x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჟოლოს ნამცხვარი

ცხვება 28 სმ დიამეტრის ტარტალეტის ფორმაში
გამოდის 12 ნაჭერი
1 ნაჭერი = 370 კ/კალ.
დრო: მოსამზადებლად – 30წთ; გამოსაცხობად – 15წთ

imageმასალა ფხვიერი ცომისთვის:

  • 250 გ ფქვილი
  • 75 გ შაქრის პუდრა
  • 150 გ თხლად დაჭრილი ცივი კარაქი
  • 1 ცალი კვერცხი

სხვა მასალა:

  • 50 გ შოკოლადი
  • 1 ავოკადო
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 150 გ ნაზი ხაჭოსებრი ყველი
  • 50 გ შაქრის პუდრა
  • 150 გ ნაღები (ცხიმ. 33-35%)
  • 1 მწიკვი ლიმონის მჟავა
  • 400 გ ჟოლო
  • პერგამენტი, ცხიმი

500 გ წიწიბურას ან ლობიოს მარცვლები “ბრმად” ცხობისთვის
გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. ფქვილს დაუმატეთ შაქრის პუდრა, კარაქი, კვერცხი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი და თხლად გააბრტყელეთ. ფორმის ძირი და გვერდები დაფარეთ ცომით და ჩანგლით დაჩხვლიტეთ. დააფარეთ პერგამენტი, სიმძიმისთვის დააყარეთ წიწიბურა, აცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთით. გადმოდგით და მოაცილეთ პერგამენტი.
შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და წაუსვით ნამცხვრის ფსკერს. გააკეთეთ პიურე გათლილი ავოკადოს, ლიმონის წვენის, ყველისა და შაქრის პუდრისაგან. ნაღები და ლიმონის მჟავა ათქვიფეთ გამაგრებამდე და შემდეგ შეურიეთ პიურეს. მიღებული კრემი წაუსვით ნამცხვარს და ბოლოს თანაბრად მოაყარეთ ჟოლო ზედაპირზე.

0
965
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
965
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0