x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საიდუმლოა არავის ვეუბნები

მე ვარ ანი, ხო კიდევ რა გაინტერესებთ? ამ ბოლო დროს ისეთი შეგრძნებები მაქვს თითქოს ვიღაც გულში მირტყავს და გულის ნახევარს მაგლიჯავს და ამ ვიღაცას სახელი ჰქვია, რა ქვია? საიდუმლოა არავის ვეუბნები, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს ჩემს გულში ვიღაც შეშლილი დარბის და ყვირის მიშველეთო, ის იდუმალი ვიღაც კი ჩემი გულის ნახევართან ჭორაობს. ახლაც ის ქაჯი დარბის, როგორი შეგრძნება? არ ვიცი ვერ ვიტყვი, ერთხელ მინდა ისეთი დილა გათენდეს რომ ციდან ფერადი ფანტელელები ცვიოდეს და რატომ? უბრალოდ მინდა ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ ვნახო, ოთხმოცდაათი წელი ვიცხოვრეო და მთელი ცხოვრება განვვლო და ისეთი შეგრძნებები არ მქონდეს როგორც ახლა, ბევრი დაუვიწყარი დგები მქონდეს. ახლა ისიც მგონია რომ სიბნელეში ვარ ჩარჩენილი და იქით ვერ მივდივარ, მოკლედ კარებს ვერ ვაღებ რომ სინათლეში გავიდე, ასე მგონია რომ ქვეყანაზე არაფერს წარმოვადგენ მარტო მე ვიცი რომ ანი მქვია, არადა ბევრმა იცის რომ ანი მქვია მაგრამ ანი სინამდვილეში ვინ არის არავინ იცის, ახლა ვტირი და რატომ? არ ვიცი ალბათ გული მტკივა და რატომ? საიდუმლოა არავის ვეუბნები, image ცხოვრება საღეჭ რეზინას გავს ჰაერით გაბერავენ და მერე ისევ სკდება, ადამიანებიც ასა არ ვართ ჰაერით ვცოცხლობთ და მერე ვტოვებთ სამყაროს.


ანი რევაზიშვილი 11 წლის

4
34
6-ს მოსწონს
ავტორი:ანი რევაზიშვილი
ანი რევაზიშვილი
34
  
0 1 4