებ ავტორიტეტი ვერ გაიგებს, ან არ დაისჯებიან. ამ შემთხვევაში მათი შიში მხოლოდ მხილების შიშია. სინდისის ძალაუფლებას სუპერ-ეგოში უბედურება აძლიერებს. სანამ ყველაფერი კარგადაა, ადამიანის სინდისი რბილი და დამთმობია, მაგრამ როგორც კი რაღას უბედურება დაატყდება თავს, საკუთარ თავში იკეტება, აღიარებს რომ ცოდვილია და ცოდვების გამოსყიდვას სხვა და სხვა გზით ცდილობს, მაგალითად მარხვით. რეალურად, მარხვა, რა ტიპისაც არ უნდა იყოს ის, არის სუპერ-ეგოს გადატვირთვა. ამრიგად, დანაშაულის გრძნობის ორი წყარო არსებობს: ავტორიტეტის წინაშე შიში და შიში სუპერ-ეგოს წინაშე. პირველი აიძულებს ადამიანს უარი თქვას ლტოლვების დაკმაყოპილებაზე, მეორე კი სჯის მას, რადგან აკრძალული სურვილების არსებობა სუპერ-ეგოს ვერ გამოეპარება. ყოველი ახალი უარის სინდისის დინამიური წყარო ხდება და ყოველ ჯერზე აძლიერებს მის ძალაუფლებას და შეუწყნარებლობას. პარადოქსს ვერ ავცდებით-სინდისი ლტოლვებზე უარის თქმის შედეგია. ანუ ლტოლვებზე უარი ქმნის სინდისს, რომელიც შემდგომ მუდამ მოითხოვს ახალ ახალ სურვილებზე უარის თქმას.

0
967
3-ს მოსწონს
ავტორი:ეთერ გორგილაძე
ეთერ გორგილაძე
967
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0