x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გორში მცხოვრებ 41 წლის ქალბატონს 150-ზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული

image41 წლის ირინა მაყიშვილს გაურკვეველი დაავადება აქვს. 14 წლის იყო, როდესაც ბრმანაწლავის ოპერაცია გაიკეთა და მის შემდეგ 150-ზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული. საქართველოში ვერ მოხერხდა დიაგნოზის დადგენა და თითქმის ყოველ დღე სიკვდილს ებრძვის.
– ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ მქონია. 14 წლისას ბრმანაწლავი ამტკივდა და ოპერაცია გამოკეთეს. ამის შემდგომ დამეწყო ინფექცია მუცლის ღრუში. სულ ვმკურნალობდი და წამლების ქვეშ ვიყავი. მოვიარე საქართველოს ყველა საავადმყოფო და კლინიკა. ვერავინ ვერ იგებდა რა მჭირდა. თუ კი ვინმე პროფესორი გამოჩნდებოდა ან ვინმე ჩამოდიოდა საქართველოში ყველასთან მივდიოდი, თუმცა უშედეგოდ. საშველი არსაიდან ჩანდა. აქ რომ ვერაფერი მიშველეს რუსეთში დავიწყე მკურნალობა, მაგრამ ამანაც შედეგი არ გამოიღო.
– რა ჩივილები გაქვთ? დარწმუნებული ხართ, რომ ბრმანაწლავის ოპერაციის მერე დაგეწყოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?
– ამასაც ვერ ადგენენ ზუსტად რამ გამოიწვია. თუკი რამე გამოკვლევა არსებობდა ყველაფერი გავიკეთე, მაგრამ ვერ მოხერხდა დიაგნოზის დასმა. ყველანაირი მკურნალობის მეთოდი ვცადე, თუმცა ამაოდ.
ბრმანაწლავის ოპერაცია, რომ გავიკეთე მისი შემდგომი პერიოდი გართულდა. მუცლის ღრუში დამეწყო აუტანელი ტკივილები. მიჩირქდებოდა მუცელი შიგნიდან და წყალი მიდგებოდა სხვადასხვა ადგილას რის შემდეგაც მიჭრიდნენ და ასუფთავებდნენ.
აუტანელი ტკივილები მაქვს ხოლმე. თუ ექიმთან მისვლა დავაგვიანე უარესად ვარ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა ოპერაციიდან მეორე, მესამე დღეს გართულებულა მდგომარეობა და კიდევ ოპერაცია გამიკეთებია. ბოლო პედიოდში კი საღამოსაც გამჭრეს და დილითაც.
გაკეთებული მაქვს დღემდე 150 ოპერაციაზე მეტი. ზოგი ნარკოზით და ზოგი უნარკოზოდ.
– რამდენ ხანში ერთხელ გჭირდებათ ოპერაცია, ან რა პერიოდში?
– თავიდან, როდესაც ეს პრობლემები დამეწყო გაცილებით ნაკლებად მჭირდებოდა ოპერაციები ვიდრე დღეს. ალბათ წელიწადში ორჯერ ვიკეთებდი. ახლა კი ორ კვირაში ერთხელ მჭირდება ოპერაცია. თითქმის ყოველ დღე საავადმყოფოში ვარ.
– თითქმის წარმოუდგენელია 150 ოპერაციის გადატანა. . .
– შესაძლებელია 150-ზე მეტიც მაქვს გაკეთებული. სხვა გზა არ მაქვს. უნდა გავუძლო ამ მდგომარეობას. რა უნდა ქნან ჩემმა შვილებმა სხვა შემთხვევაში. ახლა ოპერაციას, რომ გამიკეთებენ სახლში მიშვებენ და შეხვევებზე სახლიდან დავდივარ. იქ უფრო განვიცდი ჩემს მდგომარეობას. ყველა მეკითხება რა მჭირს. ყველას ხომ ვერ ავუხსნი ჩემს მდგომარეობას. თანაც საავადმყოფოში სულ ავადმყოფებს, რომ ვუყურებ ესეც მოქმედებს ჩემზე და უარესად ვითრგუნები.
გამირთულდა კიდევ იმ მხრივ მდგომარეობა, რომ ნარკოზის გაკეთება ვეღარ ხერხდება, რადგან დამწვარი მაქვს ვენები.
– ალბათ დიდი თანხებია ამისათვის საჭირო მუდმივად მკურნალობისთვის.
– კი რა თქმა უნდა. თუმცა მასში არ შედის ის ძვირადღირებული მედიკამენტები, გამაყუჩებლები რაც საჭიროა ჩემთვის. ამ ყველაფერს ჩვენი სახსრებით ვყიდულობთ. ჩემი მეუღლე მუშაობს. ახლობლებიც მეხმარებიან.
– ორი შვილი გყავთ. თქვენს მდგომარეობაში, როგორ მოახერხეთ გაჩენა?
– ბიჭი და გოგო მყავს. 11 და 10 კლასელი. შვილების გაჩენა დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან. ორსულად, რომ ვიყავი ყოველ კვირა ექიმთან დავდიოდი. მათი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. სულ იმის შიში მქონდა ბავშვს რაიმე პრობლემა არ შექმნოდა. მეორე ბავშვზე ფეხმძიმობისას კი ხელწერილი დამაწერინეს, რადგან არავის ეგონა თუ გადავრჩებოდი. ისე გაიარა ამ ჩემმა ორსულობამ, რომ ექიმთან მეორეთ აღარც კი მივსულვარ. მთლიანად ღმერთზე ვიყავი მინდობილი. კონსულტაციაც კი არ გამივლია. გაკვირვებულები იყვნენ ჩემი ორსულობით ექიმები. ამბობდნენ ამას პატრონი არ ყავსო. მუცლის ტკივილები მქონდა, მაგრამ ვითმენდი. ოჯახის წევრები აღარ დამრთავდნენ ნებას, თორემ კიდევ გავაჩენდი ბავშვს. მეუღლეც გვერდში მედგა ყველანაირად და არა მარტო ის. მეგობრები, ნათესავები. ძალიან მოხუცებული დედა მყავს და არც კი ვაგებინებთ იმას, რომ მე ასეთ დღეში ვარ.
ჩემი შვილები ძალიან კარგად ცეკვავენ. შარშან საავადმყოფოში რომ ვიწექი ორივე გამოვიდა ცეკვიდან. მითხრეს, სანამ არ გამოკეთდები ჩვენ არ ვიცეკვებთო.
– ამდენი ხანი მკურნალობთ და დიაგნოზიც კი არ იცით თუ რა დაავადება გაქვთ. არავის მიმართეთ დახმარების თხოვნით? მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროს.
– ჯანდაცვის სამინისტროში სამჯერ მაინც დავწერე განცხადება, თუმცა უშედებოდ. ექიმები სულ მეუბნებიან, რომ საჭიროა ჩემი საზღვარგარეღ წასვლა, რადგან იქ მოხდება დიაგნოზის დასმა თუ რა იწვევს ჩემს ასეთ მდგომარეობას. გავგზავნე კიდევაც სხვადასხვა ქვეყნებში მონაცემები, მაგრამ ყველა ამბობს, რომ უნდა ჩავიდე. აქაურAანალიზების პასუხს ვერ ეყრდნობიან. სამინისტრო ჩემი ამბით არც დაინტერესებულა და მგონი არც განუხილავთ განცხადება. დაახლოებით ათი წლის წინ დასკვნა უნდა გაეკეთებინათ ექიმებს ჩემი დაავადება იკურნება თუ არა საქართველოში. ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმმა თქვა, რომ მომარჩენდა. სინამდვილეში კი ეს აბსურდი აღმოჩნდა. ჩემს მორჩენაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. არასწორი დიაგნოზების გამო უარესი მდგომარეობა მაქვს დღეს. უამრავი ისეთი მედიკამენტი მივიღე, რამაც კიდევ უფრო გამირთულა მდგომარეობა. მშველოდნენ დროებით, მაგრამ შემდეგ უფრო რთული ფორმით მიტევდა ეს დაავადება. ამბობენ, რომ გერმანიასა და ისრაელში შესაძლებელია ჩემი შველა. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა ექიმი გოჩა კინწურაშვილი. ეძებდა კლინიკებს, სად შეიძლება წავსულიყავი და მემკურნალა. არჩევნების წინა პერიოდში ეს კაცი გაანთავისუფლეს სამსახურიდან და ვეღარ მოხერხდა საქმის ბოლომდე მიყვანა.
– თუ გაქვთ ინფორმაცია ამგვარი ტიპის დაავადება აქვს ვინმეს კიდევ თქვენს გარდა?
– იყო ერთი გოგო, რომელსაც როგორც მე ვიცი ჩემი მსგავსი დაავადება ჰქონდა. ის დაიღუპა. რადგან არ იციან ჩემი ზუსტი დიაგნოზი თუ რა მჭირს არ ვიცი მსოფლიოში რამდენად ხშირი ან იშვიათია ეს დაავადება.
ერთადერთი იმ იმედით ვცოცხლობ, რომ ან რაიმე წამალს მოიგონებენ ან სადმეს გამგზავნია და მიშველია. ბოლო სამი წელია ერთი დღე არ ყოფილა წამლის გარეშე, რომ არ ვყოფილიყავი.
– მასწავლებელი ხართ. გავიგე, რომ ბავშვებს ამზადებდით. ამ მდგომარეობაში როგორ ახერხებდით?
– კი ვამზადებდი ბავშვებს. თუმცა ახლა ისეთი რთული მდგომარეობა მაქვს, რომ ორი წელია ამ საქმიანობას თავი დავანებე.
წინა წლებში ახალი თაობის ანტიბიოტიკი რაც შემოდიოდა თითქმის ყველა მშველოდა და მდგომარეობა რაღაც პერიოდების განმავლობაში სტაბილური მქონდა. ახლა კი აღარანაირი წამალი აღარ მშველის.
ამდენმა მედიკამენტებმა და ოპერაციებმა ალბათ სხვა პრობლემებიც წარმოშვა ჯანმრთელობის მხრივ.
– ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია დამჭირდა. ამდენი ტკივილგამაყუჩებლისა და ანტიბიოტიკის სმით კუჭი და ნაღველი სულ გაღიზიანებული მაქვს. ასეულობით ნარკოზიც რა თქმა უნდა თავის კვალს ტოვებს. ჭრილობა ხშირად ღია მაქვს და არ შეიძლება გაციება, განერვიულება, მძიმის აწევა და ა.შ. ბევრჯერ მეუბნებოდნენ, რომ მორჩა ამ ოპერაციას ვეღარ გადაიტან. მაგრამ ჯერჯერობით ცოცხალი ვარ.
– თქვენს შესახებ ტელევიზიითაც გავიდა სიუჟეტი. არავინ გამოგეხმაურად დახმარებისთვის?
– როდესაც გადაიღეს სიუჟეტი ჩემზე, მეორე დღეს არასამთავრობო ორგანიზააციის წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ მომხედავდა. გერმანიიდან ექიმები ჩამოვიდნენ და ამ ქალბატონმა მათ შემახვედრა. თუმცა როგორც მივხვდი ესენი იყვნენ ყბასახის ქირურგები, რადგან კონსულტაციაზე ისეთი ბავშვები შეყავდათ, ვისაც სახეზე რაიმე ნაპრალი ან ექვსი თითი ჰქონდადა. რომ მიმიღეს მათ მითხრეს, რომ გერმანიაში უნდა ჩავსულიყავი და იქ მოხდებოდა დიაგნოსის დასმა.
რატომ დამპირდა დახმარებას და რატომ გამოიჩინა ამ ადამიანმა თავი არ ვიცი. ის, რომ არ გამოსულიყო და მთელი საქართველოს მასშტაბით არ ეთქვა, რომ მე მივხედავო, შესაძლებელია სხვას გამოეთქვა სურვილი დახმარებისა.
– თქვენი სახსრებით ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხეთ წასვლა საზღვარგარეთ?
– ვერანაირად ვერ მოვახერხე. აქაც კი ახლობლები მეხმარებიან, რომ ვიმკურნალო და გერმანიაში რომ წავიდე ათასობით ევრო მჭირდება, რაც არ მაქვს.
20 წლის წინ რუსეთში ვმკურნალობდი, თუმცა იქაც ვერ მოხერხდა ჩემი შველა.
– გენეტიკურად ხომ არ გაქვთ ეს დაავადება?
– არ ვიცი. აყვანილი ვარ რუსეთიდან. სამწუხაროდ არც მამა ვიცი ვინ არის და არც დედა.

3
2477
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
2477
  
2015, 7 ოქტომბერი, 19:44
იქ ცავალს უნდა ტურისტულიტ 300 ეუ და მერე ჩაბარდიტ, რა პრობლემაა
2015, 7 ოქტომბერი, 19:43
ჩაბარდიტ აზილად და იქ უფასოდ გამიგკვლევენ და გიმკურანლებენ, ასე აკეტებს ყველა ვინც იცის და მე ამას ვარვცელებ და უამრავი წავიდა და უფასოდ მკურნალობენ
2013, 22 მაისი, 0:37
რა ცოდოაა:(((( გამოჯანმრთელებას ვუსურვებ:( ღმერთI იყოს შენი მფარველი/
0 1 3