x
image
ბადრი ანთია
რა ვაჩუქოთ გოგონას?!
imageსაჩუქრები. მემგონი ყველა გოგო დააფასებს მუშტისხელა ალმასი რომ აჩუქო, ან მერსედესის მარკის ავტომობილი. მაგრამ ასეთი საჩუქრების გაკეთება რაღაც ძალიან რთულია, ამიტომ მოდით დავფიქრდეთ ცოტა რეალურ ვარიანტებზე, რომლებიც გამოდგება დაბადების დღეზეც ან სხვა დღესასწაულებზეც თუ უბრალოდ თქვენი პატივისცემის გამოხატვის ნიშნად! შევკრიბე რამოდენიმე საინტერესო ვარიანტი, რომლის ჩუქება შეუძლია საშუალო შესაძლებლობის ახალგაზრდას.


გოგოებო, თქვემ რათ გინდათ ამის წაკითხვა, ჯობია ეს საჩუქრები თქვენთვის იყოს სურპრიზი!

ბიჭებს ვთხოვ გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება კომენტარებში. თუმცა გოგოებსაც თუ ცნობისმოყვარეობა დასძლევთ და წაიკითხავენ ამ პოსტს, მათ აზრსაც დიდი სიამოვნებით მოვისმენდი.


სანამ რამის ჩუქებას გადაწყვეტთ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა მოსწონს შენს რჩეულს?! ჯერ უნდა გაიხსენოთ როგორი ადამიანია, კარგი იქნება მის მეგობრებსაც თუ დავეკითხებით რა მოსწონს, ხანდახან 1 ყვავილს შეუძლია უფრო დიდი ემოციები გამოიწვიოს ვიდრე ძვირადღირებულმა ბრილიანტებმა, ალმასებმა და ა.შ.


image

1. დავიწყოთ ყველაზე მარტივით. ყვავილები. ყვავილები შეგიძლია გოგოს აჩუქო გაუჩერებლად, ყოველდღე და არასდროს არ მობეზრდება ეს მას, შეიძლება შეუკვეთო ყვავილები სახლში მიტანით და წერილით "საიდუმლო თაყვანისმცემლისგან" და მერე რამდენიმე დღეში მიდი მასთან მაისურით წარწერით "საიდუმლო თაყვანისმცემელი".


2. კიდევ ერთი უბრალო საჩუქარი - ფიმფულა სათამაშო არ აიღო ის რაც შეგხვდება, კარგად აარჩიე. ოპტიმალური ვარიანტია აარჩიო სათამაშო და უთხრა გოგონას : "ამ სათამაშოს გამახსენა ჩვენი პირველი შეხვედრა" ან რამე სხვა რომანტიული.


3. ხანდახან გოგონები თვითონ ამბობენ, რა უნდა აჩუქო პირდაპირი ტექსტით არა მაგრამ მაინც სავსებით გარკვევით. კარგად დაფიქრდით რა გაიხსენეთ რა უნდა მას რომ აჩუქოთ, ან ქონდეს.


4. გინდათ რომ გოგონამ სულ თქვენზე იფიქროს? ძალიან ადვილია, აჩუქეთ ბალიში თქვენი ფოტოსურათით. ამით თქვენ სულ მის თვალწინ იქნებით.

5. შეიძლება აჩუქოთ დიდი ფანქარი და პატარა ბლოკნოტი, ჩაიწეროს თავისი დიდი აზრები: თუ უყვარხარ მარტო ფანქარიც გაუხარდება.

6. ბეჭედი, რასლეტი, საყურე ან ყელსაბამი - არაა აუცილებელი იყოს ძვირფასი, მთავარია იყოს განსაკუთრებული. ბრასლეტი უნდა იყოს განსხვავებული რომ თავის მეგობრებთან იმარიაჟოს ცოტა.

7. სიმღერა! თუ თქვენ უკრავთ გიტარაზე ან სხვა ინსტრუმენტზე შეგიძლიათ მიუძღვნათ სიმღერა, ცუდადაც რომ იმღეროთ გოგონა დააფასებს თქვენ მონდომებას.


8. ლექსი. არ შეგიძლია სიმღერა? მიუძღვენი ლექსი.


9. ფილმი. თუ თქვენ უკვე შეყვარებულები ხართ საუბრობთ ''შენობით" შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა ვიდეორგოლი, ვიდეოსგან და ფოტოებისგან.


10. შეგიძლიათ შესთავაზოთ რომანტიული სადილი, უყიდეთ ყვავილები და დაპატიჟეთ სადილზე თქვენთან სახლში, აუცილებლად მუსიკა და სანთლები. მაგრამ აქ მოგიწევთ მონდომება ომლეტი და გრეჩიხა არ გამოგადგებათ.


11. ნახატი. შეგიძლიათ დახატოთ თქვენი საყვარელი ადამიანი და აჩიქოთ. შეიძლება სურათი მაგარი არ გამოვიდეს მაგრამ გოგოსთვის ეს სურათი პიკასოს ნახატებზე ძვირფასი იქნება.


12. მისი საყვარელი მომხერლის კონცერტის ბილეთი ოღონდ 1 არა, 2 იყიდეთ რომ ერთად წახვიდეთ.

13. ლეკვი . ყველაზე საყვარელი საჩუქარი, პატარა ლეკვი ( მე პირადად ერთადერთხელ გავაკეთე ეს საჩუქარი და მეტჯერ აღარ ვაპირებ განმეორებას ) თუ გოგოს უყვარს ძაღლები, ძალიან სასიამოვნო საჩუქარია პატარა საყვარელი ლეკვი, ამ საჩუქარს დამიჯერეთ გოგო ძალიან დააფასებს, იმიტომ რომ მას არ ჩუქნით უსულო ნივთს, მას ჩუქნით ცოცხალ არსებას რომელიც გაუხალისებს სიცოხლეს თქვენს სიყვარულს :

image


იმედია თქვენც დამეხმარებით კომენტარებით და თქვენს აზრსაც მოგვაწვდენთ - გოგონებო რა საჩუქარი გაგახარებდათ?


ბიჭებო თქვენ კი გახსოვდეთ, გიყვარდეთ თქვენი რჩეული საკუთარ თავზე მეტად, არ მოაკლოთ ყურადღება და ალერსი, არ გააბრაზოთ, არაწყენინოთ ყველანაირად ეცადეთ გააბედიეროთ, ეს იქნება თქვენი ყველაზე დიდი და შეუფასებელი საჩუქარი !


სტატია დაწერილია ბადრი ანთიას მიერ 2013 წელს. მადლობა ყურადღებისთვის...

3
3992
1-ს მოსწონს
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
3992
  
2013, 15 მაისი, 2:11
მადლობა მაგისთვისაც ;) :D
2013, 15 მაისი, 2:09
12 და 13 კარგია, თუმცა თუ არ გაგიმართლათ და გემოვნებიანი გოგოა, ნინი ბადურაშვილის ან მგზავრების კონცერტის ბილეთებს სულ არაფერი აჩუქოთ ჯობია, თავად გაიფუჭებთ საქმეს,eric claptonს, jimmy pageს,ან roger watersს მეეჭვება შეწვდეთ,deep purple კი სამწუხაროდ არც ისე ხშირად ჩამოდის საქართველოში, ამიტომ შანსს ნუ გაუშვებთ :) 3-ც შეიძლება, დანარჩენი კი ნუ მიწყენს ავტორი და ძალიან ბანალურია, აიი ბალიში და ბლოკნოტი ფანქრით კი ძალიან დიდი სისულელე!ამიტომ თუ საყვარელი გოგონასთვის ორიგინალური საჩუქრის გაკეთება გსურთ ცოტა მეტი ფიქრი და თავის ატკიება მოგიწევთ :))
2013, 8 მაისი, 6:24
თქვენი აზრით როგორი რეაქცია ექნება გოგონას პოლიციის მანქანიდან ხმამაღლა მოლაპარაკეს გამოყენებით რომ აუხსნა სიყვარული? ყველას აზრი მაინტერესებს...... გამოიღეებს შედეგს თუ ცუდი ვარიანტია? რაიმე ორიგინალური მჭირდება
0 1 3