x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ლიმონის სენდვიჩი


image

სენდვიჩი ალბათ ყველა ჩვენთაგანში გემრიელად დანაყრებასთან ასოცირდება, მაგრამ შესაძლებელია ის დესერტადაც წარმოვიდგინოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ კი საქმე ისეთ ნამცხვარს ეხება, რომელსაც სენდვიჩის ფორმა გააჩნია და ორ უგემრიელეს ორცხობილას შორის ლიმონის არომატული კრემია.

ლიმონის სედვიჩი ძალიან ადვილად მოსამზადებელია. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ მოიწვიოთ მეგობრები ჩაიზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯერ ისევ ცივა და ცხელი ჩაი აქტუალურია და თან საჭორაო თუ ტკბილი მოგონებები უხვად დაგიგროვდათ და მიართავთ მათ უგემრიელესი თან მსუბუქი ნამცხვარი.

ნამცხვრის სახელწოდებამ თუ კი მადა უკვე აღგიძრათ და მეგობრებთან მუსაიფის ხასიათზეც მოხვედით მაშინ მოიმარაგეთ ინგრედიენტები :


200 გრამი კარაქი


1 ჭიქა შაქრის პუდრა

1 ცალი ლიმონის ცედრა

1 ცალი კვერცხი

2 ჭიქა პურის ფქვილი

2 სუფრის კოვზი შაქარი


კრემისათვის საჭირო ინგრედიენტები:


100 გრამი კრემ-ყველი

1 სუფრის კოვზი ძალიან წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა

1 ჭიქა შაქრის პუდრა


ლიმონის სენდვიჩის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების მომარაგების შემდეგ ისღა დაგვრჩენია შევუდგეთ მომზადებას.

კარაქი მოათავსეთ ჯამში და თქვიფეთ ის მანამ სანამ კარგად არ ამოვა, გათეთრდება.როდესაც კარაქი კრემის სახეს მიიღებს შეგიძლიათ მას დაუმატოთ შაქარი და ისევ განაგრძოთ თქვეფა. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისაგან, ჯერ ცილა მოათავსეთ ჯამში, ხოლო შემდეგ კვერცხის გული. შემდეგ კი დაუმატეთ გახეხილი ლიმონის ცედრა. იმისათვის, რომ ინგრედიენტები კარგად შეერიოს ერთმანეთს შეგიძლიათ ჯამს ხის კოვზითაც ამოურიოთ. ბოლოს კი დაუმატეთ პურის ფქვილი და საკმაოდ დაბალ რეჟიმზე განაგრძეთ ცომის ზელა. როდესაც თქვენი ცომი ერთგვაროვან მასად იქცევა მოაგუნდავეთ და გააბრტყელეთ. შემდეგ კი გამოჭერით თქვენთვის სასურველი ზომის ორცხობილები და კარგად გაცხელებულ, ცხიმწასმულ ლანგარზე მოათავსეთ. შედგით 350 გრადუსზე კარგად გაცხელებულ ღუმელში.

მანამ სანამ ორცხობილა ცხვება შეგიძლიათ სენვიჩის გულსართის მომზადებას შეუდგეთ.

ავიღოთ ორი სუფრის კოვზი მდნარი ყველი და ორი სუფრის
კოვზი ოთახის ტემპერატურაზე შენახული უმარილო კარაქი.ასევე საჭიროა ორი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა, რადგან გულსართიც ლიმონიანი უნდა იყოს. ნელა ავურიოთ და დავამატოთ ერთი ჭიქა საკონდიტრო შაქარი. თუ კი კრემი ძალიან სქელი გამოვიდა შეგიძლიათ დაუმატოთ ერთი ლიმონისგან გამოწურული წვენი, რომელიც კარგად უნდა გაწუროთ. მზა კრემის წასმა ორცხობილაზე შეგიძლიათ როგორც კოვზის ასევე "ჩანთის" გამოყენებით.

აიღეთ ერთი ორცხობილა, წაუსვით კრემის საჭირო რაოდენობა და და დაადეთ მეორე ორცხობილა ისე, რომ მას სენდვიჩის ფორმა მიეცეს.

image

image


ესეც ჩვენი გემრიელი და ძალიან მსუბუქი ლიმონის სენდვიჩი.

გემრიელად მიირთვით.

0
124
შეფასება არ არის
ავტორი:ანა87
ანა87
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0