x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
(გურული საგალობლები)

(შემდგენლისაგან) .... კრებული შეიცავს ქართული გალობის (გურულ კილოზე) 21 ნიმუშს. მათი შერჩევის დროს ვითვალისწინებდით საგალობლის როგორც მხატვრულ ღირებულებას, ასევე მის კილო-ინტონაციურ მხარესა და კონსტრუქციას, ამიტომ ვეცადეთ წარმოგვედგინა ტიპიური ნიმუშები, რომ დაინტერესებულ პირებს რამდენადმე სრული წარმოდგენა შეექმნათ მრავალფეროვან და უაღრესად საინტერესო გურულ საგალობლებზე. კრებულის შედგენაზე ვმუშაობდით საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის დავალებით. ამ მიზნით, 1966 წლის აპრილში, მივლინებული ვიყავით ქალაქ მახარაძეში. კრებულში მოთავსებული საგალობლები ჩაწერილია ჩვენ მიერ არტემ ერქომაიშვილის შესრულებით, საგალობლების სამივე ხმა ფიქსირებულია ერთი მომღერლის თქმით. ჩაწერა წარმოებდა მაგნიტოფონზე კომბინირებული წესით, რის შედეგადაც მივიღეთ სამხმიანი საგალობელი დაწინაურებული ხმებით. ცნობილია, რომ გურული სიმღერა-საგალობლები გამოირჩევიან ხმების მოძრაობის სირთულით, - ამიტომ ჩვეულებრივი (ე.ი. არაკომბინირებული) ჩანაწერის ნოტებზე გადაღება მეტად ძნელდება და ხშირად შეუძლებელიც ხდება. გარდა ამისა, ჩვენ იძულებული ვიყავით მიგვემართა ჩაწერის ასეთი ხერხისათვის, ვინაიდან არტემ ერქომაიშვილს აღარა ჰყავდა თანამგალობლები. ჩაწერის ასეთმა მეთოდმა შეიძლება ითქვას ეჭვი დაბადოს სიმღერისა და საგალობლის ინტონაციურ სიზუსტეზში, მაგრამ ჩვენ საქმე გვქონდა არაჩვეულებრივი მონაცემებისა და მეხსიერების მქონე მომღერალთან, რომელიც საგალობლის ყველა ხმის საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. კრებულში მოთავსებული საგალობლები, მიუხედავად სასულიერო ტექსტებისა, ინტონაციურად ახლოს დგანან საერო-სალხინო საგალობლებთან, ისინი საგრძნობლად განსხვავდებიან კილოზე სამღერ სამონასტრო საგალობლებისაგან. ჩვენი კრებული ქართული გალობის მეტად მცირე ნაწილია. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ იგი საინტერესო იქნება როგორც ქართული მუსიკის მოყვარულებისათვის, ასევე პროფესიონალი და შემოქმედების დარგში მომუშავე მუსიკოსებისათვისაც.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ბ. აკაკი მიქაბერიძესimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






















0
259
1-ს მოსწონს
ავტორი:ქართული გალობა
ქართული გალობა
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0