x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
იბრძოლე ბედნიერებისთვის !!!
imageხანდახან გინდა რომ განმარტოვდე, წახვიდე სადღაც შორს, გინდა რომ გაექცე ქვეყნის სამართალს, გაურბიხარ მეგობრებს, მტრებს, სიძულვილს და სიყვარულს, ეჭვს და ნდობას, გინდა რომ იჯდე სადღაც ხის ძირას და ფიქრობდე რაზეც გინდა, ან საერთოდ არ ფიქრობდე, უბრალოდ გინდა მარტო დარჩენა.... უკვე მოგბეზრდა ამდენი სიყალბის ყურება, თამაში, ნიღბები... უმოქმედოდ მივყვებით ცხოვრების დინებას, სხვის მიერ გაკვალულ გზას ბრმად, ინსტინქტურად ვაგრძელებთ. გვგონია, რომ სამუდამოდ აქ ვრჩებით და ვკარგავთ უამრავ ბედნიერ წუთს, მომავლისთვის ვდებთ იმას, რისი გაკეთებაც დღესაა შესაძლებელი და ხვალ შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს.მაგრამ მაინც სასოწარკვეთილები ვართ..არასდროს არ უნდა დავკარგოთ იმედი, გვჯეროდეს სამართლიანობის, რადგან მთავარი რწმენაა...

არასდროს ჩაიქნიო ამ ცხოვრებაზე ხელი, არასდროს თქვა რომ არაფერი გამოგივა, დაივიწყე ეს უაზრო ფიქრი, არ მიყვე ამ ცხოვრების უაზრო დინებას, იყავი ისეთი, როგორიც ხარ, ნუ მიბაძავ სხვებს, გქონდეს იმედი და გწამდეს, შეუძლებელი არაფერია !!!!!!!

ეცადეთ ხედავდეთ ტყეს და არა მარტო ხეებს, იყავით გაბედული, თუნდაც შეცდომების ფასად, წინ იყურეთ ყველაფრის მიუხედავად..

შექმენი შენი ცხოვრებით ჯვარი, ისწრაფე ღვთისკენ და ისწრაფე ადამიანებისკენ..!!!


იბრძოლე ბედნიერებისთვის !!!

0
137
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია_9
ნათია_9
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0