x
image
_K_
"სხეულის ენა"

imageსხეულის ზოგადი მიმიკის საშუალებით ადამიანები საკუთარ ემოციურ მდგომარეობას, მბრძანებლურ, მორჩილ და თვითდაჯერებულ ხასიათს გამოხატავენ. ადამიანი საუბრისას ხშირად მიმართავს მიმიკას, რაც მეტყველების დანამატად შეიძლება მივიჩნიოთ. თანხმობის ნიშნად მიღებულია თავის დაკვრა, გაბრაზება მუშტების შეკვრით გამოიხატება, დაბნეულობისას ხშირია ფეხების გადაჯვარედინება, ხოლო განცვიფრებისას - თავის ფხანა. "სხეულის ენის" ასეთი სახით გამოსახვა შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ, თუ რას ფიქრობს ადამიანი და, ამასთანავე, მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მის სათქმელს.

როდესაც ერთი ადამიანი საუბრობს, მეორე კი ისმენს, მსმენელის სახის გამომეტყველებით შესაძლებელია დადგინდეს მისი დამოკიდებულება მოსაუბრის მიმართ, ანუ სასიამოვნოა თუ უსიამოვნო მისთვის ეს საუბარი. წარბის აწევა შეიძლება გულისხმობდეს ურწმუნოებას, ხოლო ტუჩების მანჭვა ყოველთვის ზიზღის მაჩვენებელია. თვალების მოძრაობა თითქმის ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტერესის ან სევდის გამოხატვისას. სოციოლოგებმა "სხეულის ენის" ამ ტიპის კვლევა ჩაატარეს და ჩვენი ცოდნა ამ საკითხის ურთიერთმოქმედებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააღრმავეს:image

ნივთების სხეულის წინ დაჭერა სიმორცხვის ნიშანია, საუბრისას საათზე და ფრჩხილებზე ხშირად ყურება გამოხატავს მოწყენილობას, ნიკაპზე ხელის მოსმა კი - მოსაუბრის განსჯას, პირის ხელით გადაფარვა ტყუილის გადასაფარი ბუნებრივი ჟესტიკულაციაა, ხელების გადაჯვარედინება აღიქმება თავდაცვის ან ეგოტიზმის ნიშნად, ეჭვის და დაურწმუნებლობის ტიპიური ნიშანია კეფის და კისრის მოფხანა, თვალების ხშირი ხამხამი კი - მღელვარების... და ბოლოს - ღიმილი; ბუნებრივი ღიმილი თვალის კუთხეებს ანაოჭებს და მთელი სახის გამომეტყველებას ცვლის. ყალბ ღიმილში მხოლოდ პირი და ტუჩებია ჩართული. ამ ორის გარჩევა ძალიან ადვილია. ნუ დააძალებთ საკუთარ თავს გაღიმებას..!

0
185
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0