x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
გენერალი: შალვა მაღლაკელიძე და ვერმახტის ქართული ლეგიონი (1941-1945)
სამწუხაროდ არაფერია ცნობილი ან ძალიან და მწირი ინფორმაციაა ქართველი მებრძოლების შესახებ რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდნენ ფაშისტური გერმანიის მხარეს, საბჭოთა პროპაგანდამ მათ სრული იგნორი გაუკეთა ან გამოიყვანა მოღალატეებად, ვერმახტის რიგებში დაახლოვებით 30.000 ქართველი მებრძოლი ირიცხებოდა რომელთაც სათავეში ედგა და სარდლობდა გენერალი შალვა მაღლაკელიძე ადამიანი რომელმაც განათლება გერმანიაში მიიღო, მან დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი და გახდა ფილოსოფიის დოქტორი, 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში ერთერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო, 1919-1920 წლებში კი იგი გახდა თბილისის გენერალ გუბერნატორი.

1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციისას შალვა მაღლაკელიძე იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და ემიგრაციაში წასულიყო, 1929 წელს მან ჩამოაყალიბა საზოგადოება "ივერია" მის თანამოაზრე გიორგი შვანგირაძესთან ერთად აღნიშნული საზოგდოება ფუნქციონირებდა რიგაში, საზოგადოების მიზანს წარმოადგენდა ემიგრაციაში წასული თანამოძმეებისათვის გაეწიათ დახმარება ამ საზოგადოებას მალევე შეუერთდა სომხური სათვისტომოც თუმცა პირადი უთანხმოებების გამო ქართველ და სომეხ ემიგრანტთა გზები აღნიშნულ საზოგადოებაში გაიყო, ამ ხნის მანძილზე შალვა მაღლაკელიძეს ურთიერთობა არ გაუწყვეტია პარიზში გადახვეწილ საქართველოს მთავრობასთან რომელთანაც საქართველოს მომავლის გეგმებს სახავდა.

სწორედ შალვა მაღლაკელიძე იყო "თეთრი გიორგის" ერთერთი დამაარსებელი, რომელიც ეროვნული თვითმყოფადობის გაღვივებასა და საქართველოს დეოკუპაციის სურვილით იყო გამსჭვალული ფაქტიურად ეს იყო ეროვნული მოძრაობის სახე.

მეორე მსოფლიო ომის დროს 30.000 ქართველ მებრძოლთან ერთად შალვა მაღლაკელიძე ომში ჩაება გერმანიის მხარეს, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეული იყო შემდეგით, გერმანული გეგმის ერთერთი მთავარი ბურჯი გახლდათ საბჭოთა კავშირის დაშლა ვინაიდან მათი შეხედულებებით შესაძლებელი იყო სხვადასვხა კულტურისა და ენის მქონე ხალხი ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინათ, უნდა შექმნილიყო ალტერნატიული ძალა რომელიც ეთნიკურად იქნებოდა დაკავშირებული თავის ქვეყანასთან და მას უნდა მოეხდინა საზოგადოებრივი აზრის დემორალიზაცია საბჭოთა კავშირთან მიმართებაში, თუმცა ქართველ მეომრებს ფიურერი ჰპირდებოდა დამოუკიდებლობას და მის სრულ დეოკუპაციას საბჭოთა ჯარისაგან, სწორედ ეს გახლდათ ამძრავი იმ პატრიოტული ძალებისა რომელიც მიმოფანტული იყო ევროპაში ებრძოლათ არა გერმანიისათვის არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.


1941 წელს ნაცისტურ არმიაში შალვა მაღლაკელიძე ქმნის თამარ მეფის ორდენს რომელიც ემსახურებოდა საბრძოლო მოტივაციის ამაღლებას.

შეხედეს რა გერმანელთა პოლიტიკურმა ეშელონებმა მაღლაკელიძის ერთგულება და სიმამაცე ამის სანაცვლოდ მას მიანიჭეს გენერალ მაიორის წოდება 1944 წელს.

1945 წელს გერმანელთა დამარცხების შემდეგ შალვა მაღლაკელიძე დასავლეთ გერმანიაში გადადის საცხოვრებლად სადაც პოლიტიკური და სამხედრო ცხოვრებისაგან თავისუფლუ აგრძელებს მოღვაწეობას, თუმცა 1949 წლიდან იგი იწყებს თანამშრომლობას კონრად ადენაუერთან სამხედრო მრჩევლის სტატუსით, რომელთან მუშაობაც მას დიდხანს არ დასცალდა, რადგან 1954 წელს "სუკ"-ის აგენტებმა შეიპყრეს.

1960 წლიდა იგი ცხოვრობდა თბილისში სადაც გარდაიცვალა კიდეც 1976 წელს.


ვერმახტის ქართული ლეგიონის სამხედრო სისტემა შემდეგნაირად გამოიყურება:

795-ე ქვეითი ბატალიონი

796-ე ქვეითი ბატალიონი
797-ე ქვეითი ბატალიონი ’გიორგი სააკაძე’
798-ე ქვეითი ბატალიონი ’მეფე ერეკლე II’
799-ე ქვეითი ბატალიონი ’დავით აღმაშენებელი’
822-ე ქვეითი ბატალიონი ’თამაფ მეფე’
823-ე ქვეითი ბატალიონი ’შოთა რუსთაველი’
824-ე ქვეითი ბატალიონი ’ილია ჭავჭავაძე’
I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი
I/9 ქვეითი ბატალიონი
II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი
II/125 სასწავლო ბატალიონი
II/198 ქვეითი ბატალიონი
III/9 სასწავლო ბატალიონი
”ბერგმანის” №1 ქართული ბატალიონი
ქართული სს ჯგუფი
დივერსიული რაზმები ”თამარა I და II”


თითოეულ დანაყოფს გააჩნდა თავისი კონკრეტული დავალება კერძოდ: 795-ქვეით ბატალიონი იბრძოდა ნალჩიკის მიმართულებით ბაქსანისა და ურუხის ხეობებში (ჩრდილოეთ ოსეთი). 1944 წელს შერბურთან მოიგერია აშშ-ს დესანტი.

796-ბატალიონი 1942-1943 წლებში იბრძოდა ტუაფსეს მისადგომებთან თუმცა მომავალში აღნიშნული ბატალიონი დაშალეს, რადგან კაპიტანი ჭიჭინაძე და მისი რამოდენიმე ათეული მებრძოლი გადავიდა სსსრ-ს მხარეზე.

797-ბატალიონი 1943-1944 წლებში იბრძოდა საფრანგეთში კერძოდ "გრენევილში" 709-ე გერმნული დივიზიის შემადგენლობაში.

798-ე ბატალიონი 1943-1944 წლებში დისლოცირებული იყო საფრანგეთში კერძოდ "სენ ნაზერში" 384-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში.

799-ე ბატალიონი 1943-1945 წლებში საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდა საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში.

822-ე ბატალიონი 1944-1945 წლებში "ლიონთან" იბრძოდა 344-ე გერმანული დივიზიის დაქვემდებარებაში, ომის ბოლოს ზემოაღნიშნული ბატალიონი დისლოცირებული იყო ტექსელის კუნძულზე, აქ მოეწყო მათი აჯანყება, რომელიც 1945 წლის 22 მაისამდე გრძელდებოდა ეს აჯანყება ისტორიაში შესულია "ევროპის უკანასკნელი ომი"-ს სახელით.

823-ე ბატალიონი 1945 წელს იცავდა ლა-მანშს

824-ე ბატალიონი 1944 წელს იბრძოდა ლვოვის მისადგომებთან 349-ე გერმანული დივიზიის დაქვემდებარებაში.

II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი 1942-1943 წლებში იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ომის ბოლოს კი გადასროლილ იქნა საფრანგეთში.

I/9 ქვეითი ბატალიონი 1942-1943 წლებში იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ომის ბოლოს კი გადასროლილ იქნა საფრანგეთში.

II/198 ქვეითი ბატალიონი 1943 წელს იბრძოდა გერმანული დივიზიის შემადგენლობაში წარმატებით იბრძოდა კურსკთან, ხარკოვის მიდამოებში და დნეპრზე. 1945: იბრძოდა ჩრდილოეთ იტალიაში პარტიზანების წინააღმდეგ სს-ის II სატანკო კორპუსის შემადგენლობაში.

სადაზვერვო ბატალიონი ‘ბერგმანი’ 1941-1943 წლებში ახორციელებდა დივერსიებს ჩრდილოეთ კავკასიაში და ჩაბმული იყო ანტიპარტიზანულ ბრძოლებში ყირიმის ტერიტორიაზე.

ქართული სს ჯგუფი 1944-1945 წლებში დისლოცირებული იყო და იბძოდა ჩრდილოეთ იტალიაში.image

1
729
2-ს მოსწონს
ავტორი:MOSSAD
MOSSAD
729
  
2013, 17 თებერვალი, 17:12
ცუდია ეს რომ მოხდა
0 1 1