x
ვაშლის ტორტი
2012, 14 მარტი, 16:17

ცხვება 26 სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელ ფორმაში
გამოდის 12 ნაჭერი
1 ნაჭერი = 225 კ/კალ.
დრო: მოსამზადებლად – 55წთ; გამოსაცხობად – 15წთ; გასაცივებლად – 2სთ.

imageმასალა ბისკვიტისთვის:

  • 3 ცალი კვერცხი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 90 გ შაქარი
  • 90 გ ფქვილი

სხვა მასალა:

  • 4 ს.კ. შაქარი
  • 3/2 ს.კ. წვრილად დაფხვნილი ჟელატინი
  • 1 მწიკვი ვანილი
  • 450 მლ ვაშლის წვენი
  • 750 გ ვაშლი
  • 250 გ ნაღები (ცხიმ. 33-35%)
  • 100 გ უცხიმო ხაჭო
  • 1 ს.კ. შაქრის პუდრა
  • 2 ს.კ. კვერცხის ლიქიორი
  • დაჭრილი ნუში მოსართავად
  • პერგამენტი ფორმისთვის

გააცხელეთ ღუმელი. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე. გული და შაქარი კი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ათქვეფილი ცილა, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ. მიღებული ცომი ჩაასხით ტორტის ფორმაში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 15 წუთით 175 გრადუსზე. შემდეგ ოდნავ გააცივეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ პერგამენტი, დადეთ ცხაურზე და აცადეთ გაცივება.
გააცხელეთ ვაშლის წვენი, დაუმატეთ შაქარი, ჟელატინი, და ურიეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ჟელატინი არ გაიხსნება (არ ადუღოთ). შემდეგ გადმოდგით, შეურიეთ ვანილი და გააცივეთ. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ოთხად, გამოაცალეთ გული. ყოველი მეოთხედი სიგანეზე თხელ ნაჭრებად დაჭერით. როცა ვაშლის წვენი ჟელედ დაიწყებს გადაქცევას, გაატარეთ საცერში და დაუმატეთ ვაშლის თხელი ნაჭრები.
ბისკვიტს შემოავლეთ ტორტის ფორმის გასახსნელი რგოლი, წაუსვით ვაშლიანი ჟელე და 2 საათით დადგით ცივ ადგილას.
ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე. ხაჭო და პუდრა კარგად აურიეთ და დაუმატეთ ათქვეფილ ნაღებს. მიღებული ხაჭოს კრემი ქულებად გაანაწილეთ ტორტზე. მოასხით კვერცხის ლიქიორი.

1910
3-ს მოსწონს
14
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ზეთის შეცვლის აქცია მიცუბიში მოტორსის  სერვის ცენტრში! ®ზეთის შეცვლის აქცია მიცუბიში მოტორსის სერვის ცენტრში! ®
1 აპრილიდან მიცუბიში მოტორსის სერვის ცენტრში მოქმედებს...
ნამცხვარი ლიმონითნამცხვარი ლიმონით
მასალად საჭიროა: პურის ფქვილი 400გრ კარაქი 200გრ შაქარი 200გრ ლიმონი 1ცალი ...
ვაშლის კრუასანებივაშლის კრუასანები
მასალა 6 ცალისთვის: 250 გ. კრუასანის მზა ცომი 5 ს.კ. ვაშლის ხილფაფა დარიჩინი ან დაფქული...
ყავის და შოკოლადის ტორტიყავის და შოკოლადის ტორტი
შემადგენლობა: 180გ.შავი შოკოლადი; 3ს/კ მაგარი ყავა; 140 ნაღების კარაქი; 5 კვერცხი; 200...
მსუბუქი ნამცხვარიმსუბუქი ნამცხვარი
მასალად საჭიროა: კვერცხი 8ცალი შაქარი 2ჩ/ჭ ლიმონი 1ცალი გავაკეთოთ გოგლიმოგლი. ცალკ...
კიტრის დამჟავებაკიტრის დამჟავება
შევარჩიოთ ახალი, ქორფა, საშუალო ან უფრო პატარა ზომის სქელკანიანი, მწვანე ფერის, საღი, დაუ...
ლიმონის ღვეზელილიმონის ღვეზელი
მასალა 20 ნაჭრისთვის: 150 გ უცხიმო ხაჭო 6 ს/კ ზეთი 2 პაკეტი ვანილი 1 ცალი კვერცხი მწიკვ...
ხილის ნამცხვარიხილის ნამცხვარი
დრო მოსამზადებლად: 60 წთ. გამოდის 8 ნაჭერი მასალა: 1 ჭიქა შაქარი 2 ცალი კვერცხი 1 ჩა...
ყავის ნაყინიყავის ნაყინი
მასალად საჭიროა: რძე - 5 ჩ/ჭ ნაღები - 2 ჩ/ჭ კვერცხი - 4 ცალი შაქარი - 1 1/2 ჩ/ჭ ყა...
პიცა “მშვენიერი ელენე”პიცა “მშვენიერი ელენე”
მასალა 12 ულუფისთვის: 450 გ საფუარიანი ფენოვანი ცომი 1 თავი ხახვი ...
 
ნამცხვარი "შუ"ნამცხვარი "შუ"
მასალად საჭიროა: ერბო 200გრ შაქარი 6სუფრის კოვზი ლიმონი 1ცალი პურის ფქვილი 400გრ ...
გველმა მსოფლიო შოკში ჩააგდოგველმა მსოფლიო შოკში ჩააგდო
მალაიზიაში შემთხვევით ბულდოზერმა, რომელიც ახალი გზის გაყვანაზე მუშაობდა მოკლა გველ...
სამარხვო შოლოლადისამარხვო შოლოლადი
მასალა: 3 ჩ.ჭ. ჰერკულესი 1 ჩ.ჭ. შაქარი 1 შეკვრა სამარხვო მარგარინი 2 ს.კ. კაკაო 1 შე...