x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჰაეროვანი დესერტი ''ქაფქეიქი''
imageქაფქეიქის ეს რეცეპტი ნაცად რეცეპტებს შორის ყველაზე გემრიელია.


საჭირო მასალა:

დარბილებული კარაქი-70გრ

არაქისის კრაქი-120გრ


შაქარი-120გრ

კვერცხი-2ც

ფქვილი-120გრ

გამაფხვიერებელი-1ჩ/კ

უცხიმო რძე-60მლ


მომზადების წესი:


ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი . ორივე კარაქი შაქართან ერთად მიქსერით მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ, სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი. რძე და ფქვილი ხის კოვზით შეურიეთ.


ტარტალეტკის ფორმაში ჩააფინეთ მის ზომაზე გამოჭრილი კალკის ფაღალდი .უმჯობესია სპეციალურ ფორმებს თუ შეიძენთ და მიღებულ მასას მასში 2/3-ძე გაანაწილებთ.

აცხობთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20წუთი.(მაინც ხის ჯოხით შეამოწმეთ, ჩარჭობისას თუ ცომი ამოყვა ე.ი ცხობა არ ეყო)


კრემი და მისი მომზადება:


კრემ-ყველი-150გრ

შაქრის პუდრა-50გრ

არაქისის კარაქი-120გრ

ცხიმიანი ნაღები-120მლ


ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში სათითაოდ მიქსერით შეათქვიფეთ და ნახევარი საათით მაცივარში შედგით.შემდეგ მორთეთ და მიირთვით.

სულ ესაა და ეს.


0
238
2-ს მოსწონს
ავტორი:gionare
gionare
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0