x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ალექსანდრე მენი
დიდი ადამიანები იმიტომ არიან დიდები, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების დონეზე ბევრად მაღლა დგანან და მომავლის უშორეს სივრცეებში მიაბიჯებენ, წინასწარ გვაუწყებენ მომავალ ფილოსოფიურ თუ მსოფლმხედველურ აღმოჩენებს. მსოფლიოი ისტორიაში იყვნენ დიდი ადმამიანები, ვინც საკუთარი სულიერი მისტიკური გამოცდილება გვიანდერძა. მათ შორის უდიდესი რელიგიათა ფუძემდებელნი არიან.ესენია მეჰამედი, ბუდა, ზარატრუსტა და ასე შემდეგ.


ჩვენთვის ცნობილია, რომ დღემდე, საუკუნეების შემდგომ, ამ ადამიანთა სული მილიონებს მოძღვრავს, განაგღზნობს კულტურის განაყოფიერებას, შთააგონებს ხალხებს. ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ვენდოთ ამ ადამიანების გამოცდილებას.


როდესაც ბუდა, ინდოელი უფლისწული გაუტამა, ამბობს, რომ განთავისუფლდა ყოველივე ამაოსაგან და მთლიანად განზავდა ნათელსა და მდუამრებაში, შეუცნობელ ნირვანაში, ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვენდოთ მის სიტყვებს.


როდესაც დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი ხანგრძლივი ფიქრის, ცხოვრებისეული სიძნელეების, დრაგედიების შემდგომ ლაპარაკობს უზენაესზე, როგორც უდიდეს სიკეთეზე, აგრეთვე სრული უფლება გვაქვს დავუჯჯეროთ მას. გვჯერა მისი სიტყვებისაც: "ძნელია ჩასწვდე ქვეყნიერების მამას". ეს დიდებული სიტყვებია.



როდესაც მუჰამედი გვეუბნება, რომ მას გამოეცხადა ერთი ღმერთი, წვეყნიერების შემოქმედი, ღმერთი, ღმელიც აბრაამს მიმართავდა, ჩვენ მისი გვჯერა. მე ისევე მჯერა მისი, როგორც, მილიონობით მუსულმანს.

როდესაც ესაია წინასწარმეტყველი გვიამბობს ღვთის შესახებ, რომელმაც ის ქვეყნად მისი სიტყვების საუწყებლად წარგზავნა, ჩვენ გვჯერა მისი.

ესგასაოცარი მოწმობებია, ბუმბერაზი მოწმობებია, რომელმაც მსოფლიო გადაატრიალა.. ეს მიწაში ჩაყრილი თესლია, რომლისგანაც შემდგომში ახალი მოსავალი უნდა ამოვიდეს. როდესაც ის ითესებოდა, მაშინვე ჩანდა მისი ნაყოფი.

და აი მოდის იესო ნაზარეველი და ისიც რაღაცას გვაუწყებს. მაგრამ ბუდასავით არ გვეუბნება, რომ ვარჯიშითადა ძალისხმევით ამა თუ იმ მდგომარეობას მიაღწია. მუჰამედი არ ამბობს, რომ თავს უბადრუკად გრძნობს უზენაესის წინაშე, არც პლატონს მიაჩნია, რომ ზნელი შესაცნობია ყოველივეს მამა. ის არ მოგმართავს, იმ წინასწარმეტყველივით, ვინც თავს ადამიანად გრძნობს, არამედ როგორც ცოდვილი ადამიანი, ღვთაებრივი ნების გამტარი. თავის თავზე ისე გვესაუბრება, როგორც მხოლოდ სამყაროსა და ბედისწერის მპყრობელი ისაუბრებდა. ადამიანებს თვალწინ წმინდა წერილის სტრიქონებს გადაუშლის და ეუბნება : "წერილ არს.. ხოლო მე გეუბნებით თქვენ!" ესე იგი, საკუთარ სიტყვებს წმინდა წერილის დონეზე აყენებს.
არ ამბობს.. " მე მოგცემთ მოძღვრებას" არ ამბობს ბიბლიაში წერია ესა და ეს.. ის ამბობს: "მოდით ჩემთან ყველანი..." ჩემთანო.

მისი პიროვნება ერთადერთი და უნიკალურია, მის პიროვნებაში ერთურთს მსჭვალავს ღვთაებრივი და ადამიანური საწყისები.
მართალია, ამ ურთიერთგაწოლვას წინასწარმეტყველთა გამოცდილებაც იცნობს, მაგრამ მათთან ეს წუთიც ხდებოდა, შემდეგ კი ყველაფერი მთავრდებოდა. ასეა წინასწარმეტველიც: ის სხვებსავით ცხოვრობს და შრომობს, ვიდრე მოულოდნელად ღმერთი არ მოუხმობს..
მიაქციეთ ყურადღება, იმასაც რომ ქრისტე სრულიად ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა. ეს არ ყოფილა განდეგილი, სადმე კლდეზე განარტოვებული, არც, ვთქვა, ისეთი, რომელიც კვირაში მხოლოდ ერთხელ ჭამდა და დღე-ღამეში მხოლოდ ათჯერჩაისუნთქავდა.. არა, ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ამავე დროს, ღვთაებრივი ადამიანიც. ადამიანად, ქცეული ღმერთი - ის ადამიანური სახე, რომლითაც სულიერი კოსმოს, ჩვენთვის შეუცნობელი ღვთაებრივი გრძნობა შეიმოსა. იმისთვის, რომ ჩვენთვის მოემართა, მა მიიღო იესო ნაზარეველის სახე, ვინც ამქვეყნიურ გძებზე მიმოდის, ბორცვებს შორის, ტბის სააპიროზე დადის, ჯვარზე გაკრული მთელ ამვეყნიურ ტანჯვას განიცდის, მკვდრეთიტ აღდგომიტა და სამყაროში უხილავი არსებობით კი სულის უდიდეს გამარჯვებასაც ცხადყოფს.
აი, რას ნიშნავს ქრისტეს განკაცება და ხორცად ქცევა..








P.s მადლობა ვინც ბოლომდე წაიკითხა..

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოშრევან
ნოშრევან
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0