x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ნუმეროლოგია : რა გელის მომავალში
image



image
ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 1-ში დაიბადეთ?
რიცხვი 1 მზის სიმბოლოა. ამ ციფრზეა დამოკიდებული ყველა სხვა რიცხვის არსებობა. 1-ში დაბადებულნი შემოქმედებითი ნიჭითა და გამომგონებლობით არიან დაჯილდოებულნი. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ვერ იტანენ შეზღუდვებსა და უკითხავ რჩევებს.

მათ მარტო, სხვებისგან დამოუკიდებლად მუშაობა უყვართ. ყველაფერი ეს, ერთად აღებული, 1 რიცხვში დაბადებულებს მინი (ხანდახან კი მაქსი) დიქტატორებად ხდის.

ეს ადამიანები ძალიან ამბიციურები არიან და უსაზღვრო ნებისყოფით გამოირჩევიან, რაც ხანდახან სიჯიუტეში გადასდით. ბავშვი, რომელიც 1 რიცხვში დაიბადა, არ დაწყნარდება, მანამ იმას არ მიიღებს, რაც სურს. სამაგიეროდ, როცა გაიზრდებიან, ისინი კარიერაში მწვერვალებს დაიპყრობენ.

ემოციური თავისებურებები

ამ ადამიანების ძირითად ემოციად გადაჭარბებული ამბიციურობა ითვლება. სიყვარულისა და რომანტიკისთვის მათ, უბრალოდ, დრო არ რჩებათ. და თუ მაინც გაჩნდა ასეთი გრძნობა, ის დაეფუძნება მხოლოდ ერთ მიზანს: საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას. ამიტომაც გრძნობის ობიექტი უნდა იყოს მორჩილი, დამყოლი და არა მომთხოვნი.

სექსი ამ ადამიანებისთვის ასევე ცალმხრივია, საკუთარ სიამოვნებაზე დაფუძნებული. პარტნიორზე ზრუნვა მას არ ადარდებს. ამიტომაც 1 რიცხვში დაბადებულთა ქორწინება იშვიათად არის წარმატებული, რა თქმა უნდა, თუ პარტნიორი არ შეეგუება პირველ რიცხვში დაბადებული ადამიანის ინდივიდუალურობის უკიდურეს გამოვლინებებს.

უარყოფითი მხარეები. როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ამბიციების დაკმაყოფილება - ამ ადამიანების ცხოვრების მთავარი მიზანია. პირველ რიცხვში დაბადებულები მტკიცე ხასიათს ავლენენ და არც ერთ შემთხვევაში არ ამბობენ უარს დასახულ მიზანზე.

ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუ ერწყმის კეთილგონიერებას, რაც ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელი იშვიათად არის.

ბედნიერი რიცხვები - 1-ში დაბადებულთათვის ყველაზე შესაფერის პარტნიორებად ითვლებიან იგივე რიცხვში დაბადებული ადამიანები: მსგავსი მსგავსს იპოვისო; ასევე შეეწყობიან 10, 19, 28, 4, 13, 22, 31 რიცხვებში დაბადებულები.

მტრულად განწყობილი ციფრები. დისჰარმონიული ურთიერთობა ამ რიცხვის ქვეშ დაბადებულებს ექნებათ 2, 11, 20, 29, 6, 15, 24, 7, 16, 25-ში დაბადებულებთან.

ბედნიერი ქვები - ტოპაზი, ყვითელი ალმასი და ყველა ამ ფერის ქვა.

ბედნიერი მეტალი - ოქრო

ბედნიერი ფერები - ოქროსფერი, ღია-ყვითელი;

სუსტი ორგანოები - გული, თვალები; შესაძლოა, მაღალი არტერიული წნევა.

რეკომენდაციები. ნუმეროლოგიური ციფრი 1 ერთ-ერთი საუკეთესოა. ადამიანები, რომლებიც ამ რიცხვში დაიბადნენ, გამოჩენილი პიროვნებები ხდებიან, აქვთ მტკიცე ხასიათი და შემოქმედებითი უნარი.

მაგრამ ეს ადამიანები უამრავ სირთულეს ლახავენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას (გარშემომყოფები გაგებით უნდა მოეკიდნენ მათ, რადგან 1 რიცხვში დაბადებულები ბუნებით დაუნდობლები არ არიან; უბრალოდ, მოუხერხებლები და დაუდევრები არიან სხვებთან მიმართებაში ;

ნომერ2ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 2-ში დაიბადეთ?
რიცხვი 2 მთვარის სიმბოლოა და მზისგან განსხვავებით, ქალურ თვისებებს წარმოგვიდგენს.

რიცხვი 2 1-ის საპირისპიროა. ის არის ქალური, ნაზი და რომანტიკული. ამ დღეს დაბადებულები -ჭკვიანი, შემოქმედებითი ადამიანები არიან, მათ აქვთ მხატვრული ნიჭი და მდიდარი წარმოსახვის უნარით არიან დაჯილდოებულნი.

მათი ძალა გონებაშია და ყველაფერში ეძებენ არა ხორციელ, არამედ სულიერ სიამოვნებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი მეოცნებენი არიან და საკუთარ წარმოსახვაში ცხოვრობენ. ეს ადამიანები რბილი და დამთმობი ხასიათით გამოირჩევიან. მათ არ ჰყოფნით ძალა, რომ იბრძოლონ მატერიალური კეთილდღეობისთვის. არ არიან ძლიერები და გაურბიან ფიზიკურ სამუშაოს.

ემოციური თვისებები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2 რიცხვში დაბადებულები პარტნიორთან სულიერ სიახლოვეს ეძებენ. მათი სიყვარული გონებაში ყალიბდება და ისინი არ აღიარებენ ფიზიკურ სიახლოვეს სულიერი კავშირის გარეშე.

ამიტომაც ფიზიკური სიამოვნება მათთვის მეორეხარისხოვანია. ამ ადამიანებისთვის სექსი - იმ გრძნობის კულმინაციაა, რომელიც გონებაში დაიბადა და ამასთან, აუცილებელი არ არის, რომ ეს კულმინაცია იყოს.

ეს ადამიანები უკვე ბედნიერები არიან, თუ პარტნიორთან სულიერი კავშირი აქვთ. და გადავა თუ არა ეს კავშირი ფიზიკურში - მათთვის ეს უკვე მნიშვნელოვანი არ არის. მათი ქორწინება წარმატებული იქნება, თუ პარტნიორი მის შინაგან მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

უარყოფითი მხარეები

ეს ადამიანები მეოცნებენი არიან. მძლავრი ინტელექტისა და მდიდარი წარმოსახვის უნარის წყალობით ისინი პრაქტიკულობასა და ეშმაკობის უნარს არიან მოკლებულები. ამის გამო მათ არ შეუძლიათ საკუთარი აზრები და ცხოვრებისეული გეგმები რეალობაში განახორციელონ.

ოცნებები ოცნებებად რჩება. მატერიალური საშუალების მიუხედავად, მათ არ ეყოფათ ფიზიკური ძალა ცხოვრებაში განახორციელონ საკუთარი იდეები. მაშინვე სულიერად ეცემიან, როგორც კი წინააღმდეგობა შეხვდებათ და თუ პირობები იდეალური არ არის, ქმედებაზე საერთოდ ვერ გადადიან.

ამასთან, რა თქმა უნდა, ჩნდება სასოწარკვეთილების გრძნობა, რადგან წარმატება თითქმის ყოველთვის ხელიდან უსხლტებათ. საბოლოოდ ეს ადამიანები საკუთარი თავის რწმენას კარგავენ და დეპრესიითა და პესიმიზმით იტანჯებიან.

ჰარმონიული ურთიერთობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ადამიანებისთვის მთავარია, ირგვლივ ჰყავდეთ სულიერად ახლოს მყოფი ადამიანები. მათი ძალა გონების სიძლიერეშია; ამიტომაც მათ უნდა ჰყავდეთ ცხოვრების მეგზურები, რომლებთანაც შინაგანი სამყარო დააკავშირებთ. ეს მათი მთავარი მოთხოვნილებაა.

ინტერესები შესაძლოა განსხვავებული იყოს, მაგრამ ინტელექტი - აი, მთავარი, რაც უნდა გააჩნდეს 2 რიცხვში დაბადებული ადამიანის პარტნიორს. წარუმატებლობის გამო ეს ადამიანები ხშირად საკუთარი თავის რწმენას კარგავენ. ამიტომაც მათ გვერდით უნდა ჰყავდეთ პარტნიორი, რომელიც გაამხნევებს და სიმტკიცეს შემატებს მათ.

ეს ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან. ამიტომაც გარშემომყოფებმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ მათი წყენინებისგან.

ისინი არასექსუალურები არიან თავიანთი ფიზიკური დელიკატურობის გამო. ამიტომაც მათი პარტნიორები არ უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი სექსუალურობით. განსხვავებული ტემპერამენტი წყვილის ურთიერთობაში დისჰარმონიას შეიტანს.

ბედნიერი რიცხვები - 2-ში დაბადებულები მეტად გაუგებენ იგივე რიცხვში დაბადებულებს; ასევე შეეწყობიან 7, 16, 25, 9, 18, 27 რიცხვებში დაბადებულებს.

მტრულად განწყობილი რიცხვები -1, 10, 19, 28, თუმცა რადგან რიცხვი 28 2-იანსაც შეიცავს, მტრული თვისებები მასში შედარებით ნაკლებია.

ნეგატიური თვეები - იანვარი, თებერვალი, ივლისი. ამ თვეებში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ბედნიერი დღეები -კვირა, ორშაბათი და პარასკევი.

ქვები -მარგალიტი, მთვარის ქვა, ზურმუხტი და ყველა მწვანე ფერის ქვა. უნდა ატაროთ სხეულთან ახლოს.

ფერები -ყველა ტონის მწვანე ღიადან დაწყებული, მუქით დამთავრებული; ასევე, კრემისფერი და თეთრი. მოერიდეთ მუქ, განსაკუთრებით კი, შავს, იისფერსა და მუქ წითელ ფერებს.

ავადმყოფობები - თირკმელი და საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა.

რეკომენდაციები:

2 რიცხვში დაბადებულებთან უნდა იყოთ ტაქტიანები და ზომიერები შენიშვნის მიცემის დროს. მათ შეუძლიათ საკუთარი თავი ღრმა დეპრესიამდე მიიყვანონ და გარშემომყოფებიც დატანჯონ ამით.

2 რიცხვში დაბადებულები უნდა იყვნენ სულ დაკავებულები (უმჯობესია, ხელოვნებით), რომ მაქსიმალურად ცოტა დრო დარჩეთ ოცნებისთვის ;

ნომერ3ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 3-ში დაიბადეთ?
რიცხვი 3-ის სიმბოლო პლანეტა იუპიტერია, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ასტროლოგიისა და ნუმეროლოგიის ყველა სისტემაში.
3 რიცხვში დაბადებული ადამიანები ამბიციურები და აგრესიულები არიან. ისინი სულ მხოლოდ ზევით მიიწევენ და არასოდეს ეგუებიან დაქვემდებარებაში ყოფნას. მათ უყვართ ძალაუფლება და კმაყოფილები მხოლოდ მაშინ არიან, როცა სხვაზე მბრძანებლობენ.

ამ ადამიანებს საკუთარი იდეები სისრულეში ძალითა და ენერგიით მოჰყავთ. საოცრად დისციპლინირებულები არიან და სხვისგანაც იგივეს მოითხოვენ. ამიტომაც მათგან კარგი ხელმძღვანელები გამოდიან.

მათ უდიდესი ცხოვრებისეული ენერგია აქვთ. ფიზიკურად ისინი ძალიან გამძლეები არიან. საერთო ჯამში ეს ძალიან მძლავრი რიცხვია.

ემოციური თავისებურებები

3 რიცხვის მთავარი ემოციური თავისებურება ამბიციასთან შერწყმული აგრესიულობაა. ამ ადამიანებს ცოტა დრო აქვთ სიყვარულისა და რომანტიკისთვის, მაგრამ თუ მაინც გადავარდნენ გრძნობებში, მაშინ ისინი მონადირის როლს ირგებენ. დევნისგან გამოწვეული სიამოვნება მათთვის ვნებას უტოლდება.

თუმცა ემოციის ობიექტი აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს მათ. 3 რიცხვში დაბადებულებს არ უყვართ, როცა პარტნიორი იგივე როლს თამაშობს, რასაც თავად, ანუ როცა უტოლდებიან მათ.

სექსუალურ ცხოვრებაში ისინი ძლიერები და ძალიან მიწიერები არიან, აგრესიულები და დომინანტები: მონადირეები და არა ნანადირევები. თუმცა ხშირად, როგორც კი ნადავლს ხელში ჩაიგდებენ, ინტერესს მაშინვე კარგავენ.

ჰარმონიული ურთიერთობები. მათი პარტნიორები რბილები და დამყოლები უნდა იყვნენ, თუ სურთ, რომ საყვარელი ადამიანი შეინარჩუნონ. 3 რიცხვი ლიდერი უნდა იყოს. ვერავინ შეეხება მის თავისუფლებას. ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ჰარმონიული, თუ პარტნიორი მეორე ადგილზე ყოფნას შეეგუება.

მონათესავე რიცხვები - 3, 12, 21, 30; 5, 14, 23; 6, 15, 24.

მტრული რიცხვები - 4, 13, 31.

ბედნიერი თარიღები - 3, 12, 21, 30.

პოზიტიური დღეები - სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ქვები - საფირონი, ამეთვისტო.

ფერები - ცისფერი და ვარდისფერი, იასამნისფერი, იისფერი, ალისფერი.

ავადმყოფობები - სახსრები, კანი.

უარყოფითი მხარეები. 3 რიცხვის ზედმეტად ძლიერი ხასიათი შესაძლოა, უკმაყოფილებების მიზეზი გახდეს. ეს ადამიანები - დაბადებიდან დიქტატორები არიან და საკუთარ კანონებს აწესებენ. ნებისმიერ საწინააღმდეგო ქმედებას ჩანასახშივე კლავენ.

კარგია ლიდერად ყოფნა, მაგრამ უკონტროლო ხელმძღვანელობა დიქტატორობაში გადადის, რაც ბევრი მტრის გაჩენას იწვევს. 3 რიცხვში დაბადებულები ვერ იტანენ ნაკლებად ენერგიულ და სუსტ ადამიანებს. ფეთქებადი და ზედმეტად ამაყები არიან და არ უყვართ სხვის მიმართ ვალდებულებაში ყოფნა.

რეკომენდაციები

უნდა მოთოკონ ფეთქებადი ხასიათი, მოუთმენლობა და გადაჭარბებული ამბიციები. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, საკუთარი ხასიათის მსხვერპლნი გახდებიან. თუ საკუთარ თავს გააკონტროლებს, მისგან შესაძლოა, გამოჩენილი პიროვნება ჩამოყალიბდეს და წარმოუდგენელ წარმატებასაც მიაღწიოს ;

ნომერ4ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 4-ში დაიბადეთ?
რიცხვი 4 პლანეტა ურანის სიმბოლოა და ის რიცხვ 1-ს უკავშირდება; ოკულტიზმში იწერება, როგორც 4–1.

4 რიცხვში დაბადებულები თავისებური ხასიათით გამოირჩევიან. ისინი ყველაფერს საპირისპირო მხრიდან უყურებენ. ყველა კამათსა თუ დისკუსიაში საწინააღმდეგო პოზიციას იჭერენ. და თუმცა სულაც არ უნდათ მოკამათის როლში ყოფნა, მაინც ოპოზიციურ ძალას იწვევენ და უამრავ ფარულ მტერს იჩენენ.

ეს ადამიანები განსაკუთრებული ბუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულები, თუმცა ამ შესაძლებლობის გამოყენებას მათი პესიმისტური ხასიათი უშლის ხელს. ისინი, როგორც წესი, ბრწყინვალე აკადემიურ კარიერას იკეთებენ.

მათ ძალიან მძლავრი დამკვირვებლური ნიჭი აქვთ და კარგი ათვისების უნარი. ყველაფერი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მარტივად გამოსდით. თანდაყოლილი ნიჭი მათ საშუალებას აძლევს სისტემატურად და მეთოდურად აკეთონ სამუშაო. არ გამოირჩევიან ფეთქებადი ხასიათით და იშვიათად კამათობენ. ფული მათგან ისევე სწრაფად მიდის, როგორც შესდით.

ემოციური თავისებურებები

4 რიცხვი მარტივად არ ჰყვება გრძნობებს, მაგრამ თუ აჰყვა, მაშინ სამუდამოდ. ისინი ერთგულები არიან არა ვალდებულების გამო, არამედ იმიტომ, რომ მათ ძნელად უყვარდებათ. ისინი სექსუალურად გაწონასწორებულები არიან და მარტივად პოულობენ პარტნიორს.

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი პესიმისტები არიან და სევდიანი განწყობა მათი თანმდევია ყველგან და ყოველთვის. ეს ძალიან რთული ასატანია გარშემომყოფებისთვის, რადგანაც ძნელია პესიმისტისა და საკუთარ თავში რწმენადაკარგული ადამიანის გვერდით ყოფნა.

ეს ორი თვისება უსიამოვნო გრძნობას იწვევს - მწვანეთვალება ურჩხულს, ეჭვიანობას. საკუთარი თავის რწმენას მოკლებულები, ისინი ითხოვენ გარშემომყოფთა აღიარებას და თუ ვერ მიიღეს, ეკლიანები და უკარებები ხდებიან.

უარყოფითი თვისებები

ბევრი დადებითის მიუხედავად, 4 რიცხვი იშვიათად აღწევს წარმატებას ცხოვრებაში ყველაფრის გადამხაზველი პესიმიზმის გამო. იმის გამო, რომ ყველაფერში ბნელ მხარეს ხედავენ და საკმარისად არ სჯერათ საკუთარი ძალების, ხშირად უშვენებ ხელიდან შანსს. მათ არ ჰყოფნით ძალა, ებრძოლონ წარუმატებლობებს და წაგებას რომ თავი აარიდონ, ურჩევნიათ, საერთოდ არ იმოქმედონ.

4 რიცხვი - მფლანგველი

მათ საერთოდ არ შეუძლიათ ეკონომიის გაწევა და როცა საჭიროებისთვის თანხებს ვერ გამონახავენ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და მათი რწმენა საკუთარი თავის მიმართ საბოლოოდ კვდება.

ჰარმონიული ურთიერთობები

4 რიცხვში დაბადებულთა პარტნიორები გამუდმებით უნდა ამხნევებდნენ მათ. გარშემომყოფები უდიდესი მოთმინებითა და გაგებით უნდა მოეკიდნენ ამ ადამიანების პესიმისტურ ხასიათს. სამაგიეროდ, მიიღებენ უერთგულეს ადამიანს, რადგან თუ 4-იანი ვინმეს მიეჯაჭვა, ეს სამუდამოდ იქნება.

მონათესავე რიცხვები - 1, 10, 15, 28, 4, 8, 17, 26.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 3, 12, 21, 30.

ნეგატიური თვეები - იანვარი.

ბედნიერი რიცხვები - 4, 13, 22, 31.

ფერები - ღია ცისფერი და თეთრი. ყველა ღია ფერი, ელექტრიკი და რუხი.

ქვები - აკვამარინი (თეთრი და მუქი საფირონი)

ავადმყოფობები - თირკმელები, წელისა და თავის ტკივილი (უნდა მოერიდნენ ცხარე საკვებს).

რეკომენდაციები

4 რიცხვში დაბადებული ადამიანები არასოდეს იქნებიან ბედნიერები ამ მატერიალურ სამყაროში. მიუხედავად მათი ერთგულებისა, მათ პესიმისტურ ხასიათს ბევრი ვერ უძლებს და ადამიანები მათგან მირბიან.

ამიტომაც აუცილებელია, ყველა ძალით დაძლიონ არასრულფასოვნების კომპლექსი, რისგანაც ისინი იტანჯებიან და რომელიც ყველაზე ხშირად ხდება მათი წარუმატებლობის მიზეზი. არ უნდა იყვნენ არავის იმედზე და დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ თავს.

ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც ისეთი განსაკუთრებული თანდაყოლილი ნიჭი აქვს, როგორც მათ. თუ ამას გააანალიზებენ, ბევრად წარმატებულები იქნებიან კარიერაში და ბედნიერები - პირად ცხოვრებაში ;


ნომერ5ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 5-ში დაიბადეთ?
რიცხვი 5-ის პლანეტა მერკურია, რომელიც ფულსა და საქმიანობას მართავს. 5 რიცხვში დაბადებული ადამიანები მერკანტილურები არიან და მათთვის ცხოვრების კრედო - ქონების დაგროვებაა.

ისინი მოხერხებულები და ძალიან საქმიანები არიან. ფულისადმი დიდი სიყვარულის გამო და იმიტომ, რომ ისინი მოუთმენლები არიან, ხშირად კანონის დარღვევაზეც მიდიან. ეს ადამიანები ბევრ კარგ თვისებას ფლობენ.

მაგალითად, ისინი სწრაფად აზროვნებენ და უცებ იღებენ გადაწყვეტილებებს. მათთან ადვილია ცხოვრება, რადგან ისინი ურთიერთობისას ტაქტიანები არიან და საოცრად დიპლომატიურები. ბუნებით ძალიან ძლიერი 5-იანი უმკლავდება ყველანაირ სირთულეს და არასოდეს ეცემა სულიერად გაჭირვების ჟამს, რა თქმა უნდა, მაშინ, როცა საქმე მათ ქონებას არ ეხება.

ყველა ეს დადებითი თვისება მხოლოდ ერთი მიზნისკენ არის მიმართული - ფინანსური წარმატებისკენ. ჭკუა, მოხერხებულობა, დიპლომატიურობა, ტაქტი, ქმედების სისწრაფე, ხასიათის სიმტკიცე მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, თუ სამიზნე - ფულია.

ემოციური თავისებურებები

ეს ადამიანები მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისკენ ისწრაფვიან. ნებისმიერი მათი ქმედება ფულის კეთებისკენ არის მიმართული. მათი სულიერი ცხოვრებაც და მათი სექსუალური ლტოლვაც ფულის სიყვარულითა და საქმეში წარმატებით არის ნაკარნახევი. მათთვის მთავარია, პარტნიორი მატერიალურად იყოს ძლიერი. ფიზიკურობას ისინი ამ შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევენ.

უარყოფითი მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ 5 რიცხვში დაბადებულები ბედის ნებისმიერ დარტყმას ვაჟკაცურად ხვდებიან, ისინი აბსოლუტურად დემორალიზებულები ხდებიან, როცა ფულს ან სარფიან საქმეს კარგავენ. სამწუხაროდ, ისინი ხშირად იმეორებენ შეცდომებს და ვერ სწავლობენ ძველ გამოცდილებაზე.

გამოუსწორებელი მოთამაშეები არიან, იქნება ეს მაგიდასთან, საფონდო ბირჟასა თუ იპოდრომზე. ისინი უძლურები ხდებიან დიდი ფსონის წინაშე. კიდევ ერთი უარყოფითი თვისებაა - მათი ადვილად აღგზნებადობა. თუ ის რაღაც დონეზე არ დაბალანსდა კარგ თვისებებთან - ჭკუასა და ლოგიკასთან, მაშინ ისინი სრულიად კარგავენ ზომას და კრახით ამთავრებენ კარიერას თუ პირად ურთიერთობას.

ჰარმონიული ურთიერთობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5 რიცხვში დაბადებულებთან ერთად მარტივია ცხოვრება. ისინი რბილი ხასიათის, დიპლიმატიურები და დამთმობები არიან. მაგრამ ეს თვისებები ფულის წყურვილს ექვემდებარება და ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ არის სიმდიდრის მოხვეჭის პერსპექტივა. ამიტომაც მათი გაგება მხოლოდ მათსავით მერკანტილურებს შეუძლიათ.

სექსში ისინი ეგოისტები არიან და აქაც მათზე ფულის სიყვარული მეფობს.

ბედნიერი რიცხვები - 5, 14, 23, 3, 12, 30; 9, 18, 27.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 2, 20, 4, 13, 22, 31, 7, 16, 25.

ნეგატიური თვეები - ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი.

ბედნიერი თარიღები - 5, 14, 23.

ბედნიერი კვირის დღეები – ოთხშაბათი და პარასკევი.

ფერები - ღია რუხი, თეთრი, ვერცხლისფერი და ყველა მბზინავი ფერი.

ქვები - ალმასი, ბრილიანტი ვერცხლსა და პლატინაში.

ლითონები - თეთრი ლითონი, ვერცხლი ან პლატინა. არ არის რეკომენდებული ყვითელი ოქროს ტარება.

დაავადებები - სულიერი გაუწონასწორებლობა და სახსრების ტკივილი.

რეკომენდაციები

მშვიდად უნდა უყურონ ფულს და მასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს, არასოდეს უნდა გამოვიდნენ წყობილებიდან მისი მოპოვების დროს. 5 რიცხვში დაბადებულებს დახვეწილი აზროვნება აქვთ იმ შემთხვევაში, თუ ზომიერები არიან საკუთარ მატერიალურ შეხედულებებში ;

ნომერ6ნუმეროლოგია - რა გელით მომავალში თუ 6 რიცხვში ხართ დაბადებული?
6 რიცხვში დაბადებული ადამიანები პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ალბათ ამიტომაც არის, რომ ამ ადამიანებს მაგნიტური მიზიდულობის ძალა აქვთ და სექსუალურად ძალიან მიმზიდველები არიან.

შესაძლოა, ისინი ფიზიკურად სულაც არ იყვნენ მომხიბვლელები, მაგრამ დასამახსოვრებელი გარეგნობა და ფენომენალური მომხიბვლელობა ყველა მათგანს გააჩნია. თავისი მანერებითა და ეშხით ისინი საწინააღმდეგო სქესს იზიდავენ ისე, როგორც ნათურა პეპლებს. ისინი რომანტიკულები და იდეალისტები არიან და თუ შეუყვარდათ, ამ გრძნობის ტყვეები ხდებიან. ძალიან მგრძნობიარეები არიან გარემოს მიმართ და საკუთარ თავს ლამაზი ნივთებით მუდამ ანებივრებენ, თუ რა თქმა უნდა, ამის საშუალება აქვთ. 6 რიცხვში დაბადებული ქალი ამაყობს თავისი სახლით და ძალიან უყვარს სტუმრების გამასპინძლება. მუდამ ზრუნავს სახლის ინტერიერის განახლებაზე, რისთვისაც არ იშურებს ძალასა და სახსრებს.

ემოციური თავისებურებები.

6 რიცხვში დაბადებული ადამიანები დატვირთული ემოციური ცხოვრებით ცხოვრობენ. ისინი რომანტიკულები არიან, თუმცა მათი ემოციური და სქესობრივი ლტოლვა ზედმიწევნით დაბალნსებულია, ანუ მათ სურთ ერთიც და მეორეც. უყვართ როგორც გულით, ასევე სხეულით. ისინი მგზნებარე საყვარლები არიან, საწინააღმდეგო სქესისთვის - ძალზედ მიმზიდველები. უყვართ ბუნება და გარემოსთან ერთად იფურჩქნებიან. დიდი ესთეტები არიან და განსაკუთრებით უყვართ მუსიკა. გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი მტკიცე ხასიათს იჩენენ. მათთვის დამახასიათებელი იდეალიზმისა და რომანტიზმის მიუხედავად, პარქტიკულები და შრომისმოყვარეები არიან ნებისმიერ საქმეში. ეს ერთ-ერთი საუკეთესო რიცხვია, რადგან თითქმის ყველა თვისებას ფლობს: ტემპერამენტს, ინდივიდუალურობას, პარქტიკულობასა და რომანტიზმს, გულწრფელობას, მიმზიდველობასა და ერთგულებას - ყველაფერი ეს იდეალთან არის მიახლოებული.

უარყოფითი თვისებები.

თუ 6 რიცხვში დაბადებულს უღალატა ადამიანმა, რომელსაც ის ენდობოდა, ის შურისმაძიებელი ხდება და მისი სიძულვილი იმდენად ძლიერდება, როგორც სიყვარული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ადამიანებს ორი უკიდურესება აქვთ. მათ მტრულ განწყობილებას დრო არ შველის, პირიქით, დროთა განმავლობაში ეს გრძნობა უფრო ძლიერდება.

ჰარმონიული ურთიერთობები.

6-იანი ყველა ტიპის ადამიანს ეგუება. ისინი მოსიყვარულე ადამიანები არიან და სურთ, რომ სხვებსაც უყვარდეთ საპასუხოდ. ეს პიროვნება-ანდამატია და განურჩველად ყველას იზიდავს. პარტნიორებთან ურთიერთობაში მათ მხოლოდ ერთი თვისება სჭირდებათ - საკუთარი ტემპერამენტის კონტროლი.

ბედნიერი რიცხვები - 6, 15, 24, 7, 16, 25.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 1, 3, 10, 12, 19, 21, 30.

ბედნიერი თარიღები - 6, 15, 24.

ბედნიერი დღეები - სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ნეგატიური თვეები - მაისი, ოქტომბერი, ნოემბერი.

ფერები - ყველა ტონის ცისფერი და ლურჯი, ასევე ვარდისფერი. უნდა მოეროდონ შავსა და მუქ-იისფერს.

ქვები - ფირუზი, ზურმუხტი.

ავადმყოფობები - ყელ-ყურ-ცხვირი.

რეკომენდაციები.

ეს ადამიანები გულწრფელები და მყარი ნებისყოფისანი არიან, შეყვარებულები და საყვარლები. მათ ვერ ივიწყებენ. 6-იანის ირგვლივ ყველა მზრუნველი უნდა იყოს და დააფასოს მისი ღირსებები, არ აწყენინოს უმიზეზოდ, რადგან ისინი იმდენად ცუდი მტრები არიან, რამდენადაც კარგი მეგობრები. თუ გააბრაზეთ, კონტროლს დაკარგავენ. სწორედ ამ სისუსტის დაძლევა მართებთ 6-იანებს. თუ ამას მოახერხებენ, ისინი იქნებიან ყველაზე სასიამოვნო ადამიანები, ერთგული მეგობრები და ვნებიანი საყვარლები ;

ნომერ7უმეროლოგია - რა გელით, თუ 7 რიცხვში ხართ დაბადებული
რიცხვი 7 აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ძალიან ინდივიდუალური, ძლიერი ხასიათით გამოირჩევა.

ისინი ბუნებით მატერიალისტები არ არიან, მაგრამ სხვებზე უფრო მეტად სარგებლობენ სიმდიდრითა და მატერიალური კეთილდღეობით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ცდილობენ ფულის შოვნას, ისინი მას ძალიან მარტივად იხვეჭენ.

ინდივიდუალურობისა და ორიგინალურობის წყალობით ისინი ხდებიან გამოჩენილი მწერლები, პოეტები და მხატვრები. მათი უჩვეულობა ყველაფერში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარ საქმეს ჰკიდებენ ხელს და არასოდეს აგრძელებენ სხვისას, თუნდაც ის მემკვიდრეობით ერგებოდეთ.

ეს ადამიანები ცხოვრებაში ბევრ ცვლილებას განიცდიან, ხშირად იცვლიან გარემოს, ბევრს მოგზაურობენ. ბუნებით ფილანტროპები არიან და თუ სიმდიდრითაც გამოირჩევიან, აქტიურად ეწევიან ქველმოქმედებას. მათი რელიგია - ჰუმანურობაა.

ახლობლის სიყვარული კი მათთვის წმინდაა, თუმცა ისინი რელიგიურობით არ გამოირჩევიან. აქვთ მძაფრი ინტუიცია და ადვილად იცნობენ სხვის განწყობას, რაც დიდ უპირატესობას ანიჭებს მათ სხვებთან შედარებით.

ემოციური თავისებურებები

7 რიცხვში დაბადებულები ძალიან ცვალებადები არიან და მოუსვენრები ბუნებით. ამიტომაც ისინი იშვიათად არიან ერთ ადამიანზე მიჯაჭვულები დიდი ხნით. ხშირად 7 რიცხვში დაბადებული ადამიანი სასურველის ძებნისას რამდენჯერმე ქორწინდება. ეს ადამიანები გამუდმებით ეძებენ უსაფრთხოებას და ფიქრობენ მომავალზე.

ასეთი ცვალებადობის გამო 7-იანი ძალიან საინტერესოა და სექსუალურად მიმზიდველი, რადგან ვერასოდეს იწინასწარმეტყველებ, რას გააკეთებს ის შემდგომში. მათ დიდი სექსუალური მადა აქვთ, მაგრამ ურთიერთობებში ძალიან სათნოები და ნაზები არიან.

უყვართ დროდადრო პარტნიორის გამოცვლა. თუმცა ასეთი გართობა მათ მუდმივ ურთიერთობაზე გავლენას არ ახდენს. 7-იანთან ქორწინებაში მყოფებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ წვრილ-წვრილ ღალატს, რადგან ღალატი მას ცვლილებების ჟინს უცხრობს.

უარყოფითი მხარეები

ეს ადამიანი ბევრი მომხიბვლელი თვისებით გამოირჩევა, თუმცა მისმა ცვალებადმა ხასიათმა შესაძლოა დიდი დანაკარგი მოუტანოს თავად მას. ცვლილებები - ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ აფრები გაქვს აშვებული, მაშინ აქ კარგი არაფერი მოხდება.

პარტნიორმა უნდა იცოდეს, რომ 7-იანისთვის ტაბუ არაფერში არ არსებობს, მით უმეტეს კი სექსში. ამიტომაც ყველაფერში უნდა აჰყვეს მას. სხვანაირად მას ვერ შეეწყობა.

ბედნიერი რიცხვები - 2, 16, 19, 11, 29, 20.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 1, 19, 28, 3, 12, 21, 30, 5, 9, 14.

ბედნიერი თარიღები - 7, 16, 25.

ბედნიერი დღეები - კვირა, ორშაბათი

ნეგატიური თვეები - იანვარი, თებერვალი, ივლისი, აგვისტო.

ავადმყოფობები - საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა, ასევე ნერვები და სტრესი.

რეკომენდაციები

7 - იდუმალი ძალების მფლობელი რიცხვია. ეს ადამიანი დაჯილდოებული არის საკუთარი ახლობლების ცნობის ინტუიციური უნარით.

ძალიან შემოქმედებითები არიან. ერთადერთი უარყოფითი თვისება აქვთ - ცვლილებების სიყვარული, რასაც ხანდახან უკიდურესობამდე მიჰყავს. ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ცვლილებები, რომლებიც მათ უნდათ, რომ განახორციელონ, ნამდვილად ჭკვიანურია. სხვაგვარად შესაძლოა საკუთარ თავს ავნონ.

სხვა დანარჩენში ისინი ძალიან მომხიბვლელები არიან. არავინ არასოდეს იცის, რა იქნება ხვალ ამ ადამიანთან ერთად ყოფნისას. სიურპრიზის ეს ელემენტი მათ არაჩვეულებრივებს ხდის. 7 რიცხვში დაბადებულები სიმდიდრითაც გამოირჩევიან ან აქვთ უნარი, რომ გააუმჯობესონ თავიანთი ქონება და უფრო ხშირად ისინი კარგად საკუთარი ცხოვრების მეორე ეტაპზე გრძნობენ თავს. ერთი სიტყვით, 7-ში დაბადებულ ადამიანებს ბედი სწყალობთ ;

ნომერ8ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 8-ში დაიბადეთ?
რიცხვი 8 - ყველაზე რთულია ყველა რიცხვს შორის. თუ 8-იანის მოხაზულობას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის ორი ნაწილისგან შედგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანი გაორებულია.

მათ ხასიათის ეს თავისებურება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ეტყობათ. ამ ადამიანების იშვიათად თუ ვინმეს ესმის. ამის გამო ისინი ძალიან მარტოსულები არიან.

8 რიცხვში დაბადებულები მაქსიმალისტები არიან და თუ წინ მათი ხასიათის მატერიალური მხარე წამოიწევს და არა ემოციური, მაშინ წარმატება გარანტირებული ექნებათ.

ემოციური თავისებურებები

ადამიანები რიცხვით 8 - ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევიან, თუმცა, ამავე დროს, არიან ძალიან ემოციურები და თუ ვინმეს მიეჯაჭვნენ, ეს სამუდამოდ ხდება. გარეგნულად რატომღაც ცივები ჩანან, მაგრამ ეს, უბრალოდ, ნიღაბია...

სინამდვილეში ისინი ძალიან თბილები არიან; უბრალოდ, არ შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან ძლიერი სქესობრივი ძალა აქვთ, ისინი პარტნიორში, პირველ რიგში, სულიერ სიახლოვეს ეძებენ. რადგან მათი გაგება ბევრს უჭირს, 8-იანები რთულად პოულობენ შესაფერის წყვილს.

ჰარმონიული ურთიერთობები

იშვიათია ადამიანი, ვინც 8-იანთან ჰარმონიაში იცხოვრებს. ამ რიცხვში დაბადებულის პარტნიორს უნდა გააჩნდეს გაგების განსაკუთრებული უნარი და სწორად უნდა შეაფასოს 8-იანის თავისებური ხასიათი. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ცოტას, ხან კი სრულიად არავის შეუძლია 8-იანის ბოლომდე დაკმაყოფილება.

ყველაზე შესაფერისი და იდეალური ვარიანტია მისივე მსგავსი.

ბედნიერი რიცხვები - 17 და 26.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 1, 10, 19, 28, 4, 13, 22, 31.

ბედნიერი თარიღები - 8, 17, 26.

ბედნიერი დღეები - შაბათი, კვირა, ორშაბათი.

ნეგატიური თვეები - დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, ივნისი.

ფერები - ხაკისფერი, შავი, მუქი ლურჯი, მუქი რუხი, იისფერი. რეკომენდებული არ არის ღია ფერები.

ქვები - შავი ალმასი და შავი მარგალიტი; ამეთვისტო და მუქი საფირონი.

ავადმყოფობები - კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, თავის ტკივილი.

უარყოფითი მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ 8 რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან გონიერები არიან და კარგი ათვისების უნარით გამოირჩევიან, მათ იშვიათად მიიჩნევენ ასეთებად და ხშირად სულ სხვა იარლიყს აწებებენ. ისინი ძალიან გულწრფელები არიან, მაგრამ მარტოსულად ყოფნას ხშირად თვითგანადგურებამდე მიჰყავთ.

მათ მთელი არსებით უყვარდებათ და თუ მიატოვეს, სასოწარკვეთამდე მიდიან. 8 რიცხვში დაბადებულები შურისმაძიებლები არიან. ასე რომ, თუ 8-იანში სიძულვილი გამოიწვიე, ჩათვალე, რომ მასში დაუნდობელი ცხოველი გააღვიძე. ერთი სიტყვით, 8 რიცხვში დაბადებულებს აკლიათ წონასწორობის გრძნობა და არ აქვთ დამთმობი ბუნება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მის პიროვნებას გაორება ახასიათებს, მასში ყოველთვის იარსებებს აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმისა, რაც გარედან ჩანს.

მას, ვისაც 8-იანთან ექნება საქმე, ყოველთვის უნდა ახსოვდეს ეს: თუ დღეს ის მოსიყვარულე და კეთილია, სხვა დროს ის იგივე სიძლიერით გამოხატავს სიძულვილსა და სისასტიკეს.

რეკომენდაციები

8 რიცხვში დაბადებული ადამიანები - არაჩვეულებრივი პიროვნებები არიან; უბრალოდ, საჭიროა მათი გაგება. 8-იანის ინტერესებში კი იქნება, თუ ის შეიგნებს და გაითავისებს, რომ მისი ბოლომდე გაგება ძნელია.

კარგი იქნება, თუ საკუთარი თავის მართვას შეძლებენ და არ მისცემენ საშუალებას საკუთარი ემოციების ღუზას, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდეს. საუკეთესო იქნება, თუ თავის უსაზღვრო ენერგიას მხოლოდ ერთი მიზნისკენ მიმართავენ და არ დახარჯავენ მას უსარგებლო ემოციებისთვის.

თუ ისინი ისწავლიან იმის მიღებას, რაც მათთან თავისით მიდის, თანაც ისე, რომ მთელ ქვეყანას არ ებრძოლონ, ისინი ბევრად ბედნიერები იქნებიან და ბევრად ეფექტურად მიაღწევენ მიზანს. კარგი იქნება, თუ მოთმინების უნარსაც გამოიმუშავებენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში წავლენ ისინი წინ.

8-იანები ძალიან ჭკვიანი პიროვნებები და შრომისმოყვარეები არიან, ფლობენ დიდ სულიერ და გონებრივ ძალას, არტისტულები არიან და თან საოცრად მგრძნობიარეები. მართებთ მხოლოდ უკიდურესობებისგან ;

ნომერ9ნუმეროლოგია - რა გელით, თუ 9 რიცხვში ხართ დაბადებული?
რიცხვი 9-ის პლანეტა მარსია. ამიტომაც ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ბუნებით მებრძოლები არიან. ისინი მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან და არასოდეს ეცემიან სულიერად ყველაზე რთულ მომენტებშიც კი.

ხასიათის ასეთი სიმტკიცე მათ საშუალებას აძლევთ, დაწყებული ყოველთვის ბოლომდე მიიყვანონ. ისინი ამბიციურები არიან და, რადგანაც შორს იჭვრიტებიან, თითქმის ყოველთვის აღწევენ მიზანს. მათ დომინირებული ხასიათი აქვთ და ხელმძღვანელობის საოცარი ინსტინქტი.

არ უყვართ, როცა ვინმე არ ემორჩილებათ და ბედნიერები არიან, როცა თავად მართავენ სხვებს. როგორც რიცხვი 1, 9-ში დაბადებულებიც ქვეშევრდომების მიმართ უხეშები არიან და ხშირად სხვისი გრძნობების მიმართ დაუნდობლებიც. ჯარში ისინი მაღალ ჩინს აღწევენ. მათ აფასებენ სიძლიერისა და მტკიცე ხასიათის გამო.

ემოციური თავისებურებები

9-ში დაბადებულები ძალიან სექსუალურები არიან, მაგრამ არ შეუძლიათ თავიანთი სურვილების გამოხატვა. ამიტომაც პირად ურთიერთობებში ხშირად წარუმატებლები არიან. სურვილის გამოხატვა მათთვის შეურაცხმყოფელია.

ისინი ამას სისუსტედ მიიჩნევენ და ამიტომაც შეუძლიათ, საკუთარი თავი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანონ, იმის მაგივრად, რომ სურვილი დაიკმაყოფილონ.

ეს ადამიანები ყველა საქმეში ლიდერები არიან, გარდა სექსისა; აქ ჯობს იქით მართოთ 9-იანი. ხასიათის ეს თავისებურება მათმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ. ხანდახან ისინი ცივები ჩანან და თითქოს სურვილიც არ აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.

სურვილი არის, მაგრამ თუ ამას გამოხატავენ, მათი აზრით, ისინი თავმოყვარეობას შეილახავენ. ისინი ძალიან ღრმა ემოციურობით გამოირჩევიან, თუმცა მარტივად არ უყვარდებათ და მეგობრებსაც ძნელად იძენენ, მაგრამ თუ ეს მოხდა - მაშინ სამუდამოდ.

9-ში დაბადებულების მაღალი სექსუალურობა ხშირად მათი გზიდან აცდენის მიზეზი ხდება, რადგან ფიზიკური ლტოლვის მოჭარბების დროს ისინი ლოგიკას მეორე პლანზე სწევენ. მათი პირველი ქორწინება ხშირად წარუმატებელია, რადგან მათ ფიზიკური ლტოლვა სიყვარულში ერევათ და სურვილის დაკმაყოფილების შემდეგ არანაირ გრძნობას აღარ განიცდიან პარტნიორის მიმართ.

მაგრამ ისინი იშვიათად ცდებიან ორჯერ და ეს არ ეხება მხოლოდ ქორწინებას… პრაქტიკულად, ყველა საქმეში ასე ხდება. ამიტომაც ისინი წარმატებულები არიან, რადგან შეუძლიათ ისწავლონ არა მარტო საკუთარ შეცდომებზე, არამედ სხვებისაზეც.

უარყოფითი მხარეები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ადამიანები დომინანტები არიან და არასოდეს უწევენ ანგარიშს სხვებს. ამიტომაც მათ ბევრი მტერი ჰყავთ. მაგრამ წარმატებას, რომელსაც ისინი აღწევენ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა უმადლოდნენ, რადგან ძალიან შრომისმოყვარეები და გამტანები არიან, მაგრამ მიაღწევენ თუ არა წარმატებას, მაშინვე ქედმაღლები ხდებიან და თავი გვირგვინოსნები ჰგონიათ. 9-ში დაბადებულები არ სწყალობენ იმ ადამიანებს, ვინც მათ აზრს არ იზიარებს.

ჰარმონიული ურთიერთობები

ამ ადამიანებს შეუძლიათ გაუგონ მხოლოდ იმათ, ვინც მათთან სულიერად ახლოს იქნება. 9-იანები ძლიერი ანალიტიკური უნარით გამოირჩევიან და ეძებენ ასეთივე მახვილგონიერებით გამორჩეულ ხალხს.

ისინი უპირატესობას იმ ადამიანებს ანიჭებენ, ვისაც კარგი რეპუტაცია აქვს. სამაგიეროდ, არ ცნობენ ავტორიტეტებს და არ ენდობიან ადამიანს მანამ, სანამ მისი შინაგანი სამყაროს ხარისხიანობაში არ დარწმუნდებიან. მხოლოდ ამის მერე მოუშვებენ ისინი ადამიანს თავისთან ახლოს და დაუმეგობრდებიან მთელი ცხოვრებით. სისუსტე - ეს არის ის, რასაც 9-იანი ვერასოდეს შეეგუება.

ბედნიერი რიცხვები - 9, 18, 27, 2, 11, 29, 3, 12, 21, 30, 6, 15, 24.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 7, 16, 25.

ბედნიერი თარიღები - 9, 18, 27.

ბედნიერი დღეები - ხუთშაბათი, პარასკევი.

ნეგატიური თვეები - აპრილი, მაისი, ოქტომბერი, ნოემბერი.

ფერები - წითლის ყველა ტონი, ალისფერი, ვარდისფერი.

ქვები - ლალი, გიშერი.

ავადმყოფობები - წითურა, ყბაყურა. ამ ადამიანებს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადააქვთ ერთი ოპერაცია.

რეკომენდაციები

9-იანი გაბედული ნიშანია და ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან მამაცები არიან. თუმცა, ამასთან ერთად, შეუძლიათ იყვნენ დაუნდობლებიც, რის გამოც ბევრ მტერს იძენენ. კარგი იქნება, თუ თავის მართვას ისწავლიან. სხვაგვარად ბევრ უსიამოვნებას გადაეყრებიან.

ეს ძალიან კარგი რიცხვია, მაგრამ თუ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანი ცოტა მოთმინებასა და თავშეკავებულობასაც გამოიჩენს გარშემომყოფების მიმართ, არ აღმოჩნდება მეგობრებისა და ახლობლების გარეშე.

ეს ადამიანები ძალიან ნიჭიერები არიან და მწვერვალებსაც იპყრობენ. მთავარია, წინსვლის დროს სხვას არ გადააბიჯონ.

კარგი იქნება, თუ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის დაჭერამდე კარგად დაფიქრდებიან. როგორც კი გადალახავენ წინააღმდეგობებს თავიანთი ცხოვრების პირველ ეტაპზე, აღწევენ უდიდეს წარმატებას და სიმშვიდეც ეუფლებათ. მთავარია - ენას კბილი დააჭირონ ;

ნომერ10ნუმეროლოგია - რა გელით მომავალში, თუ 10 რიცხვში ხართ დაბადებული?
რიცხვი 10 ერთიანისა და ნულისგან შედგება. ნული - არის რიცხვი, რომელიც ერთს ანეიტრალებს. ამიტომაც 10 - ეს დასუსტებული ერთია. ეს ადამიანები ლიდერები არიან, მაგრამ ნაკლებად დომინანტები, ვიდრე 1 რიცხვში დაბადებულები.

ისინი ფლობენ 1-იანის ყველა თვისებას. ამბიციური 10-იანი არ კარგავს დროს და შეუჩერებლად მიიწევს წინ მიზნისკენ. ჯიუტია და არ გაჩერდება, მანამ მიზანს არ მიაღწევს. წარმატებულია ცხოვრებაში, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი მაინც ვერ აღწევენ იმხელა სიმაღლეებს, რასაც რიცხვ 1-ში დაბადებულები.

10-ში დაბადებულები მამაცები არიან და მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ, რისკავენ და დიდ ფსონს დებენ, არ ეშინიათ დანაკარგის, რადგან წარმატება მათთვის ხშირ შემთხვევაში გარანტირებულია.

ემოციური თავისებურებები

ბუნებით ლიდერებს ბევრი პარტნიორის მოთხოვნილება აქვთ, რომლებიც მათ ქმედებებს ზედმეტი შეკითხვების გარეშე მიიღებენ. ამით ისინი 1-ში დაბადებულებს ძალიან ჰგვანან. სექსის საკითხში 10-იანი ძალიან ძლიერია და ამ საქმეშიც მისსავით ძლიერი პარტნიორები ესაჭიროება, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური სიამოვნება.

ჰარმონიული ურთიერთობები

10-იანი ძალიან გულწრფელი რიცხვია და სხვებისგანაც გულწრფელობას მოითხოვს. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები კარგი მეგობრები არიან და ერთგული საყვარლები და მეუღლეები, თუმცა პარტნიორისგანაც, რა თქმა უნდა, იგივეს მოითხოვენ. 10-იანის მთავარი დევიზია - იცხოვრე და მიეცი საშუალება სხვებსაც, რომ იცხოვრონ. არ უყვარს, როცა მის კვალს მიჰყვებიან, მაგრამ არც ბრმა მორჩილებას მოითხოვს სხვისგან. არავის საქმეში ერევა და არც სხვას აძლევს მის საქმეში ჩარევის უფლებას. ჭკვიანი, ენერგიული და ინიციატორი 10-იანები ადვილად აღწევენ წარმატებას საქმეში და პირად ცხოვრებაში. ეს ძალიან დადებითი და წარმატებული რიცხვია.

უარყოფითი თვისებები

მთავარი უარყოფითი თვისებაა ქვეშევრდომების მიმართ გულცივობა. გარდა ამისა, ისინი ფეთქებადებიც არიან. ვერ იტანენ ინერტულობას, რადგანაც თავად ძალიან ენერგიულები არიან. ხშირად ექცევიან ოპოზიციაში და ამიტომ მტრებსაც იჩენენ. თუ მისი მართვა ვერ მოხერხდა, ის ყველაფერს გაანადგურებს, რაც გზად შეხვდება.

ბედნიერი რიცხვები - 10, 19, 28.

ბედნიერი დღეები – კვირა, ორშაბათი.

ფერები - ოქროსფერი, ღია ყვითელი.

ქვები - ყვითელი ალმასი, ტოპაზი.

ავადმყოფობები - გული და თვალები, მაღალი არტერიული წნევა.

რეკომენდაციები

10 რიცხვში დაბადებულები, როგორც უკვე ვთქვით, ლიდერები არიან, თუმცა ისინი მოუთმენლები და მკაცრები არიან სხვების მიმართ და ვერ იტანენ, თუ ვინმე საქმეს ისეთივე მონდომებით არ აკეთებს, როგორც თავად ისინი. ისინი უნდა ეცადონ, იყვნენ მეტად დამთმობები და მომთმენები. საკუთარი ამბიციების გამო ხშირად იტანჯებიან და დაძაბულები არიან. იმდენს შრომობენ, რომ დაცემამდე მიდიან.

უნდა ეცადონ, რომ არ გადააჭარბონ, როგორც ფიზიკური და გონებრივი სამუშაოს კეთებისას, ასევე ამბიციებში და ემოციებშიც. პირველ რიგში, უნდა გამოიმუშავონ მოთმინების გრძნობა, რადგან მტრებს სწორედ ფეთქებადი ხასიათის გამო იჩენენ. დანარჩენში ეს ნიშანი ძალიან კარგია, ადამიანები კი, რომლებიც 10-ში დაიბადნენ - ბედნიერები და წარმატებულები არიან ;ნომერ11ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 11 რიცხვში ხართ დაბადებული?
11 - ერთ-ერთი ყველაზე რთული რიცხვია. ეს რიცხვი ერთიანის გაორმაგებულ თვისებებს ფლობს, მაგრამ ორი ერთიანის ჯამი - 2 - აბსოლუტურად საწინააღმდეგოა მისგან. ამიტომაც 11-ში დაბადებული ადამიანების გაგება ძალიან რთულია.

ისინი ძალიან ამბიციურები არიან და არ ჯერდებიან მეორე ადგილს. ენერგიულები, ინიციატორები, ინდივიდუალურები და დამოუკიდებლები ხასიათის სიმტკიცითაც გამოირჩევიან. ამ გაბედულ თვისებებთან ერთად, ისინი ძალიან მგრძნობიარეები და დელიკატურებიც არიან. არაჩვეულებრივად გეგმავენ და ასრულებენ მიზნებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მაშინვე იმოქმედებენ; მაგრამ საკმარისია, შეყოყმანდნენ, მაშინვე ყრიან ფარ-ხმალს. ისინი თამამ მიზნებს ისახავენ, მაგრამ ხშირად არ ჰყოფნით სიმამაცე მათ ცხოვრებაში განსახორციელებლად. იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ ხმამაღლა, პირდაპირ გამოთქვან უკმაყოფილება, ისინი საშინლად ბუზღუნები ხდებიან.

ორი ერთიანისგან შემდგარ რიცხვში დაბადებულები ხშირად მოულოდნელები არიან. ხან შეუძლიათ ილაპარაკონ გაუთავებლად, ხან კი პირში წყალი ჩაიგუბონ და არაფერი თქვან. როდის და რას გააკეთებენ, წინასწარ არავინ იცის. უზარმაზარი ამბიცია აიძულებს მათ, ისურვონ მეტი და მეტი საკუთარი თავისთვის, თუმცა ხშირად მათი სურვილი საშუალებას არ ემთხვევა. რადგან ჯამში ეს რიცხვი 2-ს უდრის, ეს ადამიანები დამარცხებას ვერ ეგუებიან, მაგრამ არც იმის ძალა ჰყოფნით, რომ იბრძოლონ. პატარა წარუმატებლობა მათთვის კატასტროფის ტოლფასი ხდება.

ემოციური თავისებურებები

ემოციურ და სექსუალურ ცხოვრებაშიც ისინი ურთიერთგამომრიცხავები არიან. ტემპერამენტულები და სექსუალურად ძლიერები ამავე დროს ძალიან მორცხვები არიან. ვერ იტანენ ღალატს ისევე, როგორც საკუთარ მარცხს. და თუ არ შეხვდათ შესაფერისი პარტნიორი, ისინი მთელი ცხოვრება გატეხილები იქნებიან. ისინი იღვწიან, რომ იყვნენ დამოუკიდებლები, მაგრამ არ შესწევთ ძალა, ასე იცხოვრონ. ერთი სიტყვით, ამ ადამიანებში მიდის გამუდმებული ჭიდილი 1-იანის რბილ ხასიათსა და 2-იანის დამოუკიდებელ თვისებებს შორის, რის გამოც ისინი აფორიაქებულები არიან და მუდამ დისკომფორტში ცხოვრობენ.

უარყოფითი მხარეები

11-ის მთავარი თვისება - ამბიციისა და მერყევი ხასიათის ჭიდილია. ეს ადამიანები საკმარისად გონიერები არიან იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ ამისათვის ძალა და გამბედაობა არ ჰყოფნით. სჭირდებათ თანადგომა, რომელზეც ამბიციურობის გამო ხშირად უარს ამბობენ. სურთ, რომ ხელმძღვანელები იყვნენ, მაგრამ ამისათვის ისინი ძალიან მორიდებულები არიან.

ჰარმონიული ურთიერთობები

ყველას, ვისაც 11-თან აქვს ურთიერთობა, უნდა ჰქონდეს მოთმინებისა და ტაქტის უსაზღვრო უნარი, შეეძლოს გვერდში დგომა, ოღონდ შეუმჩნევლად, რომ 11-ის თავმოყვარეობა არ შელახოს. როგორც უკვე გითხარით, თუ ეს ადამიანები იგრძნობენ, რომ ვიღაცაზე სუსტები არიან, მაშინვე უარს იტყვიან თანადგომაზე. 11-ის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უნდა შეეძლოთ მათი მართვა მაშინ, როცა ეს საჭიროა. მთავარია, იცოდნენ, როდის უნდა მართონ და როდის არა. 11 სულ უნდა აქო და არ მისცე საშუალება, ჩავარდეს დეპრესიაში და სასოწარკვეთილებაში.

ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 28, 2, 11, 29, 8, 17, 26.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 15, 23, 4, 13, 22, 31.

ბედნიერი თარიღები - 2, 11, 20, 1, 10, 19, 28.

ბედნიერი დღეები - პარასკევი, ხუთშაბათი.

ნეგატიური თვეები - ივლისი, დეკემბერი.

ფერები - ღია ყვითელი, მწვანე.

ქვები - მარგალიტი, ნეფრიტი და ყვითელი ალმასი.

ავადმყოფობები - მაღალი არტერიული წნევა და ნერვული აშლილობა.

რეკომენდაციები

მეტად უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის და გაძლიერდნენ, არ იყვნენ უსაქმურად და მზად იყვნენ, ცხოვრებაში განახორციელონ საკუთარი იდეები. ხელიდან გაშვებული შანსები მათ სასოწარკვეთილებაში აგდებთ. ამიტომაც უნდა იყვნენ მომთმენნი და მოთოკონ ამბიციები. ეს ადამიანები უნდა მოერიდონ სულელურ სურვილებს და დარჩნენ გარკვეულ ჩარჩოებში. არ თქვან უარი ახლობლებისა და მეგობრების გვერდში დგომაზე, რადგან მათი დახმარებით ისინი ბევრს მიაღწევენ ;
ნომერ12ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 12 რიცხვში ხართ დაბადებული?
12 - გაბედული, ინიციატივით სავსე, მამაცი და ამბიციური. ისინი ნიჭიერები არიან და იმხელა ენერგიის პატრონები, რომ ბულდოზერს გადააჭარბებენ.
მეორე მხრივ, ისინი სათუთები, რომანტიკოსები და მეოცნებენი არიან. ეს არის რიცხვი, რომელში დაბადებულებიც კარგი ქვეშევრდომები არიან, თუ მათი ხელმძღვანელი ფლობს ტაქტსა და დიპლომატიას.

სანამ მოქმედებაზე გადავლენ, აუცილებლად ჰკითხავენ სხვას აზრს. ერთი სიტყვით, ეს ძალიან კარგი რიცხვია, რადგან ფლობს 1-ისა და 3-ის (12-ში შემავალი ციფრების ჯამი) ყველა საუკეთესო თვისებას. უარყოფითი მხოლოდ 2-იანისგან ხვდა წილად.

ემოციური თავისებურებები

12-თან ადვილია ცხოვრება და მუშაობაც. მისი ხასიათის სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ის მოკლებულია პედანტიზმსა და ფანატიზმს. საკუთარ გრძნობებში ის გულწრფელია და სურს, რომ გვერდით ჰყავდეს მისი ტოლი და სწორი პარტნიორი. მისი ქორწინება წარმატებულია.

სექსუალურად ძლიერია და ამ საქმეში აკრძალვებს არ სცნობს. ასეთივე კომპლექსებისა და ტაბუსგან თავისუფალი პარტნიორი უნდა ჰყავდეს 12-ს. უყვართ ექსპერიმენტები. 2-იანისგან მიღებული მგრძნობიარე და სათუთი ხასიათი მას კარგ საყვარლად აქცევს.

მაგრამ სულიერი სიახლოვეც მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ამიტომაც სრული სიამოვნებისთვის მას გვერდით ინტელექტუალური პარტნიორი უნდა ჰყავდეს.

ჰარმონიული ურთიერთობები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 12-თან ცხოვრება ადვილია. ის პოპულარულია და კარგი კომპანიონი. ფაქიზია სხვასთან ურთიერთობისას და ცდილობს, არავის აწყენინოს.

აუცილებლობის შემთხვევაში კი მას შეუძლია ყველაფერი თქვას პირდაპირ და დაუფარავად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ, 12-ის პარტნიორს, ყოველთვის გეცოდინებათ, რას მოიმოქმედებს კონკრეტულ სიტუაციაში ის.

ბედნიერი რიცხვები – 1, 2, 3, 6, 10, 28, 11, 20, 12, 21, 30.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 7, 13, 22, 31, 16, 25.

ბედნიერი თარიღები - 3, 12, 21, 2, 11, 20, 30.

ბედნიერი დღეები - ხუთშაბათი და ორშაბათი.

ნეგატიური თვეები - თებერვალი, ივნისი, ივლისი.

ფერები - ზურმუხტისფერი და თეთრი.

ქვა - თეთრი საფირონი.

ავადმყოფობები - მაღალი არტერიული წნევა, კუჭ-ნაწლავის მოშლილობა, კანის დაავადებები.

უარყოფითი მხარეები – რიცხვი 12-ის მგრძნობიარე ხასიათის გამო მას უჭირს პატიება და წყენას ძნელად ივიწყებს. საკუთარი თავის მიმართ რწმენის უქონლობა მას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ პირდაპირ გაარკვიოს ურთიერთობა.

არ შეუძლია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, მაგრამ ამასთანავე, ძალიან ბრაზდება და ფეთქდება, თუ მას დაუკითხავ რჩევას მისცემენ. ამიტომაც ამ ადამიანებთან მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოთ ტაქტი.

რეკომენდაციები

საკუთარი თავის რწმენის არქონა და მეოცნებეობა 12-ს არ გამოადგება. ამიტომაც 12 დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ამ თვისებებისგან. გარდა ამისა, უნდა გამოიმუშაოს მოთმინების გრძნობა და შეიგნოს, რომ ცხოვრებას უარყოფით მხარეებთან ერთად, ბევრი დადებითიც აქვს. თუ მიზნების განხორციელებისას წინააღმდეგობა შეხვდათ, არ უნდა დაყარონ ფარ-ხმალი და ჯიქურ გააგრძელონ გზა ;

ნომერ13ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 13 რიცხვში ხართ დაბადებული?
რიცხვი 13 - რთული რიცხვია. მას ბევრი თარსად მიიჩნევს, მაგრამ ეს უბრალოდ ცრურწმენაა. რიცხვები 1-იანი და 3-იანი ძლიერი რიცხვებია და კარიერაში წარმატების მანიშნებელი.

ისინი პრაქტიკულები არიან, კარგად გეგმავენ მომავალს და ცხოვრებაში ამ გეგმებს ენერგიულად და სისტემატურად ახორციელებენ. გონიერი, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ 13-ს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს ცხოვრებაზე. ისინი ამბიციურები არიან და ძალიან მყარი ხასიათისანი. ორი რიცხვის (1-ის, 3-ის) ერთობლიობა საოცარია.

ახლა განვიხილოთ ამ ორი რიცხვის ჯამი – 4. ის ურთიერთსაპირისპიროა 1-ის და 3-ის მიმართ. აქ გამუდმებული პესიმიზმი და სევდა დომინირებს. ერთი მხრივ - ძლევამოსილი ამბიცია და წარმატების წყურვილი, მეორე მხრივ კი - მერყევი ხასიათი, პესიმიზი და ცხოვრების მიერ მიცემულ შანსებზე უარის თქმა.

რიცხვ 13-ს საოცარი ათვისების უნარი აქვს, შეიძლება ითქვას, ირგვლივ ყველაფერს ისრუტავს. ამიტომაც სამუშაოს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ასრულებს. აქედან გამომდინარე, იფიქრებთ, რომ მისთვის წარმატების მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ადამიანები წარუმატებლობისთვის არიან განწირულნი, თუ თავს ხელში არ აიყვანენ და თავდაჯერებულება არ მოემატებათ. ისინი იშვიათად არიან კმაყოფილები იმით, რაც გააჩნიათ და მეტი და მეტი სურთ ცხოვრებისგან. სწორედ ამაში გამოიხატება 1-ისა და 3-ის ამბიციები.

ემოციური თავისებურებები

13-ის ემოციური და სექსუალური ცხოვრება რთული და დაძაბულია. აქაც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რიცხვის კონფლიქტთან გვაქვს საქმე. ზედაპირული რიცხვი 13 - საკუთარ თავში დარწმუნებულია, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირულად. შინაგანად ის სხვის შეხედულებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც მას სჭირდება გვერდით ადამიანი, ვინც მოიწონებს მის საქციელს და ბიძგს მისცემს გეგმების განხორციელებაში. რიცხვი 4 დიდ როლს ასრულებს 13-ის ემოციურ ცხოვრებაში. 4-ს რთულად უყვარდება, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, მაშინ მთელი ცხოვრებით. ამიტომაც რიცხვი 13-ის გულწრფელობა ეჭვგარეშეა. ის ძალიან სექსუალურია, მაგრამ გრძნობებს მოკლებული. საყვარელი ადამიანის მიმართაც ცხოველური ჟინი უფრო ამოძრავებს და სექსში უკონტროლო ხდება.

ჰარმონიული ურთიერთობები

რიცხვი 13 - რთული პარტნიორია. მისი გვერდში მყოფი უნდა ფლობდეს ბევრ სხვადასხვა თვისებას. პირველ რიგში, 13-ს თანადგომა სჭირდება იმისათვის, რომ თავდაჯერებულობა მოემატოს. ის პესიმისტია. ამიტომაც მის პარტნიორს უნდა შეეძლოს მისთვის პოზიტიური განწყობის შექმნა. მიუხედავად ამისა, რიცხვი 13 - ინსტინქტით ლიდერია და ბუნებით - ხელმძღვანელი. ამიტომაც სურს, რომ პარტნიორი მას ემორჩილებოდეს. 13-ის თანამგზავრისა და მეგობრის მთავარი ამოცანაა, გააღვიძოს და წარმოაჩინოს მისი უსაზღვრო გონებრივი შესაძლებლობები და შინაგანი ბუნება. მაღალი სულიერი თვისებები, ეფექტურობა და ერთგულება 13-ს გამოჩენილ ადამიანად აქცევს.

ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 28, 3, 12, 21, 30.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 13, 22, 5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები - 1, 10, 28, 12, 21, 30.

ბედნიერი დღეები - კვირა, შაბათი, ხუთშაბათი.

ფერები - ცისფერი და რუხი.

ავადმყოფობები - თირკმელი, წელისა და თავის ტკივილი.

უარყოფითი მხარეები

13-ის მთავარი უარყოფითი თვისება - უკიდურესი პესიმიზმია. ამან შეიძლება გადახაზოს მთელი მისი დადებითი თვისებები. ეს ადამიანი ბუნებით ძალიან ეჭვიანია იმის გამო, რომ საკუთარი თავის რწმენას არის მოკლებული. 13 არასოდეს არის კმაყოფილი იმით, რაც გააჩნია და ცხოვრებისგან ბევრად მეტს ითხოვს. ამან შესაძლოა, 13-ში დაბადებული ადამიანი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს.

რეკომენდაციები

პირველ რიგში, 13-მა უნდა დაძლიოს პესიმიზმი და ცხოვრებას ნათელ ფერებში შეხედოს. უამრავი კარგი თვისების მქონემ უნდა შეძლოს განავითაროს და წარმოაჩინოს თავისი დადებითი მხარეები. წარმატება მასთან ძალიან ახლოს არის და მან ეს ცხოვრებისეული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ბუნებით ლიდერს არაფერი უშლის ხელს, რომ წარმატებას მიაღწიოს. ერთადერთი დაბრკოლება მისი ყველაფრისადმი ნეგატიური დამოკიდებულებაა. ამიტომაც აუცილებელია, რომ პოზიტიურად განეწყოს და გამოიჩინოს მეტი ნებისყოფა ;

ნომერ14ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 14 რიცხვში ხართ დაბადებული?
14 - ეს სამი ადამიანია ერთში. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რიცხვი და მათი ჯამი 5 - სულ სხვა თვისებებით. თუმცა მათ შორის დიდი წინააღმდეგობა არ არსებობს. 1 - ეს არის ლიდერი, ფეთქებადი და ამბიციური, 4 - ძალიან ჭკვიანი, მეთოდური, პესიმისტი და მფლანგველი, ხოლო ამ ორი რიცხვის ჯამი 5 - მერკანტილური ციფრია, რომლის ღმერთიც – ფულია.

სამივე რიცხვი აერთიანებს ამბიციას და ფულისადმი სიყვარულს. ამიტომაც 14-ში დაბადებული ადამიანები მატერიალურად წარმატებულები არიან, რადგან აქვთ ხელმძღვანელობის ნიჭი, არიან ინიციატორები და ენერგიულები - ეს ყველაფერი კი ფულის შოვნისკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ მფლანგველებიც არიან, მათ ამ თვისებას ციფრი 5 ანეიტრალებს. საერთო ჯამში, 14 - ამბიციური, ფულზე ორიენტირებული, მტკიცე ხასიათის და ძალიან იღბლიანი რიცხვია.

ემოციური თავისებურებები

14 რიცხვში დაბადებული ადამიანის მეუღლე და მეგობრები მდიდრები უნდა იყვნენ. სხვაგვარად მის მოწყალებასა და მასთან ჰარმონიულ ურთიერთობას არ უნდა ელოდნენ. ეს ადამიანი არ გამოირჩევა სითბოთი და მისი შეყვარება არც ისე იოლია. მეორე მხრივ, მას 1-იანის მიმზიდველი თვისებებიც აქვს და საწინააღმდეგო სქესი მის მიმართ გულგრილი არ არის. ზედაპირულად მას ბევრი მეგობარი ჰყავს, ის მტრად არავის იქცევს, რადგან არ იცის, რა დროს და რაში დასჭირდება ესა თუ ის ადამიანი. მისი ცხოვრების თანამგზავრიც მატერიალისტი უნდა იყოს და იცოდეს ფულის ყადრი. სექსუალურად ეს ძლიერი ნიშანია, თუმცა აქაც მატერიალურ გამორჩენას ეძებენ.

ბედნიერი რიცხვები - 11, 10, 28, 5, 14, 23.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 22, 13, 31.

ბედნიერი თარიღები - 5, 14, 23.

ბედნიერი დღეები - ოთხშაბათი და შაბათი.

ნეგატიური თვეები - ივნისი, ივლისი, სექტემბერი.

ფერები - თეთრი.

ქვა - ალმასი.

ავადმყოფობები - სახსრები.

უარყოფითი მხარეები

14 - ოპორტუნისტია, იყენებს ადამიანებს, შემდეგ კი, როცა აღარ სჭირდება, აგდებს მათ. ის ექსტრემისტია და ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.

რეკომენდაციები

მატერიალური წარმატების მიუხედავად, ეს ადამიანები მარტოსულები არიან - ისინი აფრთხობენ გარშემომყოფებს თავიანთი შიშველი მატერიალიზმით. ამ რიცხვში დაბადებულები უნდა ებრძოლონ თავიანთ ნეგატიურ აზროვნებას, თორემ ცხოვრებას გაირთულებენ. უნდა იაზროვნონ უფრო პოზიტიურად და გაიმყარონ 1-იანის კარგი თვისებები ;

ნომერ15ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 15 რიცხვში ხართ დაბადებული?
ეს 1-იანისა და 5-ის შეხამებაა. რიცხვი 1 - ამბიციურია, ლიდერი, ჭკვიანი და მტკიცე ხასიათის, ხოლო 5 - პლანეტა მერკურის მფარველობის ქვეშ იმყოფება და ბიზნესსა და ფინანსებს განაგებს. ამ ორი რიცხვის ჯამი - 6-ია, ძალიან რომანტიკული რიცხვი, რომელსაც ვენერა მფარველობს და სიყვარულსა და ორი სქესის ურთიერთობას განაგებს.

ის მაგნიტური პიროვნებაა და ანდამატივით იზიდავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს. საერთო ჯამში 15 - ლიდერია, მერკანტილური, საქმიანი და ამავე დროს, რომანტიკული. ამ სინთეზში მერკანტილურობას 6-იანის რომანტიკულობა ანეიტრალებს.

15 - ძალიან ჯიუტი რიცხვია და მიღებულ გადაწყვეტილებას არასოდეს ცვლის, კარგი იქნება ეს თუ ცუდი. მისი ეს სიჯიუტე საქმეშიც გამოიხატება: 15 არასოდეს მიატოვებს საქმეს შუა გზაზე.

ემოციური თავისებურებები

ამ რიცხვის მთავარი თვისება რომანტიკულობაა, რომელიც მას 6-იანისგან ერგო. მასში მატერიალიზმიც მრავლადაა, მაგრამ სხვა თვისებებით არის განეიტრალებული. 15 პარტნიორად რომანტიკულ პიროვნებას ირჩევს. თუ მის პარტნიორს ფულიც აქვს, ეს მთლად უკეთესი იქნება.

ის ადვილად აღგზნებადია, მისი გაბრაზებაც ძალიან მარტივია. თუმცა ისევე მალე ცხრება, როგორც ინთება. 15 - გამოუსწორებელი რომანტიკოსია. მას უყვარს ფული, თუმცა მის გარეშეც არ გრძნობს ცუდად თავს. მისი ქორწინება ხშირ შემთხვევაში წარმატებულია, თუ, რა თქმა უნდა, თანამგზავრი მის რომანტიკულობას იგივე გრძნობით უპასუხებს.

ბედნიერი რიცხვები - 6, 15, 24, 8, 14, 23.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 8, 17.

ბედნიერი თარიღები - 6, 15, 24.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი.

ნეგატიური თვეები - მაისი, ივნისი, ოქტომბერი.

ფერები - ვარდისფერი.

ქვა - ფირუზი, ზურმუხტი.

ავადმყოფობები - ყელ-ყურ-ცხვირი.

უარყოფითი მხარეები

15 ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და შესაძლებელია, მოხვდეს ცუდ კომპანიაში ან რაიმე დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი გახდეს. ფულისადმი სიყვარულმა შესაძლოა, მოთამაშე გახადოს, რასაც ხშირ შემთხვევაში წაგებამდე მიჰყავს ადამიანი ან ჩაადენინოს უკანონო ქმედება. ის ადვილად ფეთქებადია.

რეკომენდაციები

ეს მშვიდობიანი რიცხვია და ხშირ შემთხვევაში, მატერიალურად უზრუნველყოფილი. მაგრამ მანამ რაიმე საქმეს წამოიწყებდეს, კარგი იქნება, თუ თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს და არ მიენდობა სხვას. უმჯობესია, თუ მეტად მომთმენი იქნება და არ გაერთობა წვრილმანებით. მას სულ ადვილად შეუძლია, დიდ წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში ;

ნომერ16ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 16 რიცხვში ხართ დაბადებული?
ეს რიცხვი შედგება 1-იანისა და 6-ისგან. როგორც იცით, 1 - ლიდერია, ამბიციური და წარმატებული. ცხოვრებაში გეგმებს აქტიურად ახორციელებს. ეს არის ხელმძღვანელი, რომელსაც უსიტყვოდ ემორჩილებიან ქვეშევრდომები.

6-იანის თვისებებიდან აღსანიშნავია რომანტიკულობა და სენტიმენტალიზმი, ბუნების მიმართ მგრძნობიარობა. 16 რიცხვში დაბადებულები კარგი მხატვრები და მწერლები გამოდიან, თუ, რა თქმა უნდა, შეძლებენ დიდხანს ერთი საქმის კეთებას.

1-იანისა და 6-ის ჯამი 7 ცვალებადია, უყვარს მოგზაურობა და ხეტიალი. ეს ადამიანები საინტერესონი და ენერგიულები არიან, მუდამ თავგადასავლების მაძიებლები. ძალიან მომხიბვლელები არიან საწინააღმდეგო სქესისთვის და ამ რიცხვში დაბადებულ ქალებს მოსვენება არ აქვთ თაყვანისმცემლებისგან. ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან, თუმცა ამავე დროს, ძალიან დამოუკიდებლებიც.

ემოციური თავისებურებები

16 რიცხვში დაბადებულებს ახასიათებთ ძლიერი მიჯაჭვულობა, მაგრამ ამავე დროს, არ შეუძლიათ დიდხანს ერთ ადამიანთან ყოფნა, ცვლილებების გარეშე ცხოვრება. გრძნობებში ისინი ერთგულებას ინარჩუნებენ, მაგრამ დროებით რაღაც სხვაზე გადართვა აუცილებლად სჭირდებათ.

სექსუალურად ისინი ძლიერები და აგრესიულები არიან. ეს ადამიანები - კარგი საყვარლები არიან, ხოლო მათი ვნების ობიექტები ძალიან ბედნიერები.

მეგობრობაში ერთგულები არიან და მათი პიროვნებისგან გამომდინარე, უამრავ მეგობარს იძენენ. ისინი დიპლომატიურები არიან და სულგრძელები. ეს მათ საზოგადოების სულად და გულად აქცევს.

ჰარმონიული ურთიერთობები

16-ში დაბადებულები ბედნიერები იქნებიან იმ ადამიანებთან, ვინც დააფასებს მათ დამოუკიდებლობას და არ შეზღუდავს მათ. 16-ის პარტნიორმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს მისი ხასიათი და იყოს ასეთივე აქტიური სექსში, იგივე ენთუზიაზმით ეკიდებოდეს ამ საქმეს და აკრძალვების გარეშე მოქმედებდეს.
ეს თავისუფლად მოაზროვნე ხალხია და მათ თითქმის არაფერი აკვირვებთ. ამასვე მოითხოვენ ისინი სხვისგანაც.

ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 19, 6, 15, 24, 7, 16, 25.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 3, 12, 21, 30, 5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები - 6, 15, 24, 7, 16, 25.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი და ხუთშაბათი.

ნეგატიური თვეები - ივნისი, ივლისი, სექტემბერი.

ფერები - მწვანე და ღია ყვითელი.

ქვები - მარგალიტი, მთვარის ქვა.

ავადმყოფობები - ფილტვები, საჭმლის მომნელებელი სისტემა.

უარყოფითი მხარეები

16-ში დაბადებულებს ხეტიალი უყვართ და ეს თვისება მათ 7-იანისგან ერგოთ. ვერ ძლებენ დიდხანს ერთ ადამიანთან და ვერ აკეთებენ ერთი და იგივე საქმეს. თუ მათ ვერ გაუგეს, იზოლაციაში ექცევიან. ისინი იწყებენ ფრენას ერთი სამუშაოდან მეორეზე, ან ერთი ადამიანისგან მეორისკენ.

რეკომენდაციები

ამ ადამიანებს მართებთ საკუთარ თავში ნებისყოფის სიმტკიცის გამომუშავება, თორემ დაიკარგებიან. თუ მაინცდამაინც ხეტიალი უნდათ, დასაბრუნებელი ადგილი აუცილებლად უნდა დაიტოვონ ;

ნომერ17ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 17 რიცხვში ხართ დაბადებული?
17 შედგება 1-ისა და 7-ისგან, ჯამი კი 8-ს უდრის. საინტერესოა, რას წარმოადგენს ეს რიცხვი მთლიანობაში?
აქაც ერთიანის ამბიცია, ენერგია და დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი ხასიათი და გეგმების ზედმიწევნით განხორციელება დომინირებს. რიცხვ 7-ს შეაქვს ცვლილებები, ხეტიალის სიყვარული, მოუსვენრობა. 1-თან შეხამებით კი ამ ადამიანებისგან გამოდის კარგი მწერალი ან მხატვარი.

ამასთან, ეს ადამიანები პრაქტიკულები, ჭკვიანები არიან და პრობლემის მიმართ ლოგიკური მიდგომით გამოირჩევიან.

8 გაორებული პიროვნების თვისებას სძენს 17-ს. შედეგად, გამოიყოფა სამი ძირითადი თვისება: ამბიცია და ენერგია, ცვალებადი ხასიათი და 8-იანის გაორება.

ემოციური თავისებურებები

7-ის გავლენით ემოციურად ეს ადამიანები ცვალებადები არიან, მაგრამ 1-იანი მათ ერთგულებად აქცევს და მუდმივ კავშირში ისინი მყარები არიან, თუ არ ჩავთვლით მსუბუქ ფლირტებს. მათ პარტნიორებს ვურჩევდით, რომ ამაზე დიდი რეაქცია არ იქონიონ, რადგან თუ მას შეზღუდავთ, ისინი ვერ აიტანენ და რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ.

შეუძლიათ არაერთხელ დაქორწინდნენ და მათი ყოველი შემდეგი ქორწინება უკეთესია, ვიდრე წინა.

სექსუალურად ეს ძალიან ძლიერი რიცხვია. 17-ში დაბადებულებს უყვართ ექსპერიმენტები და არ აქვთ აკრძალვები, ძლიერები არიან და ცოტათი უხეშებიც.

უარყოფითი მხარეები

ცვალებადი ხასიათი 17-ს საინტერესოს ხდის გარშემომყოფების მიმართ, თუმცა ხშირად უბედურება მოაქვს პარტნიორისთვის. მას არ შეუძლია იყოს სტაბილური როგორც საქმეში, ასევე ურთიერთობებში, თუ ეს მოგზაურობას ან რაიმე ცვლილებას არ ეხება. ამიტომაც მათი კარიერა იშვიათად არის წარმატებული. კარგი იქნება, თუ გამოუჩნდებათ საქმე, რომელიც დროსა და სივრცეში არ შეზღუდავს მათ.

ჰარმონიული ურთიერთობები

17-ის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს 7 თამაშობს. ამიტომაც ისინი ბედნიერები იქნებიან მასთან, ვინც მისცემს საშუალებას, რომ იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან და არ ჩაერევიან მათ ხელმძღვანელ ფუნქციებში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი თავისუფლების შეზღუდვა.

ბედნიერი რიცხვები - 1, 7, 8, 10, 28, 26, 17, 25.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23, 2, 11, 20, 29.

ბედნიერი თარიღები - 1, 7, 8.

ბედნიერი დღეები - კვირა, ორშაბათი.

ნეგატიური თვეები - დეკემბერი, იანვარი.

ფერები - ფირუზისფერი.

ქვები - შავი მარგალიტი და შავი ალმასი.

ავადმყოფობები - თირკმელი და საჭმლის მომნელებელი სისტემა.

რეკომენდაციები

ეს ადამიანები საინტერესონი, ჭკვიანები და ენერგიულები არიან. თუმცა უკეთესი იქნება, თუ გამოიმუშავებენ დამთმობ ხასიათს და საკუთარ თავში დათრგუნავენ გამუდმებული ცვლილებების მანიაკალურ სურვილს ;

ნომერ18ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 18 რიცხვში ხართ დაბადებული?
1-ისა და 8-ის ჯამია – 9. სამივე რიცხვი - 1, 8, 9 კარგად გაწონასწორებულია, მაგრამ 18-ში 8-ისა და 9-ის გავლენა მეტია, ვიდრე 1-ის. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ უჩვეულო შერწყმას ამბიციური, ძლიერი და ენერგიული ერთიანისა, არტისტულ, ტალანტურ და მგრძნობიარე 8-სთან.

ამიტომაც 18-ში დაბადებულები ხშირად გამოჩენილი ადამიანები ხდებიან. 1-ისა და 8-ის შეხამებით შესაძლოა მივიღოთ ფეთქებადი ადამიანი, მაგრამ 9-იანი ამ უარყოფით თვისებას ანეიტრალებს. რადგანაც 9 - პლანეტა მარსის გავლენის ქვეშ იმყოფება, ის 18-ს მებრძოლ ხასიათსაც სძენს.

ემოციური თავისებურებები

რიცხვი 18-ის ემოციურ ხასიათსა და სექსუალურობას, ძირითადად, 9 განსაზღვრავს. ეს ადამიანები ძალიან სექსუალურები არიან, მაგრამ არ შეუძლიათ თავიანთი სურვილის გამოხატვა, რის გამოც ხშირად კარგავენ პარტნიორს. სურვილის გამოხატვა მათთვის სამარცხვინოდ და სისუსტის გამოხატულებად ითვლება...

თუმცა, აქვე თავს იჩენს 8-იანის თბილი და მოსიყვარულე ხასიათი, რაც მეტ მომხიბვლელობას სძენს 18-ს. კონფლიქტი თითქმის არ ხდება მათთან, რადგან 8-იანს არ შეუძლია საყვარელი ადამიანისგან რაიმეს დამალვა. 9-იანის გავლენით, 18 სიყვარულში ძალაუფლების მოყვარეა. ამიტომაც მისი პარტნიორი დამთმობი და რბილი ხასიათის უნდა იყოს.

მეგობრობაში ეს რიცხვი ერთგულია, თუმცა მასთან მეგობრობა ადვილი არ არის. აქვე ჩნდება ისევ 8 და 18-ის დომინანტ ბუნებას შედარებით არბილებს - არ აძლევს უფლებას, ძალით მოახვიოს საკუთარი აზრი გარშემომყოფებს. მიუხედავად იმისა, რომ 18-თან მეგობრობა ძნელია, ეს ადამიანები საინტერესო კომპანიონები არიან. მოკლედ რომ ვთქვათ, 18-ის პარტნიორი თუ მეგობარი დამთმობი, რბილი ხასიათით უნდა გამოირჩეოდეს და მასთან ერთად ბევრს მიაღწევთ.

ჰარმონიული ურთიერთობები

18-ის მეგობარი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც იგივე სულიერ თვისებებსა და ამბიციას ფლობს, რასაც 18 რიცხვი. ამბიცია ხომ 18-ის მთავარი ძალაა. ამიტომაც ვერ წარმოუდგენიათ ურთიერთობა ადამიანთან, ვისაც ეს თვისება არ გააჩნია.

მიუხედავად დომინირებული ბუნებისა, 18-ს შეუძლია იყოს კარგი მეგობარი, რადგან 8 მას თავშეკავებულობას სძენს. თუმცა, თუ თქვენთვის ძვირფასია 18 რიცხვში დაბადებული ადამიანი და არ ისურვებდით მის დაკარგვას, არ ღირს მასთან წინააღმდეგობაში ყოფნა.

ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 28, 8, 17, 26, 9, 18, 27.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 7, 16, 25.

ბედნიერი თარიღები - 1, 8, 9.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი და განსაკუთრებით, სამშაბათი.

ნეგატიური თვეები - აპრილი, ივლისი.

ფერები - წითელი, ლურჯი.

ქვები - ძოწი.

ავადმყოფობები - ციებ-ცხელება

უარყოფითი მხარეები

ეს არის რიცხვი, რომელსაც ყველგან და ყველაფერში უყვარს ხელმძღვანელობა. ამ თვისებას ცოტათი არბილებს 8.

რეკომენდაციები

18 რიცხვში დაბადებული ადამიანები უფრო რბილები უნდა იყვნენ გარშემომყოფების მიმართ. სხვაგვარად დაკარგავენ მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს. მათ გააჩნიათ ხელმძღვანელობის შესანიშნავი უნარი, ჭკუა, შრომისმოყვარეობა, მაგრამ როცა ისინი სხვებს უცერემონიოდ ექცევიან, უარყოფით ემოციებს იწვევენ გარშემომყოფებში.

ყველას არ შეუძლია 18-ის გაგება, ეს მხოლოდ ძალიან ახლობლების პრეროგატივაა. არ უნდა იყვნენ მოუთმენელნი მათ მიმართ, ვინც რაღაცაში არ ეთანხმება. თუ 18 დაძლევს ამ უარყოფით თვისებებს, შესაძლოა, მისგან დადგეს გამოჩენილი პიროვნება და მიაღწიოს ცხოვრებისეულ მწვერვალებს ;

ნომერ19ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 19 რიცხვში ხართ დაბადებული?
ისინი - დიქტატორები არიან. ჯამში 1-იანი და 9-იანი ათია, ანუ 1. ეს კი მის ძლევამოსილ ხასიათზე მეტყველებს. ამასთან, 19-ში ერთიანი ორჯერ ფიგურირებს, თავად რიცხვში და ჯამში.

ამიტომაც 19-ში დაბადებულები არასოდეს არავის დაემორჩილებიან. 1-იანის თვითდაჯერებულობა 19 რიცხვში პატივმოყვარეობამდეა დასული. ისინი ყველაფერში პირველობენ და არასოდეს აღიარებენ, რომ ვინმე მათზე უკეთ შეძლებს რაიმე სამუშაოს შესრულებას.

სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავს. არასოდეს არიან კმაყოფილნი იმით, რაც აქვთ და მეტისთვის დაუნდობლად იბრძვიან. ყველაფერს გაანადგურებენ, რაც ამბიციის გზაზე გადაეღობებათ. ხასიათის სიმტკიცე და ენერგია - 1-ისა და 9-ის ძირითადი თვისებებია და 19-ს ეს სამმაგი დოზით აქვს.

ემოციური თავისებურებები

იგივეს თქმა შეიძლება 19-ის ემოციურ და სექსუალურ ცხოვრებაზე, სადაც ისინი ასევე ლიდერები არიან. მათ აზრადაც არ მოსდით, რომ სხვასაც შეიძლება ჰქონდეს გრძნობა, რადგან მათ ეს გრძნობა არ გააჩნიათ. გარშემომყოფები მათთვის - მხოლოდ ინსტრუმენტები არიან, რომლებიც მათ მიზანს ემსახურებიან.

საშინლად ეგოისტები არიან და შეუძლიათ პარტნიორი უემოციოდ მოიშორონ, როცა მიხვდებიან, რომ ის აღარაფერში სჭირდებათ. ემოციები მათ ცხოვრებაში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს და მხოლოდ ადრეულ ასაკში უჩნდებათ გრძნობა ვინმეს მიმართ.

ვინც უნდა შეხვდეთ ცხოვრების გზაზე და როგორი გრძნობითაც არ უნდა განიმსჭვალონ მის მიმართ, საბოლოოდ 19 მაინც მარტო რჩება. სექსუალურად მათი დაკმაყოფილება თითქმის შეუძლებელია, რადგან მათ გამუდმებით რაღაც არ ჰყოფნით. 9-ის გავლენით მათ არ შეუძლიათ ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარ სურვილებზე.

ყველა შემთხვევაში - ეს ძალიან საშიში რიცხვია. 19-ში დაბადებულებს მოჭარბებული სექსუალური მოთხოვნები აქვთ და როცა აქ რაიმე დაბრკოლება ჩნდება მათთვის, ისინი ყველაფერზე მიდიან, მათ შორის ძალადობაზეც...

ჰარმონიული ურთიერთობები

როგორც რიცხვი 5, 19-იც თავის მსგავსთან ცხოვრობს ჰარმონიაში. დანარჩენები მასთან შიშითა და კრძალვით იცხოვრებენ. მეორე მხრივ, ვისთვისაც ის ძვირფასია, დაემორჩილება კიდეც მას და ყველაფერში ანგარიშს გაუწევს. ერთი სიტყვით, 19-ის მეუღლე ან მისი ტოლი და სწორი უნდა იყოს ან მისი მონა.

ბედნიერი რიცხვები - 1, 10, 28, 9, 18, 27, 5, 14, 23.

ყველა დანარჩენი რიცხვი 19-ისთვის მტრულად განწყობილია.

ბედნიერი თარიღები - 19 და 5.

ბედნიერი დღეები - სამშაბათი და შაბათი.

ფერები - წითელი.

ქვა - ტოპაზი.

ავადმყოფობები - არტერიული წნევა და ინფექციები

უარყოფითი მხარეები

საშინელ ამბიციასა და ძალაუფლების გადაჭარბებულ სიყვარულს შეუძლია დამღუპველად იმოქმედოს 19-ზე. ეს ადამიანები გზას დაუნდობლად იკვალავენ, იშორებენ რა მათ წინ აღმოჩენილ მტერსა თუ მოყვარეს, იქამდე, სანამ ირგვლივ არცერთი მეგობარი აღარ დარჩებათ. ძალაუფლების დაუშრეტელი წყურვილი შესაძლოა მათი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების კრახით დასასრულის მიზეზი გახდეს.

რეკომენდაციები

ძალიან რთულია, ამ რიცხვს რაღაც ურჩიო, რადგან ისინი ამას მაინც არ მიიღებენ, მაგრამ მაინც ვეტყოდით, შეძლებისდაგვარად მოთოკონ ფეთქებადი ხასიათი და ამბიციები. 19-ს რომ შეეძლოს იმით დაკმაყოფილება, რასაც ის აუცილებლად მიაღწევს, მას სახალხო აღიარება ელის არა მარტო ამ დროში, არამედ ისტორიაშიც. თუკი ვინმე ამ რიცხვში დაბადებული ისტორიაში მოხვედრილა, მხოლოდ დიქტატორი ;

ნომერ20ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 20 რიცხვში ხართ დაბადებული?
როგორც 2-იანი, 20-იც კეთილშობილი და რომანტიკული რიცხვია. ის რბილი, დამთმობი და მოსიყვარულეა. შედგება 2-იანისა და ნულისგან. ნული - წყნარი რიცხვია და მხოლოდ 2-იანის შესარბილებლად არსებობს. 20-ში დაბადებულები ძალიან გონიერები, შემოქმედებითი ადამიანები არიან და აქვთ ცოცხალი და ძალიან მდიდარი წარმოსახვის უნარი.

20-ში დაბადებულები სულიერებისკენ უფრო ისწრაფვიან, ვიდრე მიწიერისკენ. ფიზიკურად სიძლიერით არ გამოირჩევიან. მეოცნებენი არიან და მუდამ ღრუბლებში დაფრინავენ. არ შეუძლიათ რეალობას თვალი გაუსწორონ და სირთულეების დროს საკუთარი ოცნების მიკროსამყაროში იმალებიან. მათ ოცნებას რეალობასთან ძალიან ცოტა აქვს საერთო და თუ გააღვიძებთ, მიხვდებიან, რომ ამ ცხოვრებას თავს ვერ ართმევენ, რაც სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს.

მეოცენებე ხასიათი თანდაყოლილ შემოქმედებით ნიჭსა და მდიდარი წარმოსახვის უნართან ერთად, 20-ში დაბადებულებს არაჩვეულებრივ პოეტებად, მხატვრებად ან ხელოვნების სხვა დარგის მიმდევრებად ხდის. თუმცა მათ არ ჰყოფნით იმის ენერგია, რომ მატერიალურად უზრუნველყონ საკუთარი ყოფა. მათთვის მძიმეა ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა.

ემოციური თავისებურებები

ისინი სულიერ სამყაროში ცხოვრობენ, ამიტომაც უნდა ჰქონდეთ სულიერი კავშირი ახლობლებთან. სექსუალურად სიძლიერით არ გამოირჩევიან და ნებისმიერ შემთხვევაში მათი ფიზიკური რეაქციები ტვინში იბადება და შინაგანი სიახლოვის გარეშე მათ ფიზიკური სიახლოვის სურვილი არ უჩნდებათ. სექსი მათთვის - გრძნობის კულმინაციაა, რომელიც მათ ტვინში იბადება. 20-ისთვის მთავარია, პარტნიორთან საკმარისი სულიერი სიახლოვე ჰქონდეს, ფიზიკური სიახლოვე მისთვის მეორეხარისხოვანია. ქორწინებაში ისინი ისეთ ადამიანს ეძებენ, რომელიც იგივე სულიერ თვისებებს ფლობს და თუ მისი მეუღლე ფიზიკურად უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე სულიერად, ქორწინება წარუმატებელი იქნება, თავად 20 კი სასოწარკვეთილი დარჩება.

ჰარმონიული ურთიერთობები

მთავარი 20-ისთვის - ისეთ ადამიანთან ცხოვრებაა, ვინც მასსავით მაღალსულიერებით გამოირჩევა. მისი ძალა გონებაშია და ირგვლივ ისეთი ადამიანებით უნდა იყოს გარშემორტყმული, ვისთანაც სულიერ სიმშვიდესა და სიახლოვეს ჰპოვებს. 20 იშვიათად აღწევს წარმატებას კარიერაში და ამიტომაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებულია. მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც შემატებას რწმენას და გააძლიერებს მას. ძალიან მგრძნობიარეა და გარშემომყოფები უნდა მოერიდონ მის წყენინებას. 20-ის პარტნიორი არ უნდა იყოს ზედმეტად სექსუალური, რადგან ტემპერამენტის არათანხვედრამ შესაძლოა, დეპრესიამდე მიიყვანოს ის.

ბედნიერი რიცხვები - 2, 20, 7, 16, 25, 9, 18, 27.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 1, 10, 19, 28.

ბედნიერი თარიღები - 2, 20, 7, 9.

ფერები - მწვანე, თეთრი.

ქვები - მარგალიტი, მთვარის ქვა, ზურმუხტი.

ავადმყოფობები - ღვიძლი, საჭმლის მომნელებელი სისტემა.

რეკომენდაციები

ამ ადამიანებს ტაქტიკურად და ფრთხილად უნდა მოეპყროთ. ისინი ძალიან მგრძნობიარეები და პესიმისტურად განწყობილნი არიან. შეუძლიათ საკუთარი თავი ღრმა დეპრესიამდე მიიყვანონ, თუ გამუდმებით არ გაამხნევებთ მათ. 20-ში დაბადებულებს მართებთ საკუთარ თავში ლოგიკის განვითარება, რათა საღად აზროვნება შეძლონ და არ დაინახონ ცხოვრების მხოლოდ ბნელი მხარეები. უნდა დაკავდნენ ხელოვნებით, რომ არ დარჩეთ დრო ზედმეტი ფიქრისა და დარდისთვის. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ღრმა დეპრესიაში ჩავარდნა ელით ;

ნომერ21ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 20 რიცხვში ხართ დაბადებული?
როგორც 2-იანი, 20-იც კეთილშობილი და რომანტიკული რიცხვია. ის რბილი, დამთმობი და მოსიყვარულეა. შედგება 2-იანისა და ნულისგან. ნული - წყნარი რიცხვია და მხოლოდ 2-იანის შესარბილებლად არსებობს. 20-ში დაბადებულები ძალიან გონიერები, შემოქმედებითი ადამიანები არიან და აქვთ ცოცხალი და ძალიან მდიდარი წარმოსახვის უნარი.

20-ში დაბადებულები სულიერებისკენ უფრო ისწრაფვიან, ვიდრე მიწიერისკენ. ფიზიკურად სიძლიერით არ გამოირჩევიან. მეოცნებენი არიან და მუდამ ღრუბლებში დაფრინავენ. არ შეუძლიათ რეალობას თვალი გაუსწორონ და სირთულეების დროს საკუთარი ოცნების მიკროსამყაროში იმალებიან. მათ ოცნებას რეალობასთან ძალიან ცოტა აქვს საერთო და თუ გააღვიძებთ, მიხვდებიან, რომ ამ ცხოვრებას თავს ვერ ართმევენ, რაც სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს.

მეოცენებე ხასიათი თანდაყოლილ შემოქმედებით ნიჭსა და მდიდარი წარმოსახვის უნართან ერთად, 20-ში დაბადებულებს არაჩვეულებრივ პოეტებად, მხატვრებად ან ხელოვნების სხვა დარგის მიმდევრებად ხდის. თუმცა მათ არ ჰყოფნით იმის ენერგია, რომ მატერიალურად უზრუნველყონ საკუთარი ყოფა. მათთვის მძიმეა ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა.

ემოციური თავისებურებები

ისინი სულიერ სამყაროში ცხოვრობენ, ამიტომაც უნდა ჰქონდეთ სულიერი კავშირი ახლობლებთან. სექსუალურად სიძლიერით არ გამოირჩევიან და ნებისმიერ შემთხვევაში მათი ფიზიკური რეაქციები ტვინში იბადება და შინაგანი სიახლოვის გარეშე მათ ფიზიკური სიახლოვის სურვილი არ უჩნდებათ. სექსი მათთვის - გრძნობის კულმინაციაა, რომელიც მათ ტვინში იბადება. 20-ისთვის მთავარია, პარტნიორთან საკმარისი სულიერი სიახლოვე ჰქონდეს, ფიზიკური სიახლოვე მისთვის მეორეხარისხოვანია. ქორწინებაში ისინი ისეთ ადამიანს ეძებენ, რომელიც იგივე სულიერ თვისებებს ფლობს და თუ მისი მეუღლე ფიზიკურად უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე სულიერად, ქორწინება წარუმატებელი იქნება, თავად 20 კი სასოწარკვეთილი დარჩება.

ჰარმონიული ურთიერთობები

მთავარი 20-ისთვის - ისეთ ადამიანთან ცხოვრებაა, ვინც მასსავით მაღალსულიერებით გამოირჩევა. მისი ძალა გონებაშია და ირგვლივ ისეთი ადამიანებით უნდა იყოს გარშემორტყმული, ვისთანაც სულიერ სიმშვიდესა და სიახლოვეს ჰპოვებს. 20 იშვიათად აღწევს წარმატებას კარიერაში და ამიტომაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებულია. მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც შემატებას რწმენას და გააძლიერებს მას. ძალიან მგრძნობიარეა და გარშემომყოფები უნდა მოერიდონ მის წყენინებას. 20-ის პარტნიორი არ უნდა იყოს ზედმეტად სექსუალური, რადგან ტემპერამენტის არათანხვედრამ შესაძლოა, დეპრესიამდე მიიყვანოს ის.

ბედნიერი რიცხვები - 2, 20, 7, 16, 25, 9, 18, 27.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 1, 10, 19, 28.

ბედნიერი თარიღები - 2, 20, 7, 9.

ფერები - მწვანე, თეთრი.

ქვები - მარგალიტი, მთვარის ქვა, ზურმუხტი.

ავადმყოფობები - ღვიძლი, საჭმლის მომნელებელი სისტემა.

რეკომენდაციები

ამ ადამიანებს ტაქტიკურად და ფრთხილად უნდა მოეპყროთ. ისინი ძალიან მგრძნობიარეები და პესიმისტურად განწყობილნი არიან. შეუძლიათ საკუთარი თავი ღრმა დეპრესიამდე მიიყვანონ, თუ გამუდმებით არ გაამხნევებთ მათ. 20-ში დაბადებულებს მართებთ საკუთარ თავში ლოგიკის განვითარება, რათა საღად აზროვნება შეძლონ და არ დაინახონ ცხოვრების მხოლოდ ბნელი მხარეები. უნდა დაკავდნენ ხელოვნებით, რომ არ დარჩეთ დრო ზედმეტი ფიქრისა და დარდისთვის. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ღრმა დეპრესიაში ჩავარდნა ელით ;

ნომერ22
ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 22 რიცხვში ხართ დაბადებული?
ძალიან პესიმისტური რიცხვია, რომელიც წარმოადგენს 2 ორიანის ურთიერთობას, რაც ჯამში 4-ს გვაძლევს. მასში 2-იანის მგრძნობელობა და მერყევი ხასიათი ორმაგდება.

ეს რიცხვი - ქალურობის განსახიერებაა, ნაზია და სათუთი. თითქმის ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს. მისი ერთადერთი ხსნა ჭკუა და მაღალი სულიერი თვისებებია. ამ ადამიანებისგან წარმატება შორსაა, ამიტომაც ხშირად სასოწარკვეთილები რჩებიან. მფლანგველები არიან. ფული მათთან ისევე იოლად მიდის, როგორც გადის. ამიტომაც გამუდმებით მატერიალური პრობლემები აქვთ.

ემოციური თავისებურებები

ემოციურად 22 არც ისე ძლიერია. არ შეუძლია ადვილად შეყვარება, მაგრამ თუ შეიყვარა, ბოლომდე ერთგული რჩება ამ გრძნობის, მაგრამ პესიმიზმი და მერყევი ხასიათი მათ ეჭვიანობის გრძნობას უღვივებს. ისინი თავადაც საეჭვონი არიან, რის გამოც ბევრ მეგობარს კარგავენ. სექსუალურ ასპექტში საშუალო სიძლიერით გამოირჩევიან და იმდენად მგრძნობიარეები არიან, რომ პატარა წარუმატებლობაც ყველანაირ სურვილს აკარგვინებთ. პარტნიორის მხრიდან ცუდად ნათქვამმა ერთმა სიტყვამაც შესაძლოა სრულიად გაანადგუროს ის. 22-თან ცხოვრება ძალიან ძნელია, რადგან მას სჭირდება გამუდმებით გამხნევება და ბიძგის მიცემა, რაც დიდი დატვირთვაა გარშემომყოფებისთვის.

ჰარმონიული ურთიერთობები

22-ში დაბადებულებს ყოველთვის სჭირდებათ გვერდში ადამიანი, ვისაც დაეყრდნობიან. მამაკაცი პარტნიორისთვის ეს არც ისე რთულია, რასაც ვერ ვიტყვით ქალზე. ამ ადამიანის ცოლი გამუდმებით ქმრის გვერდში უნდა იმყოფებოდეს, რადგან მარტო 22 უძლურია. ამ ადამიანის ცხოვრების მეგზურმა ყველა პირადი პრობლემა გვერდზე უნდა გადადოს და მეუღლეს მიხედოს, რადგან 22-ის პრობლემები ყოველთვის უფრო რთულია. 22 ბედნიერი იქნება (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია) ადამიანთან, ვისაც დაეყრდნობა. ამ ადამიანის პარტნიორები, მეგობრები და კოლეგები მოთმინების დიდი უნარით უნდა გამოირჩეოდნენ და მორალურად გვერდში ედგნენ მას.

ბედნიერი რიცხვები - 2, 11, 20.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 22, 13 და 31.

ბედნიერი თარიღები - 2, 11, 20.

ბედნიერი დღეები - შაბათი, ორშაბათი.

ფერები - ღია ცისფერი, ფირუზისფერი.

ქვები - მარგალიტი, მარჯანი.

ნეგატიური თვეები - აპრილი, აგვისტო, ოქტომბერი.

ავადმყოფობები - შაკიკი

უარყოფითი მხარეები

მერყევი ხასიათი და პესიმიზმი - ამ ადამიანების მთავარი თვისებებია. ჭკუა, ერთგულება, ეფექტურობა, მაღალი ინტელექტი - ამ დადებითი თვისებების მიუხედავად, ისინი იშვიათად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში ისევ და ისევ უკიდურესი პესიმიზმის წყალობით. იმის გამო, რომ 22-ში დაბადებულები ცხოვრების მხოლოდ ბნელ მხარეს ხედავენ და საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ, ხშირად ხელიდან უშვებენ შანსს, რომელიც ცხოვრებამ მისცა. იმის მაგივრად, რომ გამოიყენონ მომენტი და გაიუმჯობესონ ცხოვრება, ისინი არ ცდილობენ არაფრის შეცვლას, რადგან თვლიან, რომ მაინც არაფერი შეიცვლება სასიკეთოდ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ უმჯობესია შეცვალონ და თუნდაც წარუმატებლად, ვიდრე საერთოდ არ იმოქმედონ.

რეკომენდაციები

ეს ადამიანები უნდა ავაცილოთ ღრმა დეპრესიას, რაც ყველა მათ დადებით თვისებას ხაზს გადაუსვამს. მეგობრებისა და პარტნიორის მიმართ ურყევი ერთგულების მიუხედავად, 22-ის პესიმიზმი ართულებს მათთან ერთად ცხოვრებასა და მუშაობას და ძალიან ხშირად ის ზუსტად იმ ადამიანს აფრთხობს, ვინც ყველაზე მეტად სჭირდება ცხოვრებაში. 22-ში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ დამოუკიდებლად ცხოვრება და არ გაუშვან ხელიდან შანსი, რომელსაც მათ იღბალი აძლევთ. პირველივე საშუალებისას უნდა იმოქმედონ, მით უმეტეს, რომ მათ ამის ყველა პირობა აქვთ - არიან ჭკვიანები, მეთოდურები და ძალიან ეფექტურები ;

ნომერ23

ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ23 რიცხვში ხართ დაბადებული?
23-ში დაბადებული ადამიანები ურთიერთსაწინააღმდეგო პიროვნებები არიან. ერთის მხრივ, არიან 2-ის გავლენით რბილი ხასიათისანი და მინი-დიქტატორები 3-ის დამსახურებით. 2-ისა და 3-ის ჯამი 5 კი მათ მერკანტილურობაზე მეტყველებს.

მათ სურთ, რომ ყველაფერი მათ ნებაზე კეთდებოდეს, მაგრამ არ ჰყოფნით ნებისყოფა, რომ თავისი გაიტანონ. ამიტომაც ისინი ძალით მოქმედებენ. შეუძლიათ გაუმკლავდნენ მხოლოდ მათ, ვინც უფრო სუსტია, მაგრამ თანდაყოლილი ეშმაკობა აძლევთ საშუალებას, რომ არ დახარჯონ ენერგია მათზე, ვისთანაც ეს არ გაუვათ. თუ მათ ირგვლივ უფრო ძლიერი ადამიანები არსებობენ, ისინი დათრგუნულნი არიან.

საერთოდ, ეს ადამიანები დიდი ძალით არ გამოირჩევიან, მაშინაც კი, თუ გარეგნულად ძლიერები ჩანან. ისინი მგრძნობიარენი არიან და ამაყები, არ უყვართ ვინმესთან ვალდებულებაში ყოფნა. ეს 5-იანის გავლენაა.

ემოციური თავისებურებები

ემოციურ ურთიერთობაში დომინანტობა სურთ, რაც აშკარად 3-ის გავლენაა. ამასთან, ისინი ემოციურები არიან და მათი გრძნობა ყოველთვის ღრმაა. მეგობრებთან მიმართებაში ისინი მესაკუთრეები არიან, მაგრამ ამავე დროს, არ უყვართ, როცა თავად ექცევიან ასე. მათ წარმატებული ქორწინება აქვთ, თუ პარტნიონს ისეთივე ტემპერამენტი და მორჩილების სურვილი ექნება. ქორწინებაში სურთ, რომ ლიბერალები ჩანდნენ, სინამდვილეში კი - მესაკუთრეები არიან. ეს 2-იანისგან ერგოთ. გონიერები არიან და უპირატესობას ანიჭებენ ჭკვიან პარტნიორს. სექსუალურად ძლიერები არიან, მაგრამ სექსზე გაგიჟებულები - არა. თუ აქვთ - კარგია, თუ არა და არ განიცდიან. საერთო ჯამში - ისინი არ არიან მომთხოვნი საყვარლები.

ჰარმონიული ურთიერთობები

კარგი ურთიერთობები ადამიანთა 2 ტიპთან არის შესაძლებელი: მათთან, ვინც დაემორჩილებათ და იმასთან, ვინც ძლიერია ამა ქვეყნისა. ისინი სხვებსაც აიტანენ, მაგრამ არ დააფასებენ. ყველაფერში მართალი ჰგონიათ თავი. მათთან ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ დიდი მოთმინებისა და დარწმუნების უნარის შემთხვევაში, შეძლებთ მათ თქვენს აზრზე გადმოყვანას.

ბედნიერი რიცხვები - 5, 14, 23, 2, 11, 20, 29.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 9, 18, 27, 1, 10, 28.

ბედნიერი თარიღები - 2 და 5.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, ოთხშაბათი.

ფერები - ვარდისფერი.

ქვები - მარგალიტი, ბრილიანტი. არ უნდა ატარონ ოქრო.

ავადმყოფობები - ტკივილი სახსრების არეში.

უარყოფითი მხარეები

ლიდერობის სურვილი იმ დროს, როცა ამისთვის აუცილებელი ძალა არ გააჩნიათ. ისინი ყოველთვის მოახვევენ საკუთარ ნებას მას, ვინც მათზე სუსტია. მსუბუქად მერკანტილურები არიან და მათკენ მიილტვიან, ვინც წარმატებულია. არ გაიყიდებიან ფულზე, მაგრამ მის დანახვაზე თვალები ებინდებათ.

რეკომენდაციები

უნდა მოთოკონ ლიდერობისა და მართვის სურვილი. იმისათვის, რომ ძლიერები იყვნენ, აუცილებელი არ არის, იუფროსონ. უნდა შეეცადონ, ნაკლებად მერკანტილურები იყვნენ და ჩახედონ ადამიანს არა ჯიბეში, არამედ თვალებში. არ შეიძლება, ადამიანის მიმართ მხოლოდ იმიტომ იყო კეთილგანწყობილი, რომ მან ცხოვრებაში წარმატებას მიაღწია ;

ნომერ24

ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 24 რიცხვში ხართ დაბადებული?
ეს რიცხვი - 2-ისა და 4-ის შეთანხმება - ძალიან პესიმისტური და მგრძნობიარეა. ის რომანტიკულია და ამავე დროს, ლიდერის თვისებებსაც ფლობს.

24-ში დაბადებულები რბილი ხასიათით გამოირჩევიან, არ შეუძლიათ უხეშობა, თუნდაც ამისგან თავად იტანჯებოდნენ. გონიერები არიან, მაგრამ იშვიათად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში, რადგან საკუთარი თავის რწმენა აკლიათ და არ შეუძლიათ გარისკვა. ციფრთა ჯამი - 6 - საკმაოდ რომანტიკული რიცხვია, რომელიც ამქვეყნად ყველაფერს აიდეალებს. ეს რიცხვი 24-ს მდიდარი წარმოსახვის უნარსა და შემოქმედებით ნიჭს სძენს.

ამასთან, ეს ადამიანები ცხოვრების სევდიან მხარეებსაც ხედავენ და შანსის ხელიდან გაშვებისას ბედისწერას ადანაშაულებენ და არა საკუთარ თავში ინიციატივის არქონას.

ემოციური თავისებურებები

მეგობრობაში ისინი ერთგულები და თავდადებულები არიან. მარტივად არ იჩენენ მეგობრებს, მაგრამ თუ დამეგობრდნენ ვინმესთან, მაშინ სამუდამოდ. ემოციურად მათ მთლიანად შეიძლება დაეყრდნოთ, რადგან ერთგულები არიან და არასოდეს არავის აწყენინებენ.

სექსუალურად ისინი არც ისე ძლიერები არიან, რადგან ფიზიკურად სუსტი ნიშანია. სექსი მათ უფრო მეტად ტვინში აქვთ. ამასთან, ისინი მორცხვები არიან, რაც ხელს უშლით წარმატების მიღწევაში საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას. ისინი გამუდმებით ოცნებობენ, მაგრამ მათ განხორციელებას ცხოვრებაში ვერ ბედავენ. აიდეალებენ სიყვარულის ობიექტს და უყვართ ღრმად და თავდავიწყებით.

ჰარმონიული ურთიერთობები

ამ ადამიანებს გვერდით სჭირდებათ ის, ვისაც დაეყრდნობიან. მათთან მყოფს დიდი მოთმინება უნდა გააჩნდეს. 24-ის პარტნიორმა ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს და მას მხოლოდ ოცნების სამყარო და შემოქმედება დაუტოვოს.

ბედნიერი რიცხვები - 2, 11, 20, 29, 6, 15, 24.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები - 5, 14, 23.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, სამშაბათი

ნეგატიური თვეები - მაისი, ოქტომბერი.

ფერები - მუქი ვარდისფერი, ფირუზისფერი.

ავადმყოფობები - ყელ-ყურ-ცხვირი.

უარყოფითი მხარეები

24 მარსის გავლენის ქვეშ იმყოფება. ამიტომაც ეს ადამიანები ხშირად ფეთქებადები არიან. ეს თვისება მათ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს აკარგვინებს. მათ სუსტი ნებისყოფა აქვთ და არ შეუძლიათ თამამად მოქმედება და საკუთარი ბედის მართვა.

რეკომენდაციები

საჭიროა ნებისყოფის მოკრეფა, რათა ხელიდან არ გაუშვან შანსი. არ უნდა გააიდეალონ ყველაფერი და მყარად დადგნენ მიწაზე. კარგი იქნება, თუ ხელოვნებას გაჰყვებიან. დამოუკიდებლად უნდა შექმნან კარიერა, თუმცა გამოცდილი პარტნიორის გარეშე მაინც არ იმოქმედონ ;

ნომერ25

ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 25 რიცხვში ხართ დაბადებული?
25 - უცნაური რიცხვია, 2-იანის სირბილე 5-იანის სიხარბესა და 7-იანის ცვლილების სიყვარულს ერთვის. თუმცა 2 წინ დგას, მაგრამ ის მაინც დამჯერი რიცხვია და 25-ში უფრო დომინირებს 5-იანი, რომელიც ყველანაირი ხერხით ცდილობს ფულის მოხვეჭას.

25-ს შვიდიანის გავლენით ცვლილებების გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმოუდგენია. ემოციებში დიდი გავლენა აქვს 2-სა და 5-ს. ამიტომაც 25 რბილი ხასიათისაა და ძალიან რომანტიკული, ჭკვიანი და პარტნიორთან ურთიერთობისას სულიერ სიახლოვეს ეძებს. რიცხვი 5 "საჭირო" ადამიანებისკენ იზიდავს მათ, ანუ მათკენ, ვინც წარმატებულია ცხოვრებაში. უყვართ ცვლილებები და თუ გრძნობა არც ისე ღრმაა, ისინი დიდხანს ვერ ჩერდებიან ერთ პარტნიორთან.

ემოციური თავისებურებები.
სექსუალურად ისინი უცნაურ შერწყმას წარმოადგენენ: ისინი იმ ადამიანს ეჯაჭვებიან, ვინც კარგად უზრუნველყოფილია, მაგრამ ასევე, ძალიან რომანტიკულებიც არიან, რაც სიყვარულის ობიექტის გაიდეალებისკენ უბიძგებს მათ. სიყვარული 25-ის გონებაში იბადება და თუ ობიექტს კარგი მატერიალური ბაზა აქვს, მაშინ დაბრკოლება არ არსებობს. რომანტიკულობის მიუხედავად, უქონელი ადამიანები მათ არ იზიდავთ.

ფიზიკურად ისინი საშუალო ძალას ფლობენ. დიდად არ უყვართ თავგადასავლები და სექსის აუცილებლობასაც ვერ ხედავენ. თუ ამის სურვილი უჩნდებათ, მაშინ მათი ენერგია ორმაგდება. მაგრამ მაინც, ისინი სექსუალურად საშუალო ძალისანი არიან.

ჰარმონიული ურთიერთობები

25 - რომანტიკული მატერიალისტია. ის ბედნიერია იმ ადამიანთან, რომელიც საქმეზე არის ორიენტირებული. 25-ისთვის ასევე აუცილებელია ისეთი ადამიანის გვერდში ყოლა, რომელიც მის მეოცნებეობაზე იქნება პასუხისმგებელი. ცვლილებები სჯობს მოსვენებას! - აი, ასეთია მისი დევიზი. მისთვის აუცილებელია დეკორაციებისა და გარემოს მუდმივად შეცვლა. ბუნებით ერთგულია და არაგულწრფელობაში მას ვერ დაადანაშაულებთ. მისთვის ცვლილებები - უბრალოდ, აუცილებლობაა და ამას 25-ის პარტნიორი უნდა შეეგუოს. თუმცა რბილი ხასიათის წყალობით, ის ამ აუცილებლობას დათმობს, მით უმეტეს, თუ ამას მისთვის ძვირფასი ადამიანი მოითხოვს.

ბედნიერი რიცხვები - 2, 7, 11, 20, 29, 16, 25.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები - 2, 7.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, სამშაბათი.

ნეგატიური თვეები - მაისი, ოქტომბერი.

ფერები - ყვითელი, მწვანე.

ქვები - მარგალიტი, მთვარის ქვა.

ავადმყოფობები - კანი, საჭმლის მომნელებელი სისტემა.

უარყოფითი მხარეები

25-ს მატერიალური მიდრეკილებები აქვს. ის მსუბუქ და სწრაფ ფულს ანიჭებს უპირატესობას. შესაძლოა, ამის გამო ცუდ კომპანიაშიც მოხვდეს. ადვილად ღიზიანდება, ფეთქებადი ხასიათი აქვს და მოთმინების გრძნობაც არ გააჩნია.

რეკომენდაციები

უნდა მოთოკოს ფულისა და მატერიალური გამორჩენის სურვილი. 25-ის ცხოვრების პირველი წლები ცვლილებების, გამოცდისა და ძიების პერიოდია; მეორე ეტაპი სიმშვიდის, ფილანტროპიისა და ქველმოქმედების წლებია. უნდა დაიმშვიდოს ნერვები და იყოს ნაკლებად ფეთქებადი ;

ნომერ26

ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 26 რიცხვში ხართ დაბადებული?
26-ს უყვარს გართობა და სტუმრებით სავსე სახლი. 26-ში დაბადებული ქალი სტუმართმოყვარე დიასახლისია. 26 ძალიან ემოციური რიცხვია.

ემოციური თავისებურებები

ეს ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან. განსაკუთრებული გრძნობით არიან გამსჭვალულნი არა მარტო საყვარელი ადამიანის, არამედ მეგობრების მიმართაც. მათთვის აუცილებელია როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სტიმული. 6-იანი ამ რიცხვს რომანტიზმს სძენს და სააწინააღმდეგო სქესისთვის მომხიბვლელს ხდის. 26-ში დაბადებული მეოცნებე და იდეალისტია. ამასთან, ის მიწიერი არსებაც არის, სჭირდება ამქვეყნიური სტიმულიც ცხოვრებისთვის.

ჰარმონიული ურთიერთობები

26-ში დაბადებულებს შეუძლიათ მსხვერპლი გაიღონ მათთვის, ვინც უყვართ, მეგობრებისთვისაც თავდადებულები არიან. ძალიან დამოუკიდებლები არიან და ვერ იტანენ, როცა ვინმე თავისუფლებას უზღუდავთ. 26-ის რბილი ხასიათით ბევრი სარგებლობს. მათ იციან ეს, მაგრამ ითმენენ იქამდე, მანამ მოთმინების ფიალა არ აევსებათ. და აი, აქ უკვე ფეთქდებიან. ასე რომ, არ იფიქროთ, რომ ისინი ისეთი ცხვრები არიან, როგორებიც ერთი შეხედვით ჩანან.

თუმცა მათ ურჩევნიათ გაიღონ, ვიდრე აიღონ და მორალური ბალანსი მუდამ მათ მხარეზეა. მათ, ვინც 26-ს ბედს დაუკავშირებს, უნდა დააფასონ მათი ინდივიდუალურობა და მისცენ საშუალება, იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან. 26-ში დაბადებულები გონიერები არიან და პარტნიორებიც არ უნდა ჩამორჩებოდნენ მათ ამაში.

ბედნიერი რიცხვები - 2, 6, 8, 17, 26, 15, 24.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23, 3, 12, 21.

ბედნიერი თარიღები - 2, 6, 8.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, შაბათი.

ნეგატიური თვეები - ივლისი, დეკემბერი, თებერვალი.

ფერები - ყავისფერი, ყვითელი.

ქვები - შავი მარგალიტი, შავი ბრილიანტი, საფირონი.

ავადმყოფობები - საჭმლის მომნელებელი სისტემა, თირკმელი.

უარყოფითი მხარეები.

ეს ადამიანები მზად არიან, თუმცა 2-იანის გავლენა მათ საშუალებას აძლევს, იბრძოლონ. კარგი იქნება, თუ ნების სიმტკიცეს გამოიჩენენ და თავდასხმებზე სათანადო რეაქციას იქონიებენ. მათ ხშირად არ ჰყოფნით მოთმინება და თუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მათ სურთ, ნაჩქარევი ქმედებითა და გადაწყვეტილებით, შესაძლოა, ყველაფერი გააფუჭონ. უარყოფითი მხარეებია - გადაჭარბებული მეოცნებეობა და საჭირო დროსა და ადგილას ქმედებაზე გადასვლის არცოდნა.

რეკომენდაციები

ეს კარგი რიცხვია, მაგრამ ამ ადამიანებს მოთმინების გრძნობის გამომუშავება მართებთ. სამყარო უნდა აღიქვან ისეთად, როგორიც არის და რეაქცია იქონიონ წინააღმდეგობების მიმართ. თუ კრიტიკას თამამად მიიღებენ, მაშინ გავლენას იქონიებენ მოვლენებზე. სხვაგვარად ისინი ვერაფერს მიაღწევენ... და უნდა გაითვალისწინონ, შეუძლებელია, ყველასთვის კარგი აკეთო ;

ნომერ27

ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 27 რიცხვში ხართ დაბადებული?
ამ რიცხვში გაერთიანებულია რომანტიკულობა და დიქტატი. 2 და 7 ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ციფრია. 27-ში დაბადებულები ორიგინალურობითა და ინდივიდუალურობით გამოირჩევიან.

ბუნებით მატერიალისტები არიან. ყველაფერში ორიგინალურობა მათ სხვებისგან გამოარჩევს. ქალები ცხოვრებაში მყარ გადაწყვეტილებებს იღებენ და სულიერი ურთიერთობებისთვის ჭკვიანი პარტნიორებისკენ ისწრაფვიან.

ემოციური თავისებურებები

ეს ადამიანები მგრძნობიარეები არიან და კარგი წარმოსახვის უნარი აქვთ. უყვართ მოგზაურობა და ამიტომაც ბევრი იციან. მათი რომანტიკისადმი მიდრეკილება კარგად ერწყმის მოგზაურობის სიყვარულს. ეს ადამიანები უფრო გონიერებით გამოირჩევიან, ვიდრე ფიზიკური მონაცემებით.

ისინი, ერთი მხრივ, მათკენ ისწრაფვიან, ვისაც შეუძლია მორალურად დაუდგნენ გვერდში, მეორე მხრივ - რბილ და დამთმობ პარტნიორს ეძებენ. მათ ასევე იზიდავთ მოულოდნელობებით აღსავსე ადამიანები. თუ ადამიანი მარტივად ამოსაცნობია, ის მათ არ დააინტერესებთ.

27-ში დაბადებულები საწინააღმდეგო სქესის მიმართ უფრო ჩვევის გამო ისწრაფვიან, ვიდრე სურვილით. თუმცა სექსუალურად ისინი ძლიერები არიან და თუ რაიმეს მოისურვებენ, დიდხანს არ მოიცდიან, მაშინვე საქმეზე გადავლენ. შეუძლიათ ძალის გამოყენებაც.

ჰარმონიული ურთიერთობები

27 თითქმის ყველანაირ ადამიანს ეწყობა, იმდენად ჭკვიანი, საინტერესო და ძლიერი ხასიათის არის თავად. ის მაგნიტივით იზიდავს გარშემომყოფებს. ერთადერთი, რაც მათ აფრთხობს - თავისუფლების შეზღუდვა და სხვისგან მათი მართვის მცდელობაა.

ბედნიერი რიცხვები - 2, 11, 20, 29, 9, 18, 27, 6, 15, 24.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23, 10, 28.

ბედნიერი თარიღები - 2, 6, 9.

ბედნიერი დღეები - შაბათი, კვირა, ორშაბათი.

ფერები - წითელი, მწვანე, ხაკისფერი.

ქვები - ძოწი, ონიქსი, ლალი.

ნეგატიური თვეები - მაისი, ოქტომბერი, ნოემბერი.

ავადმყოფობები - კანი, იმუნური სისტემა.

უარყოფითი მხარეები

სხვისი მართვისა და დომინირების სურვილი. ასე მათ შეუძლიათ დაკარგონ მეგობრები და ახლობელი ადამიანები. გარდა ამისა, 27-ში დაბადებულებს აკლიათ საკუთარი თავის რწმენა.

რეკომენდაციები

27 კარგი რიცხვია, თუ მის ქვეშ დაბადებულები მოთოკავენ სხვისი მართვის სურვილს. დიქტატორული თვისებები ადამიანს უკეთესს არ ხდის. საჭირო არ არის, ყველგან თავის წარმოჩენა. ასევე უნდა ეცადონ, გამოიმუშაონ სიმტკიცე და ნებისყოფა ;

ნომერ28

ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 28 რიცხვში ხართ დაბადებული?
ეს რთული რიცხვია, რადგან შეიცავს ორ სრულიად განსხვავებული თვისებების მქონე ციფრს. 2 -მთავარია რიცხვებისთვის 20-დან დაწყებული 29-ით დამთავრებული -რბილი, დამთმობი და გარშემომყოფებზე დამოკიდებული. ხოლო 8 -მაგნიტური პიროვნებაა, ძალიან მიმზიდველი საწინააღმდეგო სქეისთვის. ციფრების ჯამია -1 (ანუ 10, 0-ნეიტრალური რიცხვია და არი ითვლება). 1 უკვე ხელმძღვენელია და ინიციატორი ყველა ასპექტში.

ემოციური თავისებურებები.

ეს ადამიანები ძალიან საინტერესონი, გონიერები და მეგობრულები არიან. საკუთარ აზრს თავს არავის მოახვევენ. არ დომინირებენ, მაგრამ კარგად იციან, რა უნდათ ცხოვრებაში. რბილი ხასიათით გამოირჩევიან და მარტივად შეუძლიათ დაითანხმონ ადამიანები. ძალიან ჭკვიანები არიან და მათ სჭირდებათ, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სიახლოვე ადამიანთან.

სექსუალურად -ეს ძლიერი რიცხვია, ამიტომაც მისი პარტნიორიც ასეთივე უნდა იყოს. სექსი მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სულიერი სიახლოვე.

ჰამორნიული ურთიერთობები.

ეს ადამიანები ძირითადად დიდი პოპულარობით სარგებლობენ გარშემომყოფებში და შეუძლიათ გავლენის მოხდენა სხვებზე. თავისას ადვილად აღწევენ, თანაც ზედმეტი ძალისხმევისა და ტირანიის გარეშე. გულწრფელები არიან და ერთგულები, ინარჩუნებენ ძველ მეგობრებს და მათ რიცხვს ახალი ადამიანებითაც ზრდიან. ქორწინებაში ბედნიერები არიან, თუ მათი პარტნიორები მათსავით გონიერები იქნებიან. მაგრამ ასე თუ არ იქნა, ისინი დაიტანჯებიან, რადგან 28-ში დაბადებულები გონებრივადაც ისეთივე სიძლიერით გამოირჩევიან, როგორც ფიზიკურად.

ბედნიერი რიცხვები -11, 20, 29, 17, 26, 10, 28.

მტრულად განწყობილი რიცხვები -5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები -1, 2, 8.

ბედნიერი დღეები -ორშაბათი, შაბათი.

ფერები -მწვანე, თეთრი.

ქვები -ბრილიანტი, ნეფერტიტი.

ნეგატიური თვეები -აპრილი, მაისი.

ავადმყოფობები -ჰიპერტონია.

უარყოფითი მხარეები.

ამ ადამიანებს შეიძლება ბევრმა ვერ გაუგოს, რადგან ზოგიერთი ადამიანი სულიერ და მორალურ თვისებებს უფრო ნაკლებად აფასებს, ვიდრე მატერიალურ მხარეს. თუ 28-ს შესაძლებლობები დაფასებული არ იქნება, ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდება და საკუთარი თავის რწმენას დაკარგავს.

რეკომენდაციები.

საერთო ჯამში ძლიერი რიცხვია, მაგრამ ხანდახან არ შეუძლია სირთულეების გადალახვა. კარგი იქნება, თუ 28-ში დაბადებულები მერყევ ხასიათს განიმტკიცებენ, მით უმეტეს, რომ ეს მათთვის რთული არ იქნება, რადგან მათ 1-იანისი სიძლიერე აქვთ თანდაყოლილი. ასევე უნდა განივითარონ მოთმინების გრძნობა. როცა ადამიანებს მათი არ ესმით, არ ღირს მათთან ბრძოლის გამართვა. უმჯობესია, მოთმინებით აიტანოთ უარყოფითი დამოკიდებულება. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დალაგდება. ასევე არ ღირს, ყველასთვის ახსნა, რატომ დგამთ ამა თუ იმ ნაბიჯს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ ;

ნომერ29

ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 29 რიცხვში ხართ დაბადებული|
რიცხვი 2 - ეს წარმოსახვის უნარი და შემოქმედებაა, ხოლო 9 - დომინანტი პიროვნება და უკანასკნელ წვეთამდე მებრძოლი, მისი პლანეტა ხომ მარსია. ადვილი წარმოსადგენია მათ შორის კონფლიქტი. სწორედ ეს ხდის 29-ში დაბადებულებს რთულ პიროვნებებად.

ემოციური თავისებურებები

ეს ადამიანები ამბიციურები არიან და ცხოვრებაში საკუთარ გეგმებს ბოლომდე ახორციელებენ, მაგრამ თუ მარცხს განიცდიან, მაშინ ბრინჯივით იბნევიან. ისინი ძალიან გონიერები არიან და კარგ აკადემიურ კარიერას იქმნიან. ორგანიზაციისა და ადმინისტრირების ნიჭი მათ ეხმარებათ, გახდნენ წამყვანები ნებისმიერ სფეროში. ისინი ყველაფერზე წავლენ, ოღონდ დაიკმაყოფილონ საკუთარი ამბიცია, რომელიც მოჭარბებულად აქვთ.

29-ში დაბადებულები ძალიან ემოციურები არიან და გრძნობის ობიექტს მთელი ცხოვრებით ეჯაჭვებიან. მიუხედავად ამისა, 29-ის პარტნიორებს უჭირთ მათთან ურთიერთობა, რადგან არ არიან დამთმობები და უყვართ სიტუაციის მხოლოდ თავად მართვა. 29-ს 2-იანის რომანტიზმიც მოჰყვება, ამიტომაც სულიერი სიახლოვის გარეშე ვერავისთან იცხოვრებენ. მეოცნებეობა მათ შინაგან სამყაროს ავსებს.

ეს ადამიანები საკმაოდ სექსუალურები არიან, მაგრამ 2-იანისგან გამოყოლილი კომპლექსებით იტანჯებიან, არ შეუძლიათ საკუთარი სურვილის გამოხატვა. ამიტომაც პარტნიორმა უნდა მართოს ისინი, ოღონდ აგრესიულობას მათი მხრიდან ვერ აიტანენ.

ჰარმონიული ურთიერთობები

29-სთან ცხოვრება ადვილი არ არის, რადგან ის კონტრასტული პიროვნებაა. ის ძალიან დომინანტი რიცხვია და მასში დაბადებული ადამიანები დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ, თუმცა მათ გარშემომყოფები აფასებენ ძლიერი ნებისყოფის გამო. ამასთან, ისინი 2-იანის რბილ ხასიათსაც ფლობენ, რაც მყარი დასაყრდენის ძებნისკენ უბიძგებს მათ.

საღი გონებით, პრაქტიკული აზროვნებითა და გადაწყვეტილებების მიღების უნარით ისინი გარშემომყოფების პატივისცემას იმსახურებენ.

ბედნიერი რიცხვები - 2, 11, 20, 29, 9, 18, 27.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 5, 14, 23, 3, 21, 12, 30.

ბედნიერი დღეები - ორშაბათი, ოთხშაბათი.

ბედნიერი თარიღები - 2, 9.

ფერები - თეთრი.

ქვები - მარგალიტი, მთვარის ქვა, ნეფრიტი.

ნეგატიური თვეები - მაისი, ოქტომბერი.

ავადმყოფობები - სულიერი გაუწონასწორებლობა და ჰიპერტონია.

უარყოფითი მხარეები

მთავარი უარყოფითი თვისება - დომინანტური ხასიათია. ეს ადამიანები ნეგატიურად არიან განწყობილნი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ აზრს არ ეთანხმებიან. ამიტომაც ბევრ მტერს იჩენენ. ამ თვისების გამო, შესაძლოა, ისინი იზოლაციაში აღმოჩნდნენ. მეორე უარყოფითი თვისებაა - დამარცხების აღიარების უუნარობა.

რეკომენდაციები

ამ ადამიანებმა უნდა დაგმონ საკუთარ თავში დომინირების სურვილი და არ უნდა დაეცნენ სულიერად დამარცხების შემთხვევაში. ძალიან ამბიციურები არიან. ამიტომაც ვურჩევდით, მოთოკონ ეს გადაჭარბებული გრძნობა და დაიმახსოვრონ, იქამდე უნდა დაიფარონ საბანი, სადამდეც ის გასწვდებათ. მათი ენერგიისა და ინიციატივის წყალობით შეუძლიათ მიზანს მიაღწიონ ;

ნომერ30

ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 30 რიცხვში ხართ დაბადებული?
რიცხვი 30 – სამიანის ტყუპისცალია და ყველა მის თვისებას ფლობს, თუმცა შერბილებული სახით, მაგრამ ეს შერბილება იმდენად მცირეა, რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ - ეს ორი ერთნაირი რიცხვია.

30-ში დაბადებული ადამიანები ძალიან გაბედულები, ამბიციურები და აგრესიულები არიან. უყვართ მბრძანებლობა და არასოდეს კმაყოფილდებიან ვინმეს დაქვემდებარებაში ყოფნით.

მათ უნდა მართონ სხვების ქმედება და ძალაუფლების შეგრძნების გარეშე ძალიან ითრგუნებიან. მკაცრად დისციპლინირებულები არიან და ხელქვეითებისგანაც იგივეს მოითხოვენ. არ ითვალისწინებენ არავის აზრს, მყარ გადაწყვეტილებებს იღებენ და გამძლეები და ძალიან ძლიერები არიან.

ემოციური თავისებურებები

მათ ყველა ქმედებას, ასევე, ადამიანებთან ურთიერთობას წითელ ზოლად გასდევს ამბიციური ხასიათი. სწორედ ისინი უნდა იყვნენ პირველები ყველაფერში, სხვანაირად არანაირი ურთიერთობა არ შედგება. პარტნიორი ან მეგობარი რბილი ხასიათის უნდა იყოს და დაკმაყოფილდეს მეორე ადგილით.

ისინი - თანდაყოლილი ინსტინქტის მქონე მონადირეები არიან. ის, ვინც მათ დააინტერესებთ, ცოტა შანსი აქვთ მათგან თავის დაღწევის. ისინი მომხიბვლელები არიან და უზარმაზარ სექსუალურ პოტენციალს ფლობენ. საწინააღმდეგო სქესი ნებსით თუ უნებლიედ ეჯაჭვება მათ. სექსუალურად ძლიერები არიან და მატერიალისტები. ასევე - აგრესიულებიც, მათ ცოტა დრო აქვთ სიყვარულისთვის, მაგრამ თუ შემთხვევა ხელში ჩაუვარდებათ, აუცილებლად გამოიყენებენ მას.

ჰამორნიული ურთიერთობები.

ამ ადამიანს შეეწყობიან მხოლოდ ისინი, ვინც დაემორჩილებიან მათ. მეგობრობაში პირველები უნდა იყვნენ და არ სწყალობენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ მდგომარეობას უმუქრებიან. პარტნიორები და მეგობრები მათ უნდა ავსებდნენ, მაგრამ არ უნდა აჭარბებდნენ. არავინ უნდა დაემუქროს მათ თავისუფლების შელახვას. 30-მა მთლიანად უნდა აკონტროლოს პარტნიორის ქმედებები. ახლა ალბათ გასაგებია, რომ მათთან ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ იქნება.

ბედნიერი რიცხვები - 3, 12, 30, 5, 14, 23, 6, 15, 24.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 13, 31.

ბედნიერი თარიღები - 3, 21, 21.

ბედნიერი დღეები - სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ფერები - ლურჯი და ვარდისფერი.

ქვები - საფირონი.

ავადმყოფობები - კანი, სახსრები.

უარყოფითი მხარეები

ეს ადამიანები დაბადებიდან დიქტატორები არიან და საკუთარ კანონებს აწესებენ. თავიანთი გეგმების განხორციელებისას ყოველგვარ დაბრკოლებას გააცამტვერებენ, თანაც ისე, რომ შედაგებზე არ იფიქრებენ. მათი ბულდოზერული მეთოდები უამრავ მტერს უჩენს მათ. მოუთმენლები არიან მათ მიმართ, ვინც შედარებით სუსტია.

რეკომენდაციები

ეს ძალიან ძლიერი რიცხვია და 30-ში დაბადებულები სიმაღლეებს იპყრობენ და ამისთვის ყველა საჭირო თვისებას ფლობენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეინარჩუნებენ დიპლომატიურობას და საღ აზრს. მათ უნდა მოთოკონ ფეთქებადი ხასიათი, მოუთმენლობა და ამბიციები. თუ ამ ყველაფერს გააკეთებენ, წარმატებას მიაღწევენ ;

ნომერ31

ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 31 რიცხვში ხართ დაბადებული?
31 - კიდევ ერთი რთული რიცხვია, რომელიც ტყუპისგან, 1-ისა და 3-ისგან შედგება. ორივე ეს რიცხვი ლიდერის თვისებას, ამბიციებსა და დიდძალ ენერგიას ფლობს.

ორივე პრაქტიკულია, ისახავს გეგმებს და ენერგიულად ახორციელებს მათ ცხოვრებაში. ისინი ამაყები არიან და არ უყვართ, როცა ვინმესთან ვალში არიან. რაშია 31-ის სირთულე? საქმე 4-იანშია, რომელიც სრულიად საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს: ის დაბადებიდან პესიმისტია და სულ უკმაყოფილო ცხოვრებით.

ასე რომ, ერთი მხრივ, ფიგურირებს ამბიცია აღმატებულ ხარისხში, წარმატების მიღწევის წყურვილი და მეორე მხრივ - მერყევი ხასიათი და პესიმიზმი, გადაუწყვეტელობა და შანსის ხელიდან გაშვება, რაც უნდა უსაფრთხო იყოს ის. ამ კომპონენტებს შორის დიდი კონფლიქტი ვითარდება, რაღაც პიროვნების გაორების მსგავსი, თუმცა არც ისეთი, როგორიც 8-იანის შემთხვევაშია.

ემოციური თავისებურებები

31-ის ემოციური ცხოვრება ძალიან რთულია. ორ ციფრს შორის კონფლიქტი აქ დიდ როლს თამაშობს. ზედაპირულად 31 საკუთარ თავში დარწმუნებული და გამოჩენილი რიცხვია, შინაგანად კი არამყარი ხასიათი ფიგურირებს. 4 დიდ როლს თამაშობს 31-ში დაბადებულთა ემოციურ ცხოვრებაში. ეს ციფრი ნელა რეაგირებს ემოციებზე, მაგრამ გამოირჩევა ერთგულებით. ამ ადამიანთა გულწრფელობა ეჭვგარეშეა.

სექსში სულ სხვა სურათი გვაქვს. აქ ისინი საერთოდ უემოციოები არიან. ძალიან სექსუალური 31 სექსში გრძნობას არად დაგიდევთ. თუნდაც უყვარდეთ, აქტი მათ მხოლოდ ფიზიკურ სიამოვნებას ჰგვრით და მეტს არაფერს.

ჰარმონიული ურთიერთობები

31-ში დაბადებულებს რთული ხასიათი აქვთ და მათი გაბედნიერება მხოლოდ მრავალმხრივ პიროვნებებს შეუძლიათ. მათი სულიერი მდგომარეობა სევდისა და დარდისკენ იხრება, თუმცა ამას იშვიათად ამჟღავნებენ. 31-ის პარტნიორს უნდა შეეძლოს გადაატანინოს მას ყურადღება უფრო სასიამოვნო რამეზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ადამიანები ლიდერები არიან ინსტინქტით და ბუნებით ხელმძღვანელები. მათი პარტნიორები კი ვალდებულნი არიან, მათ ფეხდაფეხ იარონ. გაშემომყოფებმა უნდა განავითარონ 31-ის კარგი თვისებები, ნიჭიერება და კეთილგონიერება, რომელსაც ისინი უდავოდ ფლობენ. 31-ში დაბადებულთა არაჩვეულებრივი ჭკუა, ეფექტურობა და ერთგულება მათ გამოჩენილ ადამიანებად აქცევს.

ბედნიერი რიცხვები - 3, 12, 21, 20, 1, 10, 28.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 2, 6, 8, 9.

ბედნიერი თარიღები - 1 და 3.

ბედნიერი დღეები - სამშაბათი და ხუთშაბათი.

ფერები - ცისფერი.

ქვები - ტოპაზი.

ავადმყოფობები - გული (ეს პესიმიზმისკენ მიდრეკილებისგან მოდის).

უარყოფითი მხარეები

ძირითადი უარყოფითი თვისებაა - პესიმიზმი, რომელიც ხაზავს ყველა დანარჩენ კარგ თვისებას. გარდა ამისა, ეჭვიანები არიან, რადგან საკუთარი თავის რწმენას არიან მოკლებულნი. სულ უკმაყოფილოები არიან იმით, რაც აქვთ, თუნდაც ჰქონდეთ ყველაფერი, რაზე ოცნებაც კი შესაძლებელია.

რეკომენდაციები

უნდა გადალახონ პესიმიზმისკენ მიდრეკილება და ყველაფერს ნათელი მხრიდან შეხედონ. ისინი კარგი თვისებების ბედნიერი მფლობელები არიან და იმის მაგივრად, რომ ჩაახშონ ისინი საკუთარ თავში, აჯობებს, განავითარონ და გამოამჟღავნონ. წარმატება მათთან ახლოსაა და არ უნდა გაუშვან ის ხელიდან. კარგი იქნება, თუ ნებისყოფის სიმტკიცესაც გამოიჩენენ სხვადასხვა საკითხში.



















12
22554
10-ს მოსწონს
ავტორი:უსაზღვრო
უსაზღვრო
22554
  
2013, 12 მარტი, 23:11
ნახეთ ჩემი სტატიებიიი :)))))))))))))))
2013, 16 თებერვალი, 23:15
ავტორის საყურადღებოდ...21 ზე იგივე წერია რაც 20 ზე.ამიტომ ვერაფერი წავიკითხე 21 რიცხვზე,....არდა როგორ მაინტერსესბს
2013, 6 თებერვალი, 11:14
ამდენის წერა არ დაგეზარა და-ძმობას გაფიცებ?
2013, 5 თებერვალი, 22:13
ჩემთვის განსაკუთრებულად გიღვაწია კომენტარში. მადლობა :)
2013, 1 თებერვალი, 19:53
ნუმეროლოგია: რა გელით მომავალში, თუ 21 რიცხვში ხართ დაბადებული?
ამ რიცხვის შემადგენელ ციფრებს მთვარე და მზე მფარველობს. მთვარე - ქალია, მზე კი - მამაკაცი. მთვარე - რომანტიკა, ემოცია და მგრძნობელობაა, მზე კი - ამბიციები და წარმატება. ამ ციფრების ჯამი - 3-ია, რაც თავისთავად კიდევ მეტ დიქტატორულ ხასიათს გულისხმობს, ვიდრე - 1. ამიტომაც ერთი მხრივ, 21 - მეოცნებეა, მდიდარი წარმოსახვის უნარით, სიფაქიზითა და არტისტიზმით გამორჩეული, მეორე მხრივ - ლიდერი, ამბიციური და ძლიერია.

ყველა შემთხვევაში, კარგი შეთანხმებაა. 2-იანის სუსტ მხარეს, 1-ს დადებითი თვისებები არეგულირებს, ხოლო 3-ის დიქტატორული ხასიათი 2-ით რბილდება. ეს ადამიანები, ძირითადად, წარმატებულები არიან ცხოვრებაში, რადგანაც აზროვნების სიძლიერით, წარმოსახვის უნარითა და დაგეგმვის საოცარი ნიჭით გამოირჩევიან. 2-ისა და 20-ისგან განსხვავებით, შეუძლიათ საკუთარი იდეების ცხოვრებაში განხორციელება.

ემოციური თავისებურებები

21-ის ემოციური ცხოვრება დატვირთულია, რადგან ის ფლობს 2-ისა და 1-ის ენერგიას. მისთვის აუცილებელია როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სიახლოვე. სექსუალურ ასპექტში 21 საშუალო სიძლიერით გამოირჩევა. ის უფრო რომანტიზმისკენ იხრება, რაც მას კარგ საყვარლად აქცევს.

ჰარმონიული ურთიერთობები

21 თითქმის ყველანაირ ადამიანს ეგუება. 1-იანის ენერგიის, მაგნიტიზმისა და 2-იანის სიფაქიზის წყალობით უამრავ ადამიანს იზიდავს. 21-ში დაბადებულები ტაქტიანები არიან და ცდილობენ, არ აწყენინონ არავის, თუმცა ხანდახან მათი პესიმიზმი იმდენად გამაღიზიანებელია, რომ მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებსაც კი კარგავენ. მეორე მხრივ, ისინი დიქტატორის თვისებით გამოირჩევიან და ითხოვენ, რომ ყველაფერი ისე შესრულდეს, როგორც მათ სურთ.

ეს თავისთავად ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამიტომაც 21-ის პარტნიორმა უნდა იგრძნოს მისი ხასიათი და რეაქცია შესაბამისად მოახდინოს ყველაფერზე. 21-ისგან ბევრ სექსს ნუ მოითხოვთ.

ბედნიერი რიცხვები - 2, 11, 20, 29, 1, 10, 28, 3, 12, 21, 30.

მტრულად განწყობილი რიცხვები - 4, 13, 31, 5, 14, 23.

ბედნიერი თარიღები - 2, 11, 20, 3, 12, 21, 30.

ნეგატიური თვეები - თებერვალი, ივნისი, სექტემბერი.

ფერები - რუხი და ჭუჭყიანი თეთრი.

ქვები - მარგალ
2013, 1 თებერვალი, 19:52
აუ 21 გამომრჩენია და 20 ის დამიწერია :| კომენტარებში დავწერ 21 ზე მაშინ ვეღარ გადავაკეთებ :)
2013, 1 თებერვალი, 19:49
21 -მა რა დააშავა ???
2013, 1 თებერვალი, 16:51
21ზეც დაწერეთ რაა :(
2013, 31 იანვარი, 18:31
18. ასე თუ ისე ემთხვევა, ერთი რამის გარდა. პირადად ჩემთვის 8 ბედნიერი რიცხვი არ არის.
2013, 31 იანვარი, 17:04
მე 6-ში დაიბადე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10