x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ხომ არ დაბერდით...საჭიროა მოაწესრიგოთ ნივთიერებათა ცვლა

imageიმისთვის, რომ საკუთარ თავს მუდამ გრძნობდეთ მხნედ, ენერგიულად და სიცოცხლის მოყვარულად, საჭიროა მუდამ გაიწმინდოთ თქვენი ორგანიზმი წიდისაგან და თვალყური ადევნოთ, რომ ნივთიერებათა ცვლა ორგანიზმში იყოს სწორი, რომ არ გროვდებოდეს მასში მარილები, წიდა. ამაში გვარწმუნებენ ჩვენ როგორც ძველი რუსი მკურნალები, ასევე თანამედროვე ექიმები.

ცვლის გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალებად "სამკურნალო" გვთავაზობს ზღვის კომბოსტოს. იგი წარმოადგენს, სხვათა შორის მრავალი წამლის შემადგენელ ნაწილს, რომლებიც მზადდება ჩინელი ფარმაცევტების მიერ. ზღვის კომბოსტო, გამხმარი, დაკონსერვებული - ძალიან კარგი სანელებელია ნებისმიერ საჭმელში.

ორგანიზმის გასაწმენდად რუსული ხალხური მედიცინის მკურნალები თავიანთ ავადმყოფებს ურჩევდნენ მიეღოთ მინდვრის შვიტა. გამხმარი და წვრილად დაჭრილი შვიტა იხარშება და მას სვამენ, როგორც ჩაის. ისინი ყოველთვის აფასებდნენ არყის ხის კვირტებსაც თუ არ არის კვირტები, მაშინ ასეთივე წარმატებით გამოიყენება ახალგაზრდა ფოთლების გამონახარში (10 გრ ერთი ჭიქა წყალზე), არყის ხის წვენი.

თვლიდნენ, რომ ყველა ამ ნაწილს (კვირტებს, ფოთლებს, წვენს) აქვს თვისება კეთილმყოფელი გავლენა მოახდინოს ნივთიერებათა ცვლაზე, მოაცილოს ორგანიზმს ყოველგვარი ბალასტი და მავნე ნივთიერებები. ეს კი იწვევდა ორგანიზმის გაახალგაზრდავებას. უკეთესად იწყებს მუშაობას მისი ყველა ორგანო, სწორდება ნაოჭები, წარმოიქმნება ახალგაზრდული ბრწყინვა თვალებში, მეტად ენერგიული ხდება სიარული, აღდგება აზროვნების სიმკვეთრე.

0
312
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0