x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ლიმონის ღვეზელი


imageმასალა 20 ნაჭრისთვის:

  • 150 გ უცხიმო ხაჭო
  • 6 ს/კ ზეთი
  • 2 პაკეტი ვანილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 250 გ ფქვილი
  • 1 ს/კ კაკაო
  • 3 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 150 გ დაფქული თხილი

გულსართისთვის:

  • 125 გ კარაქი
  • 7 ცალი კვერცხი
  • 750 გ უცხიმო ხაჭო
  • 150 გ შაქარი
  • 250 გ რძე
  • 3 ლიმონის ცედრა და წვენი
  • 140 გ მანანის ბურღული
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ს/კ ლიმონის ლიქიორი
  • შაქრის პუდრი

ცომისთვის აზილეთ ხაჭო, შაქარი, მარილი, ზეთი, ვანილი, კვერცხი, გამაფხვიერებელშერეული ნახევარი ფქვილი, კაკაო. დარჩენილი ფქვილი შეურიეთ თხილს და ამის შემდეგ შეაზილეთ ხაჭოიანს. თუ დასჭირდა, დაუმატეთ 1-2 ს/კ მინერალური წყალი.

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე. ცომი გააბრტყელეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე.
გულსართისთვის ხაჭოს შეურიეთ კვერცხის გულები, გამლღვალი კარაქი, რძე, ლიმონის ცედრა, წვენი, ბურღული, გამაფხვიერებელი და ლიქიორი, ქაფივით ათქვეფილი ცილა.
კიდეებამოწეულ ცომზე გაასწორეთ გულსართი და შედგით ღუმელში 40-45 წუთით. დაუწიეთ ტემპერატურას 170 გრადუსამდე.
გამოიღეთ, გააგრილეთ, მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი, დაჭერით და მიირთვით გემრიელად.

0
744
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
744
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0