x
image
თათანიკა
ფული გვკლავს და გვაძლიერებს
image

ფული ერთ-ერთ მთავარ ადგილს იჭერს ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში.გთავაზობთ ყველაზე საინტერესო და გასართობ ფაქტებს.

პატარები, რომლებსაც დედა ზუსტად საათების მიხედვით კვებავდა, მოზრდილობის ასაკში ფულს სესხად უხალისოდ გასცემენ, ვალის სრულად და თავის დროზე დაბრუნებას მოითხოვენ და მოვალისაგან მადლიერების გამოვლენას ელიან.

ბანკნოტების მზერა ადამიანს უფრო შრომისმოყვარეს, უფრო კონტაქტურს და უფრო კეთილმოსურნეს ხდის.


გრიპის ვირუსი კუპიურებზე 120 საათის განმავლობაში ძლებს.

ნაღდი ფულის თვლა განწყობას ამაღლებს.

პიროვნებები, რომლებმაც კრედიტები მიიღეს, მაგრამ თავიანთ ფინანსურ მდგომარეობას არ აკონტროლებენ, კუჭის აშლილობითა და გულის დაავადებებით გაცილებით ხშირად იტანჯებიან, ვიდრე ვალებით დაუმძიმებელი ადამიანები.

ღარიბი ადამიანისთვის შემოსავლის გაზრდა თითქმის ყოველთვის ასევე სულიერი კეთილდღეობის ზრდას ნიშნავს, მაგრამ ვისი შემოსავალიც საშუალოზე მაღალია, მათთვის ზედმეტ ფულს ბედნიერება არ მოაქვს.

მდიდრები ღარიბებთან შედარებით საშუალოდ 10 წლით მეტხანს ცოცხლობენ.

თითოეულ კუპიურაზე დაახლოებით 500 სახის ბაქტერია ბინადრობს. განსაკუთრებით დაბინძურებულია წვრილი კუპიურები.

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0