x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134345
  • ვიდეო:352355
  • სურათი:508425
ცნობილი მსახიობები "ოსკარის" გარეშე
ბრედ პიტი

image

ბრედ პიტი წლებია მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად მამაკაცად ითვლება მაგრამ ეს ტიტული მას ვერ დაეხმარა "ოსკარი"-ს მისაღებად.

პიტი სამჯერ იყო წარდგენილი ოსკარის ნომინაციაზე და სამივეჯერ საუკეთესო მამაკაცის როლისთვის მაგრამ ვერასოდეს ვერ მოახერხა მისი მოპოვება.



ჯონი დეპი

image

ჯონი დეპმა ხალხის სიყვარული კაპიტანი ჯეკ ბეღურის როლის დახმარებით მოიპოვა, მაგრამ საყოველთაო სიყვარულის გამო ოსკარს არავის აძლევენ. ჯონი სამჯერ წარსდგა ნომინანტად მაგრამ არცერთხელ არ გაუმართლა.


ჯიმ ქერი

image

გახსოვთ ოდესმე ოსკარი კომედიური ჟანრის მსახიობს მიეღო? არც მე.. ამის გამო ჯიმ ქერი არასოდეს წარდგენილა ოსკარის ნომინანტთა შორის.


ლეონარდო დი კაპრიო

image

გულწრფელად გეტყვით რომ მიკვირს ამ კაცის უოსკარობა, რადგან ფილმებმა რომელშიც ლეო მონაწილეობდა 30-ჯერ აიღეს ოსკარი თვითონ დი კაპრიოს კი არცერთხელ მიუღია საკუთარი ქანდაკება.

წარდგენილი იყო სამჯერ მაგრამ არცერთხელ არ გაუმართლა.


ჰელენა ბონემ კარტერი

image

ეპატაჟური ბრიტანელი მსახიობი ორჯერ წარსდგა ოსკარის ნომინანტად მაგრამ არც მას გაუმართლა და ვერცერთხელ ვერ მოიპოვა ქანდაკება, მაგრამ ეს მას არ ანერვიულებს და ჰელენა ამბობს რომ ის ოსკარისთვის კი არა ხალხის სიყვარულისთვის მუშაობს.


კამერონ დიაზი

image

კამერონის სამსახიობო ცხოვრებაში 30-მდე ფილმის ჩამოთვლა შეიძლება. დებიუტი ჰქონდა ფილმში "ნიღაბი", მაგრამ პოპულარობა "ჩარლის ანგელოზებმა" მოუტანა. არცერთხელ არ არის წარდგენილი ოსკარის ნომინაციაზე.


ანტონიო ბანდერასი

image

ესპანელმა მაჩომ ანოტნიო ბანდერასმა მოახერხა და მიაღწია ჰოლივუდში სახალხო აღიარებას. ის პირველი ესპანელი მსახიობი იყო რომელმაც მოიპოვა "ოქროს გლობუსი" და მონაწილეობა მიიღო სამოცზე მეტ ფილმში მაგრამ ამათგან ოსკარის მიღება ვერცერთში ვერ მოახერხა.

3
1431
6-ს მოსწონს
ავტორი:დათო ნებიერიძე
დათო ნებიერიძე
1431
  
2013, 27 მარტი, 1:35
ლეონარდოს უოსკარობა მართლაც რო საცოდაობაა
2013, 11 თებერვალი, 21:53
სანდრა ბალოკს რომ ოსკარს გადასცემენ,უნდა ვივარაუდოთ რომ ჰოლივივუდშიც დიდი ჩაწყობააა:))))
2013, 11 თებერვალი, 20:22
არადა ყველაზე მეტად მაგათ ეკუთვნით ოსკარი....განსაკუთრებით ჯიმ ქერს
0 1 3