x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ქრისტიანობა
წმინდა ნინო

ტროპარი:

გიხაროდენ მიმადლებულო ღმრთისმსობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი. იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.


კონდაკი:

საშოჲ რა ქალწულებრივი განსწმიდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ, ვითარცა გშვენოდა, უსწრვე აწცა და გვაცხოვნენ, ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობაჲ ჩვენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთმოყვარე.

***

იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე მისთვის, რათა გააუქმოს ძველი სჯული და მოგვცეს ჩვენ ახალი – უწმიდესი და უმაღლესი სჯული. გარნა, ვიდრემდის გამოაცხადებდა იგი ახალსა ამას საღმრთოსა სჯულსა, მან იწყო და შეუდგა აღსრულებად ყოველთა ძველის სჯულის ბრძანებათა. დიდება სულგრძელებასა და გარდამოსვლასა შენსა, უფალო! შემოქმედი ცისა და ქვეყნისა მიიღებს უძლურსა ბუნებასა მონისასა; უწმიდესი და გამოუცდელი ყოვლისა ცოდვისა მერვესა დღესა იქმნების წინადაცვეთილ, ვითარცა ერთი ცოდვილთაგანი კაცი. მპყრობელი ცისა და ქვეყნისა მეორმოცესა დღესა შინა, ვითარცა უსუსური ყრმა, ყოვლადწმიდისა დედისა თვისისაგან იქმნების მიყვანილ ტაძრად და შესწირავს შესაწირავსა ღარიბთა კაცთა, ორსა მართვესა მტრედისასა. ესრეთ დაიმდაბლა მან თავი თვისი, რათა გვასწავლოს ჩვენ სიმდაბლე; ესრეთ დაემორჩილა იგი სჯულსა, რათა გვასწავლოს ჩვენცა მორჩილება სჯულისა.

თუკი ქრისტეს მოწაფეებად ვიწოდებით, მაშ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ მისგან. რა უნდა ვისწავლოთ? რასაც ის გვასწავლის სიტყვით და საქმით, თუ არა, ტყუილად ვიწოდებით მოწაფეებად... ქრისტიანო, მიხედე, სწავლობ ქრისტესგან ქრისტიანულ სიბრძნეს, რომლის გარეშეც ყოველი სიბრძნე უგუნურებაა? სწორად და ლამაზად მეტყველებას სწავლობ, მაგრამ სწავლობ ქრისტესგან სწორად და ლამაზად ცხოვრებას? სწავლობ საგნების ბუნების შეცნობას, მიწის გაზომვას, ვარსკვლავების დათვლას, მაგრამ სწავლობ შენი უძლურებისა და სიგლახაკის შეცნობას, შენი დღეების სიმოკლის გაზომვას და ცოდვით გახრწნილი გულის გამოკვლევას? სწავლობ ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად ლაპარაკს, მაგრამ სწავლობ ქრისტიანულად ცხოვრებას? ამის გარეშე, იცოდე, ყველა შენი მცდელობა ამაოა და შენი სიბრძნე – სიშლეგეა, და ვერაფერი გიშველის, ვერ მოგიტანს ნეტარებას, შენი იმედის მიუხედავად.ქრისტე სიმდაბლით ცხოვრობდა – დღევანდელ ქრისტიანებს უყვართ სიამაყითა და დიდებულებით ცხოვრება. ქრისტე ყველას სიწრფელითა და უბრალოებით ექცეოდა – დღევანდელი ქრისტიანები ყველას მზაკვრობითა და ცბიერებით ექცევიან. ქრისტე ისეთი სიგლახაკით ცხოვრობდა, რომ თავის მოსადრეკიც არსად გააჩნდა, იმის მიუხედავად, რომ შეეძლო ყველაფერი ჰქონოდა, როგორც ყოველთა უფალს – დღევანდელი ქრისტიანები იმაზე ფიქრობენ და ზრუნავენ, როგორ შეაგროვონ დიდი სიმდიდრე, და შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მთელი მსოფლიოს სიმდიდრეს დაიუნჯებდნენ.ახლა ის ვსთქვათ, როგორ უნდა სცხოვრობდეს ჭეშმარიტი ქრისტიანე, რა ყოფა-ქცევისა უნდა იყოს? ვისაც სურს ნამდვილ ქრისტიანულად იცხოვროს, მან ორგვარი სიყვარული უნდა შეიძინოს გულითა თვისითა: ერთი ღვთისა და მეორე კაცისა, ესე იგი, ღმერთი უნდა შეიყვაროს ყოვლითა გულითა თვისითა და კაცი როგორადაც თავი თვისი. რა არის ღვთის სიყვარული? ღვთის სიყვარული ის არის, როდესაც შენ გახსოვს, რომ ღმერთი არის შენი მამა და შემოქმედი, ყოველთვის გხედავს შენ, ესმის ყოველი შენი სიტყვა, გასინჯავს შენს გულს, და თუ ესრედ გახსოვს, სცდილობ, რომ ყოველი მისი ბრძანება და მცნება აღასრულო. რა არის კაცის სიყვარული, ეს მოკლედ გამოგვიცხადა უფალმან იესო ქრისტემან: რაც გინდა, რომ გიყოს შენ კაცმან, შენც ის უყავი კაცსა; შენ, რასაკვირველია, გსურს და გიამება, რომ ყოველმან კაცმან შეგიყვაროს, ნუგეში-გცეს, პატივი-გცეს, შეგეწიოს გაჭირვების დროს; შენც ისრე უყავ ყოველს კაცს და მაშინ იქნები ჭეშმარიტი ქრისტიანე.

0
35
3-ს მოსწონს
ავტორი:davit-p13
davit-p13
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0