x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ვაშლის კრუასანები

imageმასალა 6 ცალისთვის:

  • 250 გ. კრუასანის მზა ცომი
  • 5 ს.კ. ვაშლის ხილფაფა
  • დარიჩინი ან დაფქული მიხაკი

ზემოდან მოსაყრელად:

  • 2 ს.კ. დაჭრილი თხილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი; დარიჩინი
  • პერგამენტი

ვაშლის კრუასანები

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. გააბრტყელეთ კრუასანის ცომი და დაჭერით თანაბარი ზომის ექვს სამკუთხედად. ვაშლის ხილფაფას სურვილისამებრ შეურიეთ ცოტა დაფქული დარიჩინი ან მიხაკი, წაუსვით ცომის ნაჭრებს და განიერი მხრიდან გადაახვიეთ. დაჭრილ თხილს შეურიეთ შაქარი და ცოტა დარიჩინი და მოაყარეთ კრუასანებს. გამზადებული კრუასანები ფირფიტაზე დააწყვეთ და აცხვეთ 12-15 წთ.

1
5615
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
5615
  
2016, 25 ივნისი, 15:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1