x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508540
ბანანის ნამცხვარი

ასალა ცომისთვის:


image
    • 2 მწიფე ბანანი (300 გრ.)

    • 150გ. დარბილებული კარაქი

    • 100გ. ყავისფერი შაქარი

    • 3 კვერცხი

    • 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი (კოჭა)

    • 250გ. ფქვილი

    • 1 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი ან სოდა


მასალა მინანქრისთვის:



    • 150გ. შოკოლადი

    • 1 პატარა ბანანი

    • ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის




გააცხელეთ ღუმელი. ფორმას წაუსვით ცხიმი და თხელ ფენად მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. ჩანგლით დაჭყლიტეთ ბანანი.
კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ ჯერ კვერცხი, შემდეგ ბანანის პიურე, ჯანჯაფილი და ფქვილში არეული სოდა.
ჩაასხით ცომი ფორმაში. აცხვეთ 175 გრადუსზე 40 წუთით.
ნამცხვარი გააგრილეთ, გადმოიღეთ ლანგარზე და გააცივეთ.
შოკოლადი დაადნეთ ორთქლზე, წაუსვით ბანანს და მორთეთ ბანანის ნაჭრებით.



გამოდის 16 ნაჭერი
1 ნაჭერი=220კ/კალ.
დრო მოსამზადებლად: 20 წთ.
გამოსაცხობად: 40 წთ.

0
2692
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
2692
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0