x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს ვალენტინობას
წმინდა ვალენტინის დღე კარს მოგვადგა, შეიძლება თქვენთვის ჩვეულებრივი დღე იყოს 14 თებერვალი, მაგრამ თუ შეყვარებული ხართ, მაშინ დროა საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარზე იფიქროთ.

image

ვალენტინობა- შეყვარებულების დღესასწაულია და საჩუქარი, რა თქმა უნდა, ამ დღეს განსაკუთრებული უნდა იყოს.

საუკეთესო იქნება ნივთი, რომელიც შეიძლება ორივემ გაიყოთ. მაგალითად, კლასიკური კულონი 2 ნახევრის ფორმით, ერთი ნახევარი თქვენ შეგვხვდებათ, მეორე - თქვენს მეორე ნახევარს. ასეთი საჩუქარი განსაკუთრებით გოგონებს მოეწონებათ.


კარგი ვარიანტია, ასევე არომატი- unisex, სუნამო, რომელიც თქვენს ქალურობას და მის მამაკაცურობას გაუსვამს ხაზს.

თუ თქვენი რჩეული ორიგინალური საჩუქრით გინდათ გაახაროთ, მაშინ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

თაიგული - ნუ ფიქრობთ, რომ ბანალური საჩუქარია!

image
ყვავილები, ნებისმიერ გოგონას ნებისმიერ დღეს გაუხარდება, ვალენტინობას კი შეგიძლიათ შეყვარებულს გულის ფორმის თაიგული აჩუქოთ, არ დაგავიწყდეთ ბარათი ორიგინალური წარწერით.

სამკაული - საყურე, ბეჭედი ან ყელსაბამი. სამკაულები გოგონებს განსაკუთრებით უყვართ.

image

თუ შეყვარებულს ცოლობა გინდათ სთხოვოთ ამაზე რომანტიკულ დროს ვერ ნახავთ!

image



თეთრეული - ყველაზე სექსუალური საჩუქარი გამოგივათ!

image
მთავარია, ზომა არ შეგეშალოთ ან ფერში არ შეცდეთ, მაგალითად თუ გოგონას არ უყვარს წითელი საცვლები ნუ აჩუქებთ ამ ფერს, რაც არ უნდა ძალიან მოგწონდეთ.

ახლა ბიჭებისთვის შევარჩიოთ საჩუქარი:

თუ თქვენი შეყვარებული, რომელიმე ბოლო მოდელის ტელეფონზე ან ფოტოაპარატზე ოცნებობს, ეს თქვენთვის იდეალური შანსია. მას ასეთი საჩუქარი ძალიან გაუხარდება

image
მაისური პრინტით - ასეთი საჩუქარი როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებსაც შეგიძლიათ აჩუქოთ, თან საკმაოდ ორიგინალურიც გამოვა

image

სპორტული აქსესუარები - თუ თქვენი მეორე ნახევარი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, მაშინ ასეთი საჩუქარი მისთვის სასიამოვნო და საჭიროც იქნება.

image

ალკოჰოლური სასმელი - უნივერსალური და სასიამოვნო საჩუქარია მამაკაცისთვის. ერთი ბოთლი საუკეთესო ღვინო, კონიაკი ან ვისკი მას ძალიან გაახარებს და ორივეს შესანიშნავ შესაძლებლობას მოგცემთ ვალენტინობის საღამოს ერთად დააგემოვნოთ თქვენი საჩუქარი.

image






0
1243
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
1243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0