x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ფერთა ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ადამიანთა ცხოვრებაში
ლურჯი.

ლურჯი არის სტაბილური, არაამაღელვებელი, ნდობის აღმძვრელი ფერი. ლურჯი შეიძლება იყოს ძლიერი და ამასთან მსუბუქი. თითქმის ყველა ადამიანს უყვირს ლურჯისა და ცისფერის რაიმე ტონალობა მაინც. ხშირად პოლიციელებს ლურჯი ფორმები აცვიათ, რადგან ეს ფერი ხალხში ნდობასა და დაცულობასთან ასოცირდება.

ლურჯი ფერი არის შემწყნარებელი ფერი, იგი ამშვიდებს სხეულს და გონებას, ქმნის უსაფრთხოების და ნდობის ატმოსფეროს. ლურჯი ფერი არის კრეატიოულობის ნიშაბი, მისი გამოყენება რეკომენდებულია კლასებში და აუდიტორიებში. ქარაქტერისტიკა : მშვიდობისკენ სწრაფვა, ჰარმონია მოყვასთან, ნდობისკენ. ლურჯი ფერი ხშირად არ უყვარდ მწეველებს.


imageimage


თეთრი.

თეთრი გამოხატავს სისუფთავეს, სიფაქიზეს, სინაზეს, ნეიტრალიტეტს, სტერილურობასა და ახალგაზრდობას. ექიმები ატარებენ თეთრხალათებს, რადგან თეთრი სტერილურობასთან, სისუფთავესთან არის ასოცირებული. ანგელოზები უმრავლესად სწორედ ამ ფერში არიან გამოსახულნი ხატებსა და ფრესკებზე. თეთრი აღნიშნავს ნეიტრალიტეტს, როდესაც მტერს ბარდებიან, ადამიანები ნიშნად მათი ნეიტრალური პოზიციისა, მოცემულ მომენტში, მაღლა წევენ თეთრი ფერის დროშებს, თეთრი ფერის ნაჭრებს იმაგრებენ მკლავებზე, იკრავენ თავზე. თეთრი მთლიანობაში სიმბოლოა, უდანაშაულობის, უბრალოების, უბიწოების, ასევე უსაფრთხოების, უშიშროების.
ადამიანებში ის ასევე ასოცირდება ზამთართან, სიცივესთან, სუსხთან, სიფრთხილესთან. აღმოსავლურ კულტურაში ეს ფერი სიკვდილთან და გლოვასთანაა კავშირში, ხოლო დასავლურ კულტურებში სიცოცხლესთან, ქორწინებასთან და ბედნიერებასთან. ინტერიერში ის სიეცარიელეს და სირბილეს გამოხატავს.


image










შავი.

შავ ფერს მრავალი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის შეიძლება აღნიშნავდეს კლასიკურს ან ახალს. თუმცა უფრო ხშირად იგი ავბედითი ხასიათის მატარებელია და მოასწავებს სიკვდილს. შავი ფერი ამავდროულად ასოცირდება ჭკუასთან, გონებასთან. შავი ფერის, სპეციალურ ტანისამოსს იცმევენ სტუდენტები უნივერსიტეტის დასრულების და დიპლომების აღების დღეს.

შავი ფერი საქმიან ადამიანთანაა ასოცირებული. იგი ძალიან პრაქტიკულია და თითქმის ყველა ფერთან ერთად მიდის. შავი – ეს პროფესიონალიზმია. მას ხშირად ვნახავთ საქმიან შეხვედრებზე, კონფერენციებსა და პრეზენტაციებზე.

შავი ფერი, ისევე როგორც სხვა მუქი ფერები, ოთახს ძალიან აპატარავებენ.


image



ნაცრისფერი ეს არის ფერი შავსა და თეთრს შორის. მან შეიძლება გამოხატოს ელეგანტურობა, სისუფთავე, პატივისცემა, სტაბილურობა, სინაზე. ხშირად იგი პესიმიზმთან, სიბერესთან, მოწყენილობასთან, პირქუშ ამინდთან, ძაძასთან, ლპობასთან, ხრწნასთან, დაქვეითებასთან, გაფუჭებასთან ასოცირდება.

imageimage

წითელი.

ამბობენ, რომ წითელი ფერის დანახვისას ადამიანს გული უჩქარდება წითელი არის ინტენსიური, ვნების აღმძვრელი ფერი. პირველი ფერი, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, როდესაც მას დროებითი თავბრუსხვევა ან სიბრმავე გასდის – წითელია.

ნივთები, რომლებიც წითელ ტონალობაშია, უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. იგი სხვა ფერებს შორის ყოველთვის გამოირჩევა, რის გამოც ამ ფერში გამოიხატება ის საგანი და ნივთი, რომელზეც ადამიანებს სურთ რომ მოხდეს ყურადღების გადატანა. კვლევებმა აჩვენეს, რომ წითელ ფერს შესაძლოა ჰქონდეს ზეგავლენა ორგანიზმზეც, წითელი ფერის დანახვისას ხშირდება სუნთქვა და იზრდება სისხლის წნევა. ცნობილია რომ წითელიფერი იწვევს შიმშილს, სწორედ ამიტომ უამრავი რესტორანი და კვების ობიექტი მას იყენებს ლოგოს შეფერილობისას.

imageimage

ნარინჯისფერი.

ის ადამიანს ენერგიითა და ენთუზიაზმით ავსებს. თუ ნარინჯისფერი ძალიან „კაშკაშა“ და „აბრდღვიალებულია“, მაშინ ისზაფხულს, ქვიშასა და მწველ მზეს მოგვაგონებს.

imageimage

ყვითელი.

ერთი მხრივ ის სიხარულისა და მხიარულების ფერია, ხოლო მეორე მხრივ ის ლაჩრობასთან, სიმხდალესთან, ცბიერებასთან, ტყუილთან, სიხარბესთან ასოცირდება.

imageimage

მწვანე.

მწვანე ბუნებისა და პლანეტის დამცველთა ფერია, თუმცა იგი ხშირად ფულთან და მასთან არსებულ უარყოფით ემოციებთან ასოცირდება, ეს ფერი ასევე ასოცირდება იმედთან, სულიერებასთან, სიცოცხლესთან, ძვირფას ქვასთან, მოხდენილობასთან, გაზაფხულთან, განახლებასთან.

imageimage

იასამნისფერი.

ეს ფერი მიიღება წითლისა და ლურჯის კომბინაციით და მიიჩნევა განსხვავებულობის სიმბოლოდ. ამ ორი ფერის შერწყმით ვიღებთ ქალური და კაცური საწყისების შერწყმასა და აღრევას.იგი ხშირად პოპულარულია ჰომოსექსუალთა შორის.იასამნისფერი ძალიან პოპულარულია ორსულ ქალებში.

imageimage

ყავისფერი.

ეს არის თბილი და ნეიტრალური ფერი. ამ ფერს ხშირად ზედმეტად „მოწყენილ“ ფრად აღიქვამენ, თუმცა ეს შეხედულება მცდარია, რადგან ყავისფერი გამჭრიახობის, სიცოცხლის, უბრალოების, ფერია.

ყავისფერი და მისი ღია ტონალობები გვხვდება მყუდრო და მდიდრული ინტერიერის მოსაწყობად. ეს ფერი გარემოს უფრო კომფორტულს, თბილსა და მეგობრულს ხდის.

imageimage
ვარდისფერი.
ეს ფერი ამშვიდებს. ეს ფერი ნაკლებადაა პოპულარული მამაკაცებში და თითქმის მთელ მსოფლიოში ამ ფერს „ქალის“ ფერს უწოდებენ.

imageimage






















0
218
2-ს მოსწონს
ავტორი:Diva
Diva
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0