x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508579
საბეჭდი მანქანების გამომშვებმა ბოლო ფაბრიკამ მუშაობა შეწყვიტა
image


დიახ, თვალსა და ხელს შუა მორჩა საბეჭდი მანქანების სევდიანი ისტორია. თუმცა სამართლიანობისთვის აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს მოწყობილობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო პოპულარული, დაახლოებით 1867 წლიდან 2011 წლამდე.


საერთოდ, ძნელია უცებ მოიფიქრო იმგვარი მოწყობილობა რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გამოყენებაში იყო. ჰოდა... ბოლო ფაბრიკამ, რომელიც საბეჭდ მანქანებს უშვებდა, შეწყვიტა წარმოება და კომპანიის საწყობში დარჩა მხოლოდ ადრე გამოშვებული 500 მანქანა.


ფაბრიკა Godrej and Boyce მდებარეობს მუმბაიში და საბეჭდი მანქანების მასიური წარმოება ჯერ კიდევ 2009 წელს შეწყვიტა და ახლა კი ეს ფაბრიკა იხურება. სულ რაღაც 20 წლის წინათ კომპანია აწარმოებდა და ყიდდა 50 ათას საბეჭდ მანქანას წელიწადში. 2010 წელს სულ რაღაც 800 ცალი გაიყიდა.



ისე, გასაგებიცაა – ახლა ხომ, ალბათ ყველა, არც ისე ძველი კომპიუტერი, ფუნქციებით საბეჭდ მანქანას 100ჯერ – 1000ჯერ მაინც ჯობნის. ფასი კი იგივეა.


ახლა მოდურია ამა თუ იმ მოწყობილობის "მკვლელებზე" საუბარი, ასე რომ კომპიუტერი და მისი თანამედროვენი შესაძლებელია დავასახელოთ საბეჭდი მანქანების "მკვლელად".


ცოტა საწყენიცაა, რომ საბეჭდი მანქანების ერა დამთავრდა – მაგრამ პროგრესი სწორედ ისაა, რომ ყოველთვის ჩნდება რამე ახალი.


თუ თქვენ სახლში გაქვთ საბეჭდი მანქანა, ნუ გააბრაზებთ მას, იცოდეთ, რომ მსოფლიოში მას უკვე აღარავინ აკეთებს. :)


პ.ს. ფოტო და ვიდეო განწყობისთვის:



როგორც სტატიაში აღინიშნა "ცოტა საწყენიცაა, რომ საბეჭდი მანქანების ერა დამთავრდა – მაგრამ პროგრესი სწორედ ისაა, რომ ყოველთვის ჩნდება რამე ახალი."


ჰოდა აი ახალი


image


შესაბამისი ვიდეოც

0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:გაბილა
გაბილა
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0