x
image
თეო_თეო
ააშენეთ თქვენი სახლი (შთამაგონებელი ისტორია)

imageერთხელ ერთმა ძველმა მშენებელმა გადაწყვიტა თავისი საქმიანობსათვის თავი დაენებებინა. კაცი კარგი მშენებელი იყო და მის დამქირავებელს ენანებოდა მისი სამსახურიდან გაშვება.
დამქირავებელმა ყველაფერი იღონა, რომ გადაერწმუნებინა იგი, მაგრამ მშენებელი თავისას არ იშლიდა.
_კარგი, რაკი ასე ძალიან გსურს წადი, მაგრამ ვიდრე წახვალ ერთი თხოვნა მექნება შენთან: მსურს წასვლამდე კიდევ ერთი სახსლი ააშენო. _უთხრა მშენებელს დამქირავებელმა. მშენებელი დასთანხმდა მას და შენება დაიწყო.
თუ მის მუშაობას დააკვირდებოდით ადვილად მიხვდებოდით, რომ მშენებელს სამუშაოზე გული არ უდგებოდა და ერთი სული ქონდა როდის დაამთავრებდა მას. არც მაღალი ხარისხის მასალა უყიდია და არც იმაზე უფიქრია ბევრი, რომ სახლისთვია რაიმე ახალი და ორიგინალური დიზაინი მოეფიქრებინა.
და როდესაც მშენებელი საბოლოოდ მორჩა შენებას, მაქირავებელი სახლს დასათვალიერებლად ესტუმრა. მოიარა ახალი სახლი, კარგად დაათვალიერა და შეაფასა იგი და როდესაც ამ ყველაფერს მორჩა მშენებელს ხელში სახლის გასაღები ჩაუდო და უთხრა: _ ეს შენი სახლია მეგობარო...... მიიღე ჩემი საჩუქარი წლების განმავლობაში გაწეული დიდი სამსახურისათვის....
მშენებელი ძლიერ აღელვებული ჩანდა.
რა სირცხვილია! რომ მცოდნოდა ჩემს საკუთარ სახლს ვაშენებდი, ხომ სხვაგვარად გავაკეთებდი მოვიქცეოდი?!..
ჩვენც ყველანი ყოველდღე, ყოველწუთსა და ყოველწამს ყოველი ჩვენი მოქმედებით, ყოველი მიღებული გადაწყვეტილებითა და გადადგმული ნაბიჯით საკუთარ ცხოვრებას ვაშენებთ და თუ ამ საქმეში იმაზე ნაკლებ შრომას, იმაზე ნეკლებ ნებისყოფასა და სილამაზეს ვაქსოვთ, ვიდრე შეგვიძლია, ჩვენდა სამწუხაროდ, საბოლოოდ მაინც გვიწევს იმის გაანალიზება, რომ მთელი ეს დრო საკუთარ სახლს, საკუთარ ცხოვრებას ვაშენებდით და ახლა, სწორედ, ამ "სახლში" გვიწევს ცხოვრება.

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:თეო_თეო
თეო_თეო
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0