x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ვინ არის ის, ვინც მარიამ როინიშვილს ყველა და ყველაფერი დაავიწყა(+ფოტოები)

imageთამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ქალიშვილი მარიამ როინიშვილი კონსერვატორიის საოპერო ფაკულტეტის სტუდენტია. ის უკვე სპექტაკლებშიც მონაწილეობს. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში, თუმცა მარიამის თქმით მამასაც ძალიან უყვარს ეს ჟანრი და კარგი შემფასებელია.

მარიამს რთული ცხოვრება აქვს. მისი პროფესიიდან გამომდინარე ბევრი რამ ეკრძალება, რაც 23 წლის გოგოსთვის საკმაოდ რთულია. ძალიან უყვარს ნაყინი, მაგრამ მასზეც უარს ამბობს. არ შეიძლება გადაღლა და ხმამაღალი ლაპარაკი.image

მაგრამ მარიამის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, ვინც ყველაფერს ავიწყებს. საყვარელ მუსიკასაც, დედასაც და ქმარსაც. ეს პატარა ელენეა. ელენე 2 წლისაა. როცა პატარა იყო და ტირილს იწყებდა, მარიამიც მასთან ერთად ტიროდა. მარიამს მის გაზრდაში დედა ეხმარება. წელს ელენემ პირველად ნახა თოვლის ბაბუა. მართალია ძალიან შეეშინდა, მაგრამ მერე, როცა თავისი მამიკო ამოიცნო ძალიან იხალისა. მარიამი და გიორგი უკვე სამი წელია რაც დაქორწინდნენ.image რა თქმა უნდა, ერთმანეთი ძალიან უყვართ, მაგრამ მათ ოჯახში მთავარი ფიგურა ელენეა. მარიამს მისთვის ბარბარეს დარქმევა უნდოდა, მაგრამ გიორგის არჩევანმა გადასჯაბნა, თანაც გვარს ეს სახელი უფრო უხდებოდაო. შეგახსენებთ, რომ ელენე მახარაძეა. პატარამ ყველა მოაჯადოვა. მარიამს ვერც კი წარმოუდგენია, როგორ ცხოვრობდა ოცი წელი უმისოდ. ელენე გაიზარდა, ჩვევებიც შეიცვალა, აღარც მუცელი სტკივა და imageდედიკოსაც და მამიკოსაც მშვიდად სძინავთ. მეორე შვილის გაჩენაზე ჯერ არ ფიქრობენ. ჯერ ორივეს კარიერის აწყობა უნდა.

ეკონომიურად მარიამს და გიორგის ჯერ კიდევ ოჯახები ეხმარებიან, თუმცა მარიამს უკვე გაუჩნდა სიმღერიდან თავისი პატარა შემოსავალი.imageimageimageimageimageimageimage




3
3531
13-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
3531
  
2013, 13 თებერვალი, 17:48
გაიზარდე სასახელო და ჯანმრთელი,უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ
2013, 10 თებერვალი, 16:01
სამარშუტო ტაქსებზე ახალი ინფორმაცია. შემოდით ჩემს გვერდზე
2013, 9 თებერვალი, 11:38
გაიზარდე დიდი და ბედნიერი გოგო, ძალიან საყვარელი ხარ!
0 1 3