x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508466
სოკოს კატლეტი

imageმასალა:

  • 400 გ სოკო
  • 1 თავი ხახვი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 100 გ პური
  • 100 გ არაჟანი
  • 70 გ რძე
  • 20 გ კამა
  • 1 კვერცხი
  • 2 კბილი ნიორი
  • პილპილი, მარილი და საფანელი

მოხრაკულ ხახვში ჩაყარეთ დაჭრილი სოკო, დაასხით 2 სუფრის კოვზი წყალი და მოშუშეთ 10 წუთით თავდახურული. შემდეგ გააგრილეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში. რძეში დაალბეთ პური, გაწურეთ და შეაზილეთ სოკოს. დაუმატეთ დაკეპილი კამა, სანელებლები, კვერცხი, საფანელი. სოკოს პატარა ზომის კვერები შებრაწეთ ზეთში ძლიერ ცეცხლზე.
სოუსისთვის დანაყილი ნიორი, პილპილი და მარილი შეათქვიფეთ არაჟანს. გარნირად მიაყოლეთ შებრაწული კარტოფილი.

0
331
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0