x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სოკო და ბადრიჯანი არაჟნით

imageმასალა:

  • 300 გრამი სოკო
  • 500 გრამი ბადრიჯანი
  • ½ ჩაის ჭიქა არაჟანი
  • 1 სუფრის კოვზი დაჭრილი კამა
  • 2 ჩაის კოვზი კარაქი
  • 2 ცალი კვერცხი



სოკო და ბადრიჯანი

ბადრიჯანს მოვაცილოთ კანი, დავჭრათ რგოლებად, მოვაყაროთ მარილი, 1 საათის შემდეგ გადმოვწუროთ მოშავო წყალი. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხებში და შევწვათ გაცხელებულ კარაქში. ასევე მოვექცეთ მოხარშულ სოკოებს, შემწვარი ბადრიჯნის ნაჭრები დავაწყოთ ლანგარზე ირგვლივ. შუაში დავაჭყოთ ასევე შემწვარი სოკოები, ზედ მოვასხათ არაჟანი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

0
675
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
675
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0