x
image
ჯონ დო
დაუჯერებელი და ამოუხსნელი დამთხვევები,მაგრამ ფაქტია....
ცხოვრებაში არსებობს ამოუხსნელი დამთხვევები, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ფაქტია.

ეს დამთხვევები შეიძლება იყოს იუმორისტული და ტრაგიკული.

წარმოგიდგენთ რამოდენიმე გახმაურებულ დამთხვევას.

1.ყველას გაგვიგია ასტრონავტი, რომელმაც პირველად დადგა ფეხი მთვარეზე. ეს იყო ამერიკელი ასტრონავტი ნილ არმსტრონგი.


როდესაც არმსტრონგმა მთვარეზე დადგა ფეხი და ყველა ელოდებოდა მის პირველ სიტყვებს, მან მოულოდნელად გაურკვეველი სიტყვები წარმოთქვა: “წარმატებას გისურვებ ბატონო გორსკი“

მან თქვა ეს სიტყვები და შემდეგ გადმოსცა მთვარეზე ყოფნის შთაბეჭდილებები.

საქმე იმაში იყო, რომ როდესაც არმსტრონგი იყო 10 წლის, ის შემთხვევით შეესწრეო მეზობლების კამათს. გორსკების ოჯახში ცოლი ეუბნებოდა ქმარს: შეიძლება მეზობელმა ბავშვმა უფრო შეძლოს მთვარეზე ასვლა, ვიდრე შენ ჩემი დაკმაყოფილება....

(რა მაგარი კამათი იყო არა???)

image

2. 1664 წლის 5 დეკემბერს ჩაიძირა სამგზავრო გემი უელსის მახლობად.ყველა დაიღუპა ერთი ადამიანის გარდა. ამ ადამიანს ჰიუ უილიამსი ერქვა.

შემდეგ 1785 წლის 5 დეკემბერს ზუსტად იმ ადგილზე ჩაიძირა სამგზავრო გემი.გადარჩა ერთი ადამიანი-ჰიუ უილიამსი.

1860 წლის 5 დეკემბერს ოკეანეში ჩაიძირა მეთევზეების გემი.დაიღუპა ვინც გემზე იმყოფებოდა. გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი-ჰიუ უილიამსი.

image

3.ძალიან უცნაური დამთხვევა მოხდა 1944 წელს.გაზეთმა

daily telegraph გამოაქვეყნა მორიგი კროსვორდი(ნებისმიერ ამერიკელს შეეძლო კროსვორდი შეედგინა და რედაქციისთვის გაეგზავნა) კროსვორი ჩვეულებრივი იყო, მაგრამ აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ კროსვორდი სრულიად შემთხვევით შეიცავდა ყველა კოდურ სახელწოდებას, რომელიც განხორციელდა ნორმანდიაში ჩატარებული საიდუმლო ოპერაციის დროს.(ნეპტუნი, ომაჰა, იუპიტერი, იუტა)

აშშ–ს ცენტრალური დაზვერვის ბიურო მომენტალურად ჩაერთო იმ ადამიანის ძებნაში ვინც ეს კროსვორდი შეადგინა და გააგზავნა რედაქციაში.როდესაც მიაგნეს ავტორს, აღმოჩნდა ერთი მოხუცი სკოლის მასწავლებელი?! მოხუცს რამის გული გაუსკდა, როდესაც მის სახლს სპეცრაზმმა ალყა შემოარტყა და მოხუცი აიყვანეს.შემდეგ გაირკვა, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო.

image

4.ყველაზე ცნობილი დამთხვევა, რომელიც აბრამ ლინკოლნი და ჯონ კენედი ფიგურირებს.

1)ლინკოლნი პრეზიდენტად არჩეული იქნა 1860 წელს.

კენედი 1960 წელს(100 წლის შემდეგ)

2)ლონკოლნი კონგრესის წევრი გახდა 1846 წელს.

კენედი 1964 წელს(100 წლის შემდეგ)

3)ორივე მოკლეს პარასკევს, ცოლის თვალწინ.

4)ორივეს ტყვია უკნიდან მოხვდა თავში.

5)მკველობის დროს ორივეს თან ახლდა სენატორი, ორივეს გვარი იყო “ჯონსონი“

6)ენდრიუ ჯონსონი დაიბადა 1808 წელს.

ლინდენ ჯონსონი დაიბადა 1908 წელს(100 წლის შემდეგ)

7)ლინკოლნის პირად მდივანს ერქვა ჯონი.

კენედის პირად მდივანს ლინკოლნი.

8)ლინკოლნის მკვლელი–ჯონ უილკეს ბუტი დაიბადა 1839 წელს.კენედის მკვლელი–ლი ჰარვი ოსვალდი დაიბადა 1939 წელს(100 წლის შემდეგ)

9)ორივეს მკვლელი მოკლული იქნა მანამდე, სანამ მათ გაასამართლებდნენ.

10)ბუტმა ლინკოლნს ესროლა თეატრში და მიიმალა საწყობში.ოსვალდმა კენედის ესროლა საწყობიდან და მიიმალა თეატრში.

11) lincoln და kennedy-ორივე გვარში 7 ასო.

12) andrev johnson და lyndon johnson- 13 ასო.

13)john wilkes booth და lee harvey osvald-15 ასო.

14) ლინკოლნის კოლეგა ქალი გვარად კენედი დაჟინებით ეუბნებოდა მას, რომ არ წასულიყო იმ ღამეს თეარტში. კენედის კოლეგა ქალი გვარად ლინკოლნი ეუბნებოდა მას, რომ არ წასულიყო დალასში.

image

image

16
3098
14-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
3098
  
2013, 3 მარტი, 19:40
მადლობა.
2013, 3 მარტი, 19:07
ძალიან მომეწონა კარგი სტატიაა,
რაც შეეხება ამსტრონგს (კომენტარში წავიკითხე და მიტომ ვამბობ) მეც წავიკითხე ის სტატია და კარგად დამამახსოვრდა:))))))))))
ხოდა ამსტრონგს ხშირად ეკითხებოდნენ ვინ იყო ეს გორკსკი?მაგრამ არ ამბობა:)))))
მანამ სანამ ეს მეზობელი გორკსკი არ გადაიცვალა:))))))
2013, 11 თებერვალი, 14:56
ან კიდე დავწერ,რომ არმსტრონგი 10 წლის კიარ იყო როდესაც მაგ შემთხვევას შეესწრო, არამედ თურმე 9 წლის ყოფილა:))))
2013, 11 თებერვალი, 14:51
რა მნიშვნელობა აქვს რომ ეძებო, მთავარი აზრი ხომ მაინც ერთიდაიგივე იქნება:)))) კაი ოღონდ შენ არ გაბრაზდე და იყოს,რომ ვითომ ქმარმა უთხა ცოლს და არა ცოლმა უთხრა ქმარს:))))))))))))
2013, 11 თებერვალი, 14:44
გამაბრაზე:D:D გავიხსენებ სად წავიკითხე, მოვძებნი და დაგიწერ აქ!:D:D რა დროც არ უნდა გავიდეს.:D
2013, 11 თებერვალი, 14:12
თან დიდი სტატია იყო,თან უფრო ვრცლად და უფრო საინტერესოდ ეწერა,თან ბევრიც იცინე,მაგრამ მაინც კარგად არ გახსოვს არა?:))))) აი ეს მოკლედ წერია და დაგამახსოვრება:)))) ისე მაგარი მუღამი აქვს რომ აიხედები ზევით მთვარს შეხედავ და რომ იტყვი, აი იქ მე ნამყოფი ვარ:)))))
2013, 11 თებერვალი, 14:09
ეგ შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში დააინტერესოს ადამიანს,თუ ტრუსებისჩუქება უნდა:)))))
2013, 11 თებერვალი, 10:48
ნილ ამსტრონგის ისტორია რაღაც არ მომეწონა. წაკითხული მაქვს ეგ ისტორია უფრო ვრცლად და უფრო საინტერესოდ დაწერილი:) მახსოვს დიდხანს ვიცინე. თან მგონი ქმარი ამბოს ეს ბავშვი მთვარეზე რომ დადგამს ფეხს მაშინო... მოკლედ კარგად არ მახსოვს:)
2013, 11 თებერვალი, 9:47
da ratom ar unda vicodet dges ra peris trusi ecva begashvils?:D:D martlac dalian sintereso stadiaa bravi..
2013, 8 თებერვალი, 18:30
საინტერესო იყო
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10