x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ვაშლის ღვეზელი

მასალა:

  • 1 კილოგრამი ფენებიანი ცომი
  • 10 ცალი ვაშლი
  • 200 გრამი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ერბო

ვაშლის ღვეზელი

ვაშლის ღვეზელი

1 კილოგრამი ფენებიანი ცომი გავათხელოთ, გავყოთ ორად და ორ ტაფაზე ცალ-ცალკე დავაკრათ. გავფრცქვნათ 10 ცალი ვაშლი, შაქართან ერთად მოვშუშოთ ორთქლში და გავაკეთოთ მისგან სქელი პიურე. უკეთესი იქნება, თუ ვაშლებს მთლიანად შევწვათ, შემდეგ დავაყრით შაქრის ფხვნილს და დავსრისავთ. პიურე ასე უფრო მშრალი გამოვა.
პიურე სქლად დავდოთ ცომის ერთ ნაწილზე, მეორე ნაწილი კი ზემოდან დავაფაროთ. ზევიდან წავუსვათ შაქრიანი ერბო და გამოსაცხობად 5-6 წუთით შევდგათ აირღუმელში.
ასევე შეიძლება დავამზადოთ ღვეზელი სხვა ხილისგანაც, აგრეთვე სხვადასხვა მურაბებითაც.



0
149
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0