x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ესპანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

image- ესპანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილნი არიან დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობაში, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლებს ყალბ ჯარიმებს აკისრებდა. უსაფრთხოების საკითხებში, ესპანეთის სახელმწიფო მდივნის, ფრანცისკო მარტინესის, განცხადებით ათი სავარაუდო თაღლითი კურორტ "კოსტა დელ სო"-ზე გასულ კვირას აიყვანეს. მისივე ინფორმაციით დაკავებულთა შორის 6 რუსეთის, 2 უკრაინის და 2 საქართველოს მოქალაქეა. დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი, რუსეთის 27 წლის მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით ეჭვმიტანილებს, ვირუსის გამოყენებით, მწყობრიდან გამოჰყავდათ კომპიუტერები მსოფლიოს 30 ქვეყანაში, შემდეგ ისინი "ევროპოლის" სახელით ჯარიმის გადახდას ითხოვდნენ, რათა კომპიუტერთან მომხმარებლის წვდომა აღედგინათ. ჯარიმის ოდენობა 100 ევროდან იწყებოდა. დაკავებულ პირებს ფულის გათეთრებასაც ედავებიან.

1
67
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
67
  
0 1 1