x
image
lady.ge
რა არის პირადი ასტროლოგიური რუკა და რაში გამოგვადგება იგი?

ალბათ ბევრ თქვენგანს გაუგია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს სპეციალური პირადი რუკა, რომელსაც პროფესიონალი ასტროლოგი ამა თუ იმ ადამიანისთვის, მისი დაბადების ზუსტი მონაცემების მიხედვით ადგენს. მაინც რას გულისხმობს თავის თავში ეს ზემოთხსენებული რუკა და რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი? საქმე იმაშია, რომ ჩვენი დაბადების მომენტში, პლანეტები კონკრეტულ კომბინაციებს გადიდოდნენ ცაზე და ერთმანეთის მიმართაც სხვადასხვა სახის ასპექტებს ქმნიდნენ. სწორედ ეს ასპექტები განაპირობებს ჩვენ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს და ბედ-იღბალს, რომელსაც ასტროლოგი სწორედ ამ პირადი რუკის შედგენისას არკვევს და შიფრავს. ამიტომ პირადი ასტროლოგიური რუკა, ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე გვაძლევს ინფორმაციას რაც ჩვენ ცხოვრებაში უნდა მოხდეს - იქნება ეს ქორწინება, მოულოდნელი ცვლილებები, შვილების დაბადება, სასიყვარულო თავგადასავლები, დაავადების ალბათობა, გამდიდრების შანსი და თუ სხვა. აქედან გამომდინარე ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პირადი ჰოროსკოპის (რუკის) შედგენა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, იქედან გამომდინარე რომ მისი შედგენა და შემდგომში დეტალურად გაშიფრვა ძალზე დიდ შრომას და დროს მოითხოვს. თუმცა მათთვის ვინც დაინტერესებულია იმით, მაინც რაზე მეტყველებს მისი პირადი კომსოგრამა, რუკის უფასოდ მოგების შესაძლებლობა ერთერთ ასტროლოგიურ საიტზე ეძლევა, სადაც კონკურსის სახით მიმდინარეობს მარათონი პირადი ჰოროსკოპის მოსაგებად! რაღაც თქმა უნდა თქვენც შეგიძლიათ შეუერთდეთ ამ კონკურსს!


http://www.astrologi.ge/astro-themebi/astro-ambebi/792-piradi-horoskopi-ufasod.html



0
1070
2-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1070
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0