x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
თმის ცვენა და ქერტლი

image ქერტლის გაჩენის მიზეზია კანის ზედა ფენის ნაადრევ შრეებად დაყოფა.
ქერტლი ორი სახის არსებობს:

მშრალი - მცირედი მოძრაობისას თავიდან ცვივა წვრილი, მშრალი ქერტლი. ასეთი ქერტლის გაჩენა თმის ცვენას არ იწვევს.

ცხიმიანი ქერტლი- მშრალი ქერტლიდან იზრება და ჩვეულებრივ, თმის ცვენა მოსდევს. ის უფრო მსხვილია, აქვს მოყვითალო ფერი და ფირფიტოვანია.
თმა დაბანიდან 1-2 დღის შემდეგ ერთმანეთს ეწებება და ცხიმიანი ხდება. როდესაც თმის ბოლქვი კვდება, იწყება მასიური თმის ცვენა და წარმოიქმნება სიმელოტე.
თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია:მემკვიდრეობითობა, ნერვიული დაძაბულობა, სასქესო ორგანოების ფუნქციის მოშლა, ინფექციური დაავადებები, სოკოვანი დაავადებები და ავიტამინოზი (პირველ რიგში, B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა).
თმის ყოველდღიური ცვენა 100 ღერამდე დღეში ნორმად ითვლება. განახლება ხდება ყოველ 2-6 წელიწადში.
თმის ცვენას, ისევე როგორც სხვა დაავადებებს ექიმთან მკურნალობა სჭირდება.

1
1476
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიონი
მარიონი
1476
  
2012, 7 ოქტომბერი, 18:19
და როგორ უნდა ვიმკურნალოთ ოჯახის პირობებში....?
0 1 1