x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტორტის მორთვის უმარტივესი მეთოდი
image


ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ კერძი პირველ რიგში მადისაღმძვრელად უნდა გამოიყურებოდეს. რადგან როგორც ჩვენში იტყვიან „ ჯერ თვალი ჭამს“. სწორედ ამიტომ ცდილობს
ყველა დიასახლისი, რომ მის მიერ მომზადებული კერძი, ნამცხვარი თუ უბრალოდ დაჭრილი ხილი ლამაზად დაალაგოს თეფშზე და ისე მიიტანოს სუფრასთან.

ჩემი აზრით, ყველაზე მეტ მონდომებასა თუ ფანტაზიას მაინც ტორტის მორთვა მოითხოვს. ძალიან ბევრ დიასახლისს სწყდება ალბათ გული, რომ მას არ შეუძლია ტორტის მორთვა ან გაფორმება. მიზეზი დროის ნაკლებობა შეიძლება იყოს. თუმცა ეს პრობლემაც გამოსწორებადია. თქვენს მიერ მომზადებულ ტორტს შეგიძლიათ ზემოდან კრემი არც კი წაუსვათ და ისე გაალამაზოთ. ამისათვის საჭიროა შეიძინოთ ტორტის თარგი ან თავად გამოჭრათ ის ჩვეულებრივ ქაღალდზე. მარტივად დააფინოთ ტორტს და ზემოდან მოაფრქვიოთ
შაქრის პუდრა. როდესაც ქაღალდს აიღებთ თქვენი შედევრით ნამდვილად მოხიბლულები და აღფრთოვანებულები დარჩებით. სტუმრებს კი არა მარტო თქვენი კულინარიული, არამედ შემოქმედებითი ნიჭითაც მოხიბლავთ.
აიღეთ ტორტის მზა თარგი.


image


































დააფინეთ ტორტს ზემოდან და მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი.


image


ნელა აიღეთ თარგი.


image


თოვლის ფიფქით გაფორმებული ტორტი ნამდვილად დაამშვენებს თქვენს საახალწლო სუფრას.მაგრამ თუ კი დაბადების დღისთვის ვერ ასწრებთ ტორტის მორთვას ან შეძენას ამ პრობლემასაც მარტივად მოაგვარებთ.

image imageimage

უფრო მეტი სიმარტივისათვის კი შეგიძლიათ თავად გამოჭრათ ქაღალდზე ვარსკვლავის, გულის ან მთვარის ფორმის ფიგურა და ასე დაამშვენოთ თქვენი ტორტი მარადიული სიყვარულის სიმბოლოებით.


image

image



1
6633
13-ს მოსწონს
ავტორი:ანა87
ანა87
6633
  
2013, 12 მაისი, 11:57
ცუდი ის არის რომ კრემიან ზედაპირზე ვერ დააფენ თარგს:(
0 1 1