x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
50-იანელები გვიტევენ!!!
imageსულ რაღაც ორი წლის წინათ ქვეყანაში გამოჩნდა, რაღაც ქრისტიანული, თუმცა დღეს შეილება თამამად ითქვას, რომ ეს რაღაც არის არამართმადიდებლური.

მათ კარგად შემუშავებული გეგმა აქვთ, თუ როგორ მოაქციონ თავიანთ მსოფლმხედველობის ქვეშ ნებისმიერი ადამიანი.(თუმცა მათ ჰყავთ მიზანმიმართული აუდიტორია.)

მოდით, განვიხილოთ ერთი შეხედვით რა იმალება ამ გეგმის მეორე მხარეს.

ამ ფაქტის ძიება-გარკვევაში დადგინდა, რომ ეს არამართმადიდებლური ქრისტიანობა ამერიკიდან მოდის და გავრცელებას ჰპოვებს სხვადასხვა ქვეყნებში.ამ ქვეყნების რიცხვს დღეს-დღეისობით საქართველოც უერთდება.50-იანელების გეგმაა გააღვივონ ნაპერწკალი და გაავრცელონ. ეკონომიკა შერყეულ ქვეყნებში, კი მათთვის ფეხის მოკიდება პრობლემას არ წარმოადგენს. ძვირფას სათამაშოებს დახარბებული ქართველი ბავშვები და მატერიალურად წელში გაუმართავი უფროსები ეს ის კატეგორიაა, რომლებიც 50-იანელების სამიზნე ობიექტს წარმოადგენენ.


ისინი ბავშვებს ამერიკული სათამაშოებით იბირებენ, უფროსებს კი ფულადი დახმარებით, სანაცვლოდ მათგან თავისებურ წირვაზე დასწრებას ითხოვენ აწ წახალისებული საზოგადოებისგან.

ალბათ, დაგაინტერესათ, თუ რას ითვალისწინებს " თავისებური წირვა" და რითი განსხვავდება ის მართმადიდებლური წირვისგან.

ერთ-ერთ 50-იანელთან მცირე გასაუბრებისას მას ვკითხე, თუ რატომ არ დადიოდნენ ეკლესიაში და, თუ რატომ არ აღიარებდნენ ეკლესიასა და ხატს.მან, კი შემდეგნაირად მიპასუხა:"ადამიანის ხელქმნილს არაფერი ესაქმება უფალთან და ამიტომ ვუარყოფთ ეკლესიასა და ხატს.ეკლესიაში არ დავდივართ, რადგან შუამავალი ღმერთთან ჩვენ არ გვჭირდება."

მოდით, დავუპირისპიროთ მათ ნათქვამს რამოდენიმე არგუმენტი:ეკლესია ღვთის სახლია, სადც მღვდელი წირვას აღავლენს, წირვის დროს კი ქრისტეს სიტყვებსაც წარმოთქვამს, წირვაზე დასწრება და მამაოსთვისადმი ცქერა მარტო ამად ღირს.ხატები, დიახ ადამიანის ხელნაკეთია, (თუ არ ჩავთვლით იესო ქრისტეს ხელთუქმნელ ხატს), მაგრამ წმინდა სახით წარმოდგენილი, კარგად მოგეხსენებათ, რომ არსებობს სასწაულმოქმედი ხატები, რომელთა შორის ბევრს მირონი მოსდის ცრემლის სახით, ზოგსაც კი სისხლიც, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მათ ბევრი ადამიანი განუკურნავთ.

ეს ფაქტის შესახებ ვესაუბრე მამა მიქაელს, რომელმაც ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ სიმართლე ერთია ორი სიმართლე არ არსებობს და ასევეა ღმერთიც ის ერთია და მისკენ მიმავალი გზაც მხოლოდ მართმადიდებლობაშია. ისინი მართლაც არასწორ გზას ადგანან და ღმერთმა სწორ გზაზე დააყენონ.

მინდა ეს სტატია დასასრულისკენ წავიყვანო და პატარა მოწოდება და თხოვნა ჩავაქსოვო:ჩვენ მართმადიდებლებს მართლაც რომ დიდი საუნჯე გაგვაჩნია, რომელსაც მართმადიდებლობა ჰქვია.50-იანელებსაც გააჩნიათ რწმენა.შესაძლებელია ჩვენზე მეტადაც სწამდეთ, მაგრამ ვგონებ ფულით ნაყიდი რწმენა რეალობას მოკლებულია, ჩვენ კი სადაც შევხვდებით მათ(საქართველოში უკვე მრავლად არიან) მოვუწოდოთ, დავანახოთ და ვუთხრათ:"აი ნახე მე რა მაქვს, ეს ყოვლად წმინდაა, შეიძლება შენ გაცილებით მეტად გწამს, ვიდრე მე, მაგრამ ჭეშმარიტება მართმადიდებლობაშია"

4
707
1-ს მოსწონს
ავტორი:ხვიჩა1511
ხვიჩა1511
707
  
2019, 29 ივლისი, 12:02
როდესაც სტატიას წერთ, მითუმეტეს ისეთს რომელიც ეხება ისეთ საკამათო თემას რომელიც რელიგიაა, საჭიროა 1 წაკითხუკლი გქონდეთ თავიდან ბოლომდე ბიბლია და გააზრებული. 2 ისტორიულად უნდა იცოდეთ როგორ ხდებოდა ეკლესიების დაყოფა, განხეთქილება ეკლესიებს შორის; 1054 წელს დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესიები გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს კათოლიკური. ამ ორ ეკლესიას აქვს ბევრი მსგავსება და განსხვავებები რიტუალიზმში და გასაკვირიც არაა. ორ გვერდიგვერდ მდებარე სოფელში საქართველოში თუნდაც დაკრძალვის ქორწინების რიტუალებს შორის განსხვავებები ყალიბდება დროთა განმავლობაში. მთავარი ისაა რა ქადაგება დაგვიტოვა ქრისტემ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და არ უნდა გადავუხვიოთ. ქრისტეს არ უქადაგია არც მართმადიდებლობა არც კათოლიკობა, ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ ქრისთეს მიმდევრები. სახარების მიმდევრები.
რაც შეეხება მატერიალურ დახმარებას. ბიბლიაში წერია რომ ყოველი ადამიანი თავისი შემოსავლის მეატედს უნდა სწირავდეს ღმერთს. სწორედ ეს შესაწირი ნაწილდება გაჯირვებულებს შორის, და ხმარდება ღმერთის საქმეს. მითუმეტეს ისიც აღსანიშნავია რომ არცერთი სახელმწიფოსგან არ ფინანსდება სახარების მიმდევრების ეკლესია, მართმადიდებული ეკლესიისაგან განსხვავებით. ხალხი საკუთარი სურვილით ეხმარება ერთმანეთს.
"ჭეშმარიტება მართმადიდებლობაშია არ არის, ჭეშმარიტება ქრისტიანობაშია"
2013, 30 იანვარი, 14:12
ბატონო ხვიჩა ქვემოთ ავღნიშნე და აღარ ვაპირებ ყოველ კომენტარში ვიმეორო. მატერიალური დახმარება ცუდი არაა და ამითვის არავინ ავალდებულებს იმ ხალხს თავიანთ რწმენაზე გადასვლას, ეს არის უანგარო დახმარება (თუ ამას დახმარება ჰქვია, ერთი ბეწო რაღაცეები მიაქვთ და ესეც იმიტომ რომ თვითონ ორმოცდაათიანული ეკლესიის წევრები იღებენ სახლიდან თავიანთ ტანსაცმელს თუ საკვებს.) აქ რომ ვინმე აფინასებდეს ჯერ ეკლესია იქნებოდა მდიდარი და მერე ის ხალხი ვისი "ჩათრევაც" უნდათ. აქ ყველაფერი ქრისტეს მიერ დანაბარების მიხედვით კეთდება. "თუ ორი გაქვს ერთი სხვას მიეცი" და სახლებში წირვის ჩატარებას რაც შეეხება, თუ სულ მცირე ისტორიას ან ბიბლიას მაინც გადახედავთ. მოციქულებს დააკვირდით სად ატარებდნენ წირვას. პარალელი გაავლეთ მათ შორის და სტატიაც უფრო სამართლიანი გამოგივათ ;)
2013, 29 იანვარი, 22:25
ისინი წირვებს სახლებში ატარებენ.ეს ჩემი თვალითაც მაქვს ნანახი.და თქვენ თუ რაიმე განსხვავებული აზრის დამადასტურებელ ფაქტს მომაწვდით,თუნდაც საპირისპიროს მოლოდდამხოლოდ მოხარული დავრჩები.უბედურებაც ისაა,რომ ყველაფრის ფულზე გაცვლა დამღუპველია.
2013, 29 იანვარი, 21:56
მცდარ ინფორმაციას ავრცელებ მეგობარო. ჯერ ეს ერთი ეს დენომინაცია ეკლესიას აღიარებს, არ ვიცი ვის ესაუბრეთ მაგრამ ეკლესია რომ ღვთის სახლია ამას დავა არ უნდა და ზუსტად ასე უდგება ამ საკითხს ეს დენომინაცია. და ქრისტეს სიტყვებსაც წარმოსთქვამს ისე როგორც თეოლოგიურად მისაღებია არც მეტი და არც ნაკლები. მატერიალურ დახმარებაში ცუდი არაფერია, და არც არავის ავალდებულებს თავის ეკლესიაში სიარულზე და ძალიან ცუდი რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებთ. ძალიან რომ გამოეკიდეთ გაჭირვებულ ხალხს ეხმარებაო თქვენც დაეხმარეთ მატერიალურად ხალხს რადგან იმის მტკიცება კი არ ჭირდებათ ვინ უფრო სწორია იმას უფრო ფიქრობს შვილებს რა აჭამოს რომ არ აქვს. და იმაში ნუ კი შეეჯიბრებით ჩვენ უფრო სწორნი ვართო, ხალხის დახმარებაში შეეჯიბრეთ, ჯერ საქმე და მერე ლაპარაკი. ;)
0 1 4