x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს. ახალი რექტორი არის ზურაბ აგლაძე, რომელიც დღეს პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიის ოფიცრებს წარუდგინეს მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. ზურაბ აგლაძე გახლავთ ამავე აკადემიის კურსდამთავრებული, რომელსაც ასევე უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ს არმიის ომის კოლეჯში. ასევე 2005-2006 წლებში იგი სწავლობდა აშშ-ს სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში. აგრეთვე მას საბერძნეთსა და აშშ-ში გავლილი აქვს რეინჯერთა წვრთნის და სამშვიდობო ოპერაციების კურსები. 2007 წელს იგი იყო საქართველოს წარმომადგენელი ერაყში, კოალიციური ძალების შტაბ-ბინაში. რაც შეეხება საქართველოს იგი 1998-2009 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სხვადასხვა დროს იყო საჩხერის ბატალიონის, მე-5 ქვეით ბრიგადის, სახმელეთო ძალების მეთაური.

0
40
6-ს მოსწონს
ავტორი:LEVAN_001
LEVAN_001
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0