x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
რატომ თქვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე ჭაჭუას პარტნიორობაზე უარი?

imageსალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე საქართველომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გაიცნო. ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავეები შეყვარებულებიც არიან. მათი რომანი დაახლოებით 8 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. გიგი და სალომე 4 წლის მანძილზე ერთად ცეკვავდნენ. image
მოულოდნელად გიგიმ სალომეს პარტნიორობაზე უარი უთხრა, გადაწყვიტა, რომ ტურნეებში მონაწილეობის მიღება აღარ უნდოდა. სალომემ კი პარტნიორი შეიცვალა. "მე და გიგი რამდენჯერმე გავხდით საქართველოს ჩემპიონები, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ აღარ ეცეკვა კონკურსებზე. ყოველთვის ძალიან ნერვიულობდა. მე, პირიქით, მიხარია ტურნირზე წასვლა. რაც უფრო ბევრ და კარგ წყვილს ვხედავ, უფრო მაგრად მინდა, რომ კარგად ვიცეკვო. გიგის აზრს აღარ შევეწინააღმდეგე. უფრო სწორად, რაღაც მომენტში შევეცადე გადამეფიქრებინა, მაგრამ რადგან გადაწყვიტა, აზრი აღარ ჰქონდა ჩემს მცდელობას"-ამბობს სალომე. image

წყვილი დაქორწინებას ჯერ არ აპირებს. ისინი წინასწარ არაფერს გეგმავენ, ერთად თავს კარგად გრძნობენ, შესაძლოა უცებ მოუნდეთ დაქორწინება, ან სულაც წლების შემდეგ იქორწინონ. გიგი ეჭვიანია, სალომე კი ცდილობს ამის საბაბი არ მისცეს. ისინი ოჯახებით მეგობრობენ და მათ ურთიერთობას ხელს არავინ უშლის. წყვილი მთელ დროს დარბაზში ატარებს, მთლიანად ცეკვაში არიან ჩართულნი. სალომე "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონში მონაწილეობას აღარ მიიღებს. თუ ჟიურის წევრობას შესთავაზებენ ის გოჩა ჩერტკოევზე ბევრად უფრო მკაცრი იქნება.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები... imageimageimageimageimageimage



imageimageimage

0
289
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0