x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
შეცვლილი შრომის კოდექსის სამუშაო საათების მუხლი

image- რას წარმოადგენს შრომის ახალი კოდექსი?! მისი ავტორები ამტკიცებენ, რომ ნეიტრალური პოზიციის დაჭერას ცდილობენ, რათა არ დაიჩაგროს არც დამსაქმებელი და არც დასაქმებული, თუმცა ამ მოსაზრებას ბევრი არ ეთანხმება, ზოგიერთი თვლის რომ ახალი კოდექსი დასაქმებულთა, ანუ რიგითი მოსახლეობის მდგომარეობას გააუმჯობესებს, ზოგიერთი კი თვლის, რომ დასაქმებულთა მდგომარეობა რეალურად არ შეიცვლება და სამაგიეროდ ახალი კანონი ბიზნესმენებს და ინვესტორებს დააშინებს, ვინაიდან მათი საქმიანობა იმდენად გართულდება, რომ მათ უბრალოდ აღარ მოუნდებათ საქართველოში ბიზნესის წარმოება და ეს ისევ ქვეყნის კეთილდღეობას დააზარალებს.

- მოქმედი კოდექსის მიხედვით სამუშაო კვირა შეადგენს 41 საათს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ კვირაში 5 დღეს მუშაობთ, მაშინ დღეში დაახლოვებით 8 საათი მოგიწევთ მუშაობა. თუ რომელიმე დღეს თქვენ დამატებით მოგიწევთ მუშაობა, მაშინ თქვენ უკვე გეკუთვნით დამატებითი ანაზღაურება, მაგრამ, რამდენი უნდა გადაგიხადოთ თქვენმა უფროსმა ამ დამატებითი სამუშაოსთვის, რას ამბობს დღევანდელი კანონი? არაფერს, იგი გულისხმობს, რომ უფროსს შეუძლია თვითონ შემოგთავაზოთ რამდენს გადაგიხდით.

- რა შეიცვლება თუ შრომის კოდექსში ცვლილება შევა: ახალი კოდექსით უკვე კანონით იქნება ზუსტად განსაზღვრული რა ოდენობის თანხა უნდა მიიღოთ თქვენ დამატებითი საათებისთვის. ერთი შეხედვით დასაქმული მოგებაში რჩება, მაგრამ შრომის ახალი კოდექსით დამატებითი საათების ათვლა იწყება არა 41 საათიდან, არამედ რატომღაც 48 საათიდან. რას ნიშვანს ეს - თქვენ 5 დღის განმავლობაში იმუშავებთ 41 საათს, მაგრამ თქვენ უფროსს შეეძლება გამოგიძახოთ, მაგალითად შაბათს, და დამატებით გამუშაოთ კიდევ 7 საათი და ამისათვის არაფერი გადაგიხადოთ, ვინაიდან დამატებითი საათების ანაზღაურება დაიწყება მხოლოდ 48 საათის შემდეგ. თვეში 4 კვირაა და რომ დავითვალოთ, თქვენს უფროსს შეეძლება, თვეში 28 საათი სრულიად უფასოთ გამუშაოთ. ამ მუხლიდან გამომდინარე ბუნდოვანია ვინ უფრო მოგებულია, დამსაქმებელი თუ დასაქმებული.

0
2491
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
2491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0