x
image
ბადრი ანთია
ბისექსუალი ვარსკვლავები
imageმეგან ფოქსი.
"ტრანსფორმერების" ვარსკვლავი მეგან ფოქსი არასოდეს მალავდა, რომ მას ხიბლავს როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცები: "მე ბისექსუალი ვარ და ამავდროულად ეგოისტიც, როდესაც ბი-გოგონას ვხვდები, მასზე ვეჭვიანობ, რადგან ვიცი, რომ მას ჩემს გარდა მამაკაცებთანაც სძინავს. ამიტომ გადავწყვიტე ჩემს საწოლში მხოლოდ ნამდვილი ლესბოსელები დავპატიჟო." რამდენად შეესაბამება ეს ფრაზა სინამდვილეს, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი სკანდალური კვლავ მეგანის პიარს რომ ხმარდება-ეს ცხადია.


ბისექსუალი-ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ერთნაირად იზიდავს როგორც მდედრობითი, ისევე მამრობითი სქესის წარმომადგენლები.
როგორც აღმოჩნდა, ბისექსუალების ნაკლებობას არც ჰოლივუდი განიცდის. მაშ ასე, წარმოგიდგენთ "ორ ფრონტზე მებრძოლ" ვარსკვლავებს.


image

ანჯელინა ჯოლი.
ჰოლივუდელი ლამაზმანი ანჯელინა ჯოლიც ბისექსუალად მიიჩნევა. აი რა უთხრა ჟურნალისტებს მისმა ყოფილმა გოგონამ, ჯენი შიმიცუმ: " მახსოვს მაშინ ოცდაოთხი წლის ვიყავი, მე და ანჯელინა კლუბში წავედით და იქ ერთმანეთს პირველად ვაკოცეთ. ეს დაუვიწყარი იყო. შესანიშნავი დამოკიდებულება გვქონდა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. ანჯელინა იქ ქალი არაა, რომელთანაც ერთ ღამეს გაატარებ და მერე დაივიწყებ."
ხოლო ანჯელინა გამოტყდა რომ მას გამხდარი ქალები არ უყვარს: " მას შემდეგ, რაც ქალებთან დავიწყე ურთიერთობა, მივხვდი, რომ გამხდარ და მაღალ ქალთან წოლა მოუხერხებელია, ეს იგივეა ჯოხს ჩაეხუტო. თან ამ დროს ოცნებობ, რომ რაც შეიძლება მალე ჩააქრო შუქი."



image

ფერჯი.
მომღერალი ფერჯი ამჟამად დაქორწინებულია, მაგრამ მაინც უყვარს იმ დროის გახსენება, როცა ქალებს ხვდებოდა: "მე არ დავმალავ, რომ ვიყავი ბისექსუალი, მაგრამ პარტნიორთან არასოდეს მქონია ხანგრძლივი ურთიერთობა. ვგიჟდები ქალის ლამაზ სხეულზე. თუმცა ამჟამად ჩემი მეუღლის ერთგული ვარ."

image

ლედი გაგა.
მომღერალმა ლედი გაგამ თავისი აღიარებით ყველა დაშოკა და თან დასძინა, რომ სულაც არ სცხვენია იყოს ბისექსუალი: "მე მიყვარს სექსი და არ აქვს მნიშნელობა პარტნიორის სქესს. აი ჩემს ბოიფრენდებს არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ მე ქალებიც მხიბლავს."

image

დევიდ ბოუი.
როკ-ლეგენდა დევიდ ბოუი თვლის, რომ სექსი მამაკაცთან მის ცხოვრებაში საუკეთესო რამ იყო: " ვთვლი, რომ ამაში ცუდი არაფერია. ხალხს გავუმხილე ის, რაზეც ვოცნებობდი."

image

ლინდსი ლოანი
ბევრისთვის ცნობილია ლინდსის ბისექსუალობის ამბავი, ის სამანტა რონსონს ხვდებოდა: "მე თავს კარგად ვგრძნობ მამაკაცების მკლავებშიც და ქალის გვერდითაც. არ ვარ ლესბოსელი, უბრალოდ მიყვარს ადამიანები, მათ სექსს მნიშვნელობა არ აქვს. დღეს თუ ქალთან მექნება სექსი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ კაცთან არ დავწვები."

image

დროუ ბერიმორი.
მსახიობი თვლის, რომ ქალებს შორის მეგობრობაზე დიდი გრძნობის გაჩენა სრულიად შესაძლებელი და დასაშვებია: " მომწონს თუ არა ქალები? დიახ! თუმცა სამწუხაროდ მე გოგონასთან ხანგრძლივი ურთიერთობა არასოდეს მქონია. ალბათ ამ საქმისთვის კაცები უფრო გამოდგებიან".image

ბრაიან მოლკო.
ჯგუფ Placebo-ს ლიდერი ბრაიან მოლკო საკუთარ თავს უწოდებს "ლეზბოსელს მამაკაცის სხეულში". რადგან მას ქალები და მამაკაცები ერთნაირად ხიბლავს: "მე არც ჰეტეროსექსუალი ვარ და არც ჰომოსექსუალი, მე თვითონ სექსი ვარ. ხშირად ვფიქრობ, რომ მე ყველას ვუნდივარ-ნებისმიერ ქალს და ნებისმიერ მამაკაცს."


სტატია დაწერილია ბადრი ანთიას მიერ 2013 წელს.! მადლობა ყურადღებისთვის...

4
467
4-ს მოსწონს
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
467
  
2013, 3 თებერვალი, 11:05
მეგანზე და ანჯელინაზე უარს ვინ იტყოდა:)
2013, 2 თებერვალი, 22:17
მართლაც რომ...
2013, 2 თებერვალი, 22:11
თუმცა ის კოცნაზე მეტი იყო
2013, 2 თებერვალი, 22:11
მეგანი მართლა ბისექსუალია ერთ ფილმში ვნახე გოგოს რომ კოცნიდა
0 1 4