x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
"8 ხმის" სისტემის ისტორიაზე

image"ისტორიულად ეს სისტემა მუდამ მრავალგვარი და ცვალებადი იყო - მისი ესთეტიკა, მისი მუსიკალური ენა, ენის ელემენტები და მათი ურთიერთმიმართება მუდამ ცვლილება-განვითარებას განიცდიდა, როგორც სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში, ასევე ერთ ცალკე აღებულ ეკლესიებშიც .... არ იცვლებოდა მხოლოდ ამ სისტემის ძირითადი იდეა - 8 ჯგუფად გაყოფილი სხვადასხვა ლიტურგიკული ჟანრების საგალობელთა ჰანგები.... წმიდა პაპის, გრიგორი დიდის მიერ სისტემატიზებულმა ტრადიციამ, რამდენადაც შესაძლებელია, ყველაზე შეუცვლელად შემოინახა ადრეული 8 ხმის სისტემის თავისებურებანი ... ბერძნულში გალობის რამდენიმე სტილი შეიცვალა, ბოლოს იოანე კუკუზელის რეფორმამ, "კალოფონური" გალობის, ანუ მელიზმატიკური, უკიდურესად გამშვენებული გალობის შემოღებამ საერთოდ უვცვალა სახე ძველ ჰიმნებს, ამის მერე იყო უკვე ბიზანტიის დაცემისა და თურქეთის ბატონობის ხანა ..... სწორედ ამ პერიოდიდან ირღვევა ბიზანტიური მუსიკისათვის იმანენტური დიატონური კოლოური აზროვნება და მასში იჭრება ძველ ბერძნული და ბიზანტიური ჰარმონიისათვის უცხო, მაგრამ აღმოსავლური (არაბული, თურქული, სპარსული ... ) მუსიკალური ტრადიციისთვის ნიშანდობლივი ქრომატული და მიკროქრომატული კილოები ... ბოლოს ბერძნული გალობის ისტორიაში იყო 18-ე საუკუნის ბოლოსა და 19-ე საუკუნის ახალი ნევმირების, ახლებურად გადამუშავების ხანა..... საქართველოში გვაქვს 8 ხმის სისტემის მეტად უნიკალური ტრადიცია ... თითქმის ყველა ლიტურგიკული ჟანრის ჰიმნების 8 ხმის ვარიანტებია ნოტირებული - ღაღად-ვყავ - ები თავისი დასდებლებით, წარდგომები, სტიქარონები, აწ განუტევე (რასაც ბერძნული ტიპიკონი არ ავალდებულებს, რომ 8 ხმის არსებობდეს), ღმერთი-უფლები, ტროპრები (თავისი ღვთისმშობლისებით), იბაკოები, საცისკრო ანტიფონები, ძლისპირები (ათასობით ძლისპირი გვაქვს თავისი დასდებლებით), კონდაკები, განმანათლებლები, აქებდითსა ზედა დასდებლები, აღვივსენითსა ზედა დასდებლები, წირვის ზოგიერთი საგალობელი .... //// ეს ყველაფერი გვაქვს როგორც მარტივი, ასევე რთული-გამშვენებული სტილის, სხვადასხვა სკოლის ნიმუშები ......"

ავტორი: სვიმონ ჯანგულაშვილი

0
110
შეფასება არ არის
ავტორი:ქართული გალობა
ქართული გალობა
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0