x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
მსოფლიოში ყველაზე "მავნე" ბავშვი
imageთუ სუსტი ნერვების ადამიანი წარმოიდგენს იმას თუ რა გააკეთა ამ პატარა გოგონამ შეიძლება შეიშალოს. გაიცანით მსოფლიოში ყველაზე "მავნე" ბავშვი ლიზი კლარკი (Lizzy Clarck). მაშ რა გააკეთა ასეთი ცუდი ამ გოგონამ 1995 წელს?


-დანით ამოჭრა წარწერა "ჩემს დედიკოს" ახლად ნაყიდ ავტომობილზე.


-გააკეთა სანთელი ხუთი 100 დოლარიანი კუპიურიდან (იპოვა დედის ჩანთაში).


-აწარმოა 167 ქალაქთაშორისი დაუბარი თეთრ სახლთან, ითხოვდა რა ყურმილთან ბილ კლინტონის ქალიშვილს.



-აიღო შლანგი და მშობლების საძინებელში რამდენიმე ასეული ლიტრი წყალი შეასხა.


-მძინარე მამა 1 ვედრო ლაფი გადაასხა.


-ააფეთქა უნიტაზი, ჩაყარა რა მასში პეტარდების შეკვრა.


-დასასვენებლად წასვლის წინ გათიშა პროდუქტებით სავსე მაცივარი.


-გაანადგურა დედის საყვარელი ორქიდეები.


-ძაღლს მაკრატლით კუდი მოაჭრა.


-დააბრმავა ორი კატა.


-მასთან სტუმრად მოსულ ჟურნალისტს ჯიბეში სათამაშო ჩაუდო და ყვიროდა, რომ ის ქურდია.


საინტერესო ისაა, რომ მშობლები მას არ სჯიდნენ რადგან თვლიდნენ, რომ პატარა იყო (8 წლის).


აფორიზმი თემაზე: "საუკეთესო ხერხი ბავშვის ქცევის გაუმჯობესებისაკენ ეს მისი გაბედნიერებაა" ოსკარ უაილდი.

14
4434
21-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
4434
  
2014, 27 მაისი, 0:13
ძაღლს მაკრატლით კუდი მოაჭრა.

დააბრმავა ორი კატა.

ამის მერე დავსჯიდი კიარა სიტყვა დედის მნიშვნელობას დავავიწყებდი. 8წლის არც ისე პატარაა საიმისოდ რომ არ დაისაჯოს.
2014, 27 თებერვალი, 0:32
ისე ეს ბავშვი ისე საყვარელია ამის დასჯა ძნელია
2014, 27 თებერვალი, 0:31
ისე კიდე კარგი ჩემს დროს რომ არ იყო ეგ სია:)
2013, 19 თებერვალი, 11:53
სულაც არა. ჩემი მავნეობის პერიოდი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ისე საპრიზო ადგილზე ნამდვილად გავიდოდი. მშვენიერი სტატიაა და ბავშვობის მოგონებებში გადამისროლა. დარწმუნებული ვარ ამ გოგონასგანაც მშვენიერი და ჭკვიანი ქალბატონი გაიზრდება და ჩემსავით სასაცილოდ არ ეყოფა მისი ოინები. ცხოველების წამება არ მომეწონა მარტო. დანარჩენზე ვფიქრობ უარესიც გამიკეთებია.
ერთ ამბავსაც დავწერ, რამაც ვფიქრობ რომ შემცვალა. ზაფხულში ბებია მთელი დღე ვატირე, საღამოს დედაჩემმა დარეკა. პარალელური ტელეფონიდან ჩუმად მოვისმინე მათი საუბარი. ისე მაქო და მადიდა ბებიამ, ესე მეხმარება, ისე მიდგას მხარშიო. პირველად შემრცხვა ჩემი საქციელის და მთელი ღამე ვიტირე. იმ შექებას მერჩივნა დავესაჯე. იმის მერე ხშირად მაქებდნენ და მეუბნებოდნენ შენ ხომ ჩვენი ჭკვიანი გოგო ხარო, შენ ჩვენს იმედებს არ გაგვიცრუებო და მეტს მეფერებოდნენ. მერე უკვე მავნეობის სურვილიც არ მქონდა. ვფიქრობ ეს ბავშვიც რაღაც ყურადღებას და შექებას ითხოვს მშობლებისგან.
2013, 19 თებერვალი, 11:21
eseigi tqven guli gcydebat rom ar shegiyvanes msoplioshi mavne bavshvebis siashi??((DDD
2013, 18 თებერვალი, 21:08
ძაან საინტერესოა
2013, 18 თებერვალი, 18:50
გამოხარდა თუ მოგეწონათ... :) საინტერესო იყო თქვენი ისტორიაც :)
2013, 18 თებერვალი, 17:53
ისე, მეც ძალიან მავნე ვიყავი. ხშირად შემოვეტყიპებოდი ჩემს მშობლებს ხოლმე. როცა მიმტყიპავდნენ, უარესს ვაკეთებდი. მამაჩემი დედაჩემს ეტყოდა: ჩაულაგე ბარგი, ინტერნატში მიმყავსო. სასწრაფო-სასწრაფოზე მოდიოდა დედასთან. მახსოვს: ფეხბურთის ჩემპიონატი იყო და ყოველ საღამოს მამას დაპაიანიკებულს ვახვედრებდი ტელევიზორს. ბაბუას სასიმინდისთვის ნაყიდი ხის მასალა დავუხერხე 1-1 მეტრზე. ზაფხულში ბებიები ცხარე ცრემლით ტიროდნენ - გაგვიმწარა ზაფხულიო. ჩუმად რომ ვიყავი - ვაი, რას აფუჭებო. არასდროს არ გავქცეულვარ, მერჩივნა დავსჯილიყავი. მერე შეიკრიბა ოჯახური საბჭკო - რა ვუყოთ ამ მავნესო. დედის და ბაბუების პედაგოგურმა მიდგომამ გაამართლა. სამაგიეროდ ეხლა ვარ ხელმარჯვე და ჭკვიანი და სასაცილოდ არ გვყოფნის ჩემი ბავშვობისდროინდელი ეშმაკობები. ძალიან კარგი სტატიაა, ჩემი ბავშვობაც გამახსენა და კარგ ხასიათზე დამაყენა.
2013, 17 თებერვალი, 19:08
მავნე კიარა თავხები ყოფილა:)))))))))))))))
2013, 17 თებერვალი, 14:48
მაგარი მავნე ბავშვია და მართლაც მშობლების ბრალი ყოფილა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10