x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რა ვქნათ კუჭის აშლილობისას

imageუწინარეს ყოვლისა შეეცადეთ გაარკვიოთ, რამ მიგიყვანათ აშლილობამდე-ძველმა პროდუქტებმა, თქვენთვის შეუთვისებელი პროდუქტების შეერთებამ, ცუდმა სოკომ, ნერვულმა შერყევამ, შიშის გრძნობამ. თუ აშლილობა დაკავშირებულია საჭმელთან, განსაკუთრებით შხამიან სოკოებთან, დაუყონებლივ გაიწმინდეთ კუჭი. დიდი რაოდენობით სვით გამოიწვიეთ ღებინების რეაქცია. ჩაწექით საწოლში, აუცილებლად დალიეთ ასეთი ბალახების თბილი გამონახარში-გვირილა, კრაზანა, პიტნა. თითო სუფრის კოვზი ბალახი ორ ჭიქა წყალზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააცივეთ. სვით ნახევარი ჭიქა 2-3 საათის შემდეგ.

imageთუ აშლილობა მოხდა ნერვული შერყევის ან შიშის შედეგად, საჭიროა დამაწყნარებელი გამონახარშების დალევა, რომელთა საფუძველი უნდა იყოს პიტნა, გვირილა კალენდულა. თუ გამონახარში მზადდება ზაფხულში, მაშინ კარგია მასში შავი მოცხარის, ალუბლის, მარწყვის ყლორტებისა და ფოთლების ჩადება.და რაღა თქმა უნდა, დიეტა, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი დღის შიმშილი, ბევრი სმა-სუფთა წყალი, ბალახების ნახარში, ასკილი, რომელთაც შეიძლება დაემატოს ცოტა თაფლი.

1. პირველივე დღიდან გადადით ძალიან მსუბუქ კვებაზე ან მხოლოდ სითხეებზე.

2. გამორიცხეთ საკვებიდან ცხიმიანი ხორცი, თევზი, ქათამი, კონსერვები, ძეხვეული, .ლობიო, ბარდა, კომბოსტო, კიტრი, ყურძენი. ბოსტნეული მიიღეთ მოთუშული სახით.

3.სვით გაზგასული თბილი მინერალური წყალი (ნაბეღლავი, ბორჯომი, ლიკანი).არ მიიღოთ რძე და ხილის წვენები.

4.მიირთვით მოხარშული ბრინჯი და კარტოფილი, მოხარშული ხორცი, კვირაში 2-3-ჯერ მიიღოთ მაგრად მოხარშული კვერცხი, ეფექტურია: სხვადასხვა ხილის წვენისგან დამზადებული კისელი.

0
7734
2-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
7734
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0