x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
შარდის ბუშტის დაავადება

imageშარდის ბუშტის დაავადებებს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ხასიათი. ისინი წარმოიშობიან ძლიერი გადაციევების შედეგად, ქვიშის დაგროვების, ლორწოს, კენჭების, ჩირქის, რომლებიც წარმოიქმნებიან ავადმყოფ თირკმელებში... მიზეზი ბევრია. ავადმყოფობას ხშირად თან სდევს ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, ტკივილები (ეს ქვიშისა და კენჭების გავლის დროს), ჭრა, შარდის შეუკავებლობა. უწინარეს ყოვლისა შალის წინდები, რაიმე თბილი წელზე, მუცლის ქვემოთ. ბევრი სმა ძირითადად შარდმდენი, გამაუტკივარებელი, ისეთი, როგორიც კურნავს ანთებით პროცესებს. სამჯერ დღეში, ზოგჯერ ხშირადაც აუცილებელია ნახევარი ჭიქა ჭვავის რქის განონახარშის სმა კრაზანით, გვირილით, კალენდულით, ღიღილოთი. პროპორცია ასეთია: ერთი კოვზი ჭვავის რქა. ერთი კოვზი კრაზანა, თითომწიკვი გვირილა, კალენდულა, ღიღილო, დაასხით ორი ჭიქა ადუღებული წყალი, აადუღეთ ზედაპირზე პირველი ბუშტის გამოჩენამდე, მაშინვე ჩამოდგით ცეცხლიდან, დაუცადეთ, სანამ გაცივდება, გაწურეთ. სვით თბილი ნახევარი ჭიქა ჭამის შემდეგ. პირველ ორ დღეს შეიძლება გაგიჩნდეთ მჭრელი ტკივილები მუცლის ქვემოთ, შარდის გამომყოფ გზებში. არ არის საჭირო ამაზე აღელვება. ეს ქვიშა ლორწო გამოდის. ბალახების ნაყენის სმა კი გააგრძელეთ უკიდურეს შემთხვევაში ერთი თვის განმავლობაში. თანდათანობით შარდის ბუშტი გაიწმინდება, გაქრება მისი ანთება, ტკივილები. ცოტაოდენი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს.

0
868
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
868
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0