x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რომელი ქოთნის მცენარე შეგვეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რაში გვეხმარება ის
imageრაც მეტი მცენარე იქნება სახლში, მით უკეთესია. თუმცა, ამ მხრივ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა მცენარეს, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანზე განსხვავებული ენერგეტიკული გავლენა აქვს. თუ თქვენი ზოდიაქოს შესაბამის, საჭირო მცენარეს იქონიებთ სახლში, ის წარმატებების მოპოვებაში, პრობლემების ადვილად გადაჭრაში დაგეხმარებათ და, ასევე, ენერგეტიკულადაც დადებითად იმოქმედებს თქვენზე. ასე რომ, მცენარეები ადამიანების მსგავსად, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანსა და პლანეტის გავლენას ექვემდებარებიან და, თუ სახლში თქვენი ზოდიაქოს შესაფერისი მცენარე ხარობს, ის თქვენში დადებით ენერგიას გააძლიერებს და დაგეხმარებათ, ადვილად დაძლიოთ ძნელი პერიოდები თქვენს ცხოვრებაში. ვერძისთვის კარგია კაქტუსი. ეს მცენარე გამოყოფს თქვენთვის სასიკეთო ენერგეტიკას და შთანთქავს თქვენ გარშემო არსებულ ნეგატიურ ენერგიებს.image

კუროსთვის კარგია ფართოფოთლიანი მცენარეები, მაგალითად, პალმა ან ფიკუსი. ისინი დაგეხმარებათ სწორად აზროვნებაში და დადებითი შედეგების მომტანი ნაბიჯების გადადგმაში.

ტყუპებისთვის წარმატების მომტანია ისეთი მცენარეები, რომლებიც პატარა ყვავილებს ისხამს. ასეთია ია და დეკემბერა. ეს მცენარეები დაგეხმარებათ ნაცნობებთან და თანამშრომლებთან დადებითი ურთიერთობების, შენარჩუნებაში, ზომიერების დაცვაში, ემოციების მოთოკვაში. ასევე, ეს მცენარეები გააძლიერებს თქვენში საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.image

კირჩხიბებისთვის სასიკეთოა წყალმცენარეები, რომლებსაც აკვარიუმში გაახარებთ. ეს თქვენზე დადებით გავლენას მოახდენს ენერგეტიკული თვალსაზრისით, ასევე, შეგიქმნით სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას სახლში, გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს, გაგივითარებთ რწმენას და სულიერ სიმშვიდეს მოგგვრით.image


ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის წარმატებების მომტანია დეკორატიული, ჯუჯა პალმა. ის დაგეხმარებათ საოჯახო და კარიერული პრობლემების ადვილად დაძლევაში, განავითარებს თქვენში დამოუკიდებლობის გრძნობას, შეგმატებთ მეტ რწმენასა და თავდაჯერებულობას; ასევე, მოგიხსნით სტრესსა და დაძაბულობას.image

ქალწულებისთვის კარგია ქოთნის პატარა მწვანე ყვავილები; ასევე, გახარებული ხორბალი. ეს მცენარეები ბარაქის მოზიდვაში დაგეხმარებათ. შეგიწყობთ ხელს აზროვნების განვითარებასა და უცხო ადამიანებთან შეგუებაში.

სასწორებისთვის კარგია ბინაში ისეთი ქოთნის მცენარეები, რომლებსაც დიდი ყვავილები აქვს. მაგალითად, კარგია ჩინური ვარდი. ის დაგეხმარებათ პირადი ცხოვრების მოწყობაში, სასიყვარულო პარტნიორის პოვნაში და გაგათავისუფლებთ უსარგებლო ეჭვებისა და ემოციებისგან. ასევე, ხელს შეგიწყობთ ადვილად მოახდინოთ დადებითი გავლენა სხვებზე.image

მორიელებისთვის კარგია ისეთი ქოთნის ყვავილები, რომლებიც სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევიან, მაგალითად: ალოე, კალანჰოე, ბალბა. ისინი თქვენს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენენ, ენერგიულად გაგაძლიერებენ, დაგეხმარებიან რთულ სიტუაციაში საღად აზროვნებაში; დაგიცავენ შეცდომების დაშვებისგან, მოიზიდავენ ფინანსებს და კარიერულ წინსვლაში შეგეშველებიან.image

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლში ქოთნის ბზა. ის დაგეხმარებათ გარშემო მყოფების კეთილგანწყობის მოპოვებაში, დადებითად იმოქმედებს თქვენს შემოსავლებზე და სასურველი მიზნის მიღწევაში შეგიწყობთ ხელს.

თხის რქებისთვის კარგია ისეთი მწვანე მცენარეები, რომლებიც არ ყვავილობენ, უბრალოდ, დეკორატიული დანიშნულება აქვთ. მაგალითად, ასეთია გვიმრა. ის მოგიტანთ სიხარულს, სიმშვიდეს, დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში და საოჯახო ურთიერთობებს მოგიწესრიგებთ.image

მერწყულებისთვის წარმატების მომტანია კაქტუსი. სხვადასხვა ჯიშის კაქტუსი უნდა დადგათ სახლში. მათი ენერგეტიკა თქვენზე დადებითად აისახება, სასიყვარულო რომანტიკულ ურთიერთობებს მოაწესრიგებს და ხელს შეგიწყობთ მშვიდ ცხოვრებაში. ასევე, კარგია ჭრელფოთლიანი მცენარეები და გეორგინა, რომლებიც ოჯახში სიმყუდროვის შეგრძნებას მოგანიჭებთ.image

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის აუცილებელია სახლში წყლის მცენარეების გახარება. ლოტოსი მისტიკურ და მაგიურ მცენარედ მოიაზრება და ის თქვენ ავი თვალისგან დაგიცავთ. ასევე, კარგია ბზა, რომელიც შეცდომებისგან დაგიცავთ და სულიერ სიმტკიცეს განავითარებს თქვენში.image
სხვათა შორის, იმ ოჯახებში, სადაც ქოთნის ბევრი ყვავილი ხარობს, ადამიანები ძლიერი იმუნიტეტითა და ჯანმრთელობით გამოირჩევიან. გარდა იმისა, რომ ეს მცენარეები ბინასაც ამშვენებენ, სახლის ატმოსფეროსაც ასუფთავებენ, უარყოფით ენერგიას შთანთქავენ და შემდეგ დადებითად გარდაქმნიან.

0
9231
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
9231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0