x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
შთასახედი (დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, Q674, გვ.189-191.)

ქართული (სტილი დაცულია) გალობის წესი და კანონი არის, რომ ქართული გალობა უნდა ისწავლონ: ჯერ ნამდვილ კილოზედ მის მოსწავლეებმა და მერე თუ დაისაჭიროვა მისი გამშვენება.
ყველა საგალობელს თავ-თავისი საკუთარი ბუნებითი კილო აქვს, და ეს კილო, მისი საკუთარი ბუნებითი გზა არის; როცა მგალობელი ნამდვილ კილოზე იტყვის საგალობელს, ის ადვილად იგალობებს, ადვილად და მარტივად გავა ბოლომდის, და ადვილადვე ისწავლება და ასწავლის, ხოლო შემდგომად სწავლისა, ეცოდინება ყველა მუხლების ხმის მიმოხვრანი, თუ როგორი და რა ნაირია, და თუ უნდა რომ იგალობოს კილოზე უფრო უმშვენიერესად, მაშინ მგალობელი თავის სმენისა და ნიჭისამებრ შიგა და შიგ ზოგიერთ კილოს მუხლებიდგან ხმით გადავა შესაფერად გალობისა და თავის ნიჭისამებრ შიგა და შიგ გაამშვენებს, გაავარდიშებს და შენდეგ ისევ შიგა და შიგვე კილოსსავე კვალს დაადგება. ამ გვარად ყოველ ნიჭიერ კაცს კილოს მიხედვით სხვა და სხვა ნაირად შეუძლია გაამშვენოს და გაავარდიშოს. ხოლო თუ კილო არ იქმნა, მაშინ რაღა უნდა გაამშვენოს?!image მაშასადამე კილო არის საფუძველი გალობისა, რომლის ხმის ძარღვზედ ყველა ხმის მიმოხვრანი დამოკიდებულ არიან. ვინც გალობა კილოზედ კარგად ისწავლა, ის მიხვდება თუ სად რა ნაირი ვარდიში და ხმის ტრიალი გაეწყობა; ხოლო თუ კილო გალობისა არ ისწავლე, არამედ ისწავლე მარტივა[დ] ვარდიშით თქმა, ის ვეღარ მიხვდება და ვერც მიაგნებს თუ რა ნაირი კილოსი იყო ის საგალობელი! ამიტომ საგალობელი ან მარტო კილოზე უნდა იგალობონ, ან შიგადაშიგ გამშვენებით.ხოლო მარტო გამშვენება და გავარდიშება მთელი საგალობელისა არ შეიძლება: ის იქნება უსაფუძვლო და უარგისი, რადგან გადავარდება თავის წესიერის გზიდან და დაიკარგება კილო, და კილოს დაკარგვა იგივე გალობის დაკარგვა არის. ამიტომ ამ ქვემოთ თქმულ ნოტებით საგალობელში დავსწერეთ კილოთი და შიგადაშიგ ზოგიერთი მუხლები გამშვენებულ-გავარდიშებით, და სადაც გამშვენებული მუხლია, იქვე იმავე ფარდებსა და ზომებში ორ ნაირად დავსწერეთ: კილოს თქმას თავისი გზა მივეცით: ზემოთ ნოტის ხელების აწევით, და ვარდიშს ანუ გამშვენებას თავისი გზა: ნოტის ქვემოთ ხელების დაშვებით; ამ ნაირი წესით ერთი და იგივე საგალობელი ორ ნაირად შეიძლება იგალობოს, კილოთიც და ვარდიშ-გამშვენებითაც. ამ ნაირად დაწერილს საგალობელს ამ წიგნში ხშირად შეხვდებით.
როგორც ზემოთ ვსთქვი: კილოს საგალობელს თავისი ბუნებითი გზა აქვს თავიდგან ბოლომდის, ხოლო გამშვენებას კი ერთსა და იგივე მუხლში სხვადასხვა ნაირად ავარდიშებენ და ამის გამო გამშვენებას ერთი ნიადაგი არა აქვს. კილოს საგალობელი უმაღლესად კანონიერად ცნობილი, მიღებული და დამტკიცებული არის ვიდრე ვარდიში.
კილო გალობის სწავლა თითქმის ყველა კაცს შეუძლია, ხოლო გავარდიშებულს კი, ყველა ვერც იტყვის და ვერც ისწავლის.
ჩვენ ძველ დროს: სასწავლებელებში ყოველთვის კილოს გალობას ვასწავლიდით ხოლმე ზეპირმეტყველებით. აგრეთვე ყოველგან სამღვდელო და სადიაკვნეებს კილოზედ ვასწავლიდით გალობას, კიდეც ეგზემენებს იჭერდნენ და საღმრთო სამსახურში შედიოდნენ.
image
ამ გვარად ახლაც უეჭველი საჭიროდ შეიქმნა, მარტივი კილო, გალობა, სადა, და გაუარდიშებელი: როგორც ცალფა პირველ ხმად სათქმელად მღვდელთა და დიაკონთათვის, ეგრე სამ ხმაზედ გაწყობილი მგალობელთა სათქმელად. ამიტომ დავსწერეთ ნოტებით მთელი სამი წირვის წესი სამ ხმაზე გაწყობით. თავის ყოველ სადღესასწაულო ტროპრებით და მეცხრე სძლისპირებით: მარტივ, სადა, ბუნებით კილოზედ და მივეცით ამ წიგნში საკუთარი ადგილი, რომლის შედეგიც იხილეთ.

წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე)

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:ქართული გალობა
ქართული გალობა
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0