x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ევროზონის ეკონომიკური რეცესია

ბოლო თვეების ერთ-ერთი აქტუალური საკითხი გახლდათ ეკონომიკური რეცესია, რომელმაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის ნახევარი ქუჩებში გამოიყვანა. 2008 წლიდან რეცესია უკვე ორჯერ განმეორდა და ახლა უკვე მესამედ ელიან ამ პრობლემის წამოჭრას. 2012 წლის ივლისიდან მოყოლებული სექტემბრამდე ევროზონის ბლოკის ქვეყნების ეკონომიკა 0, 1 %-ით შემცირდა.ამას კი სამთვიანი ვარდნა უძღოდა წინ. ევროპაში გამეფებულმა სიტუაციამ რეგიონში შესაძლოა არასტაბილური მდგომარეობა და ვაჭრობის გაუარესება გამოიწვიოს რიგ ქვეყნებში. რეცესიის მიზეზი კი პროდუქციასა და მომსახურებაზე მოტხოვნილების კლება, რასაც მოწოდების კლებაც გამოიწვია. მარქსისტების აზრით ეკონომიკური რეცესია კაპიტალისტური სისტემის კრახს წარმოადგენს და ყოველი ასეთი ვარდნა სისტემის დასასრულს წარმოადგენს. ევროკავშირის ექსპერტები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ თუ გერმანიის რეცეპტმა ვერ მოახერხა ევროპის გამოყვანა ამ კრიზისიდან ევროს განადგურება დაემუქრება. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ევროზონის ლიდერები ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმება, რათა გამოიყვანონ მდგომარეობიდან ევროპა, მაგრამ ამბობენ, რომ ევროპის ლიდერები ევროკავშირის ფინანსური სისტემის გამყარებისათვის საკმარისად არ ზრუნავენ და გადაწყვეტილების მიღებას აგვიანებენ. ბოლო ხანია საუბრობენ ასევე სხვადასხვა ქვეყნების დაწინაურებაზე, არამარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში, რაც ევროპას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს. მნიშვნელოვანია გადაწყდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა, რათა ევროპამ შეძლოს თავისი ღერძულობის და ჰართლენდობის იდეის განმტკიცება, რაც რა თქმა უნდა დაანახებს მსოფლიოს, რომ ეს რეგიონი არასდროს დაკარგავს დომინირებასა და აქტუალურობას.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ქრისტინე ქაფიანიძე
ქრისტინე ქაფიანიძე
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0